The Independent: ერთა ლიგამ შეიძლება სტარტი სექტემბერში არ აიღოს

AutoSharing Option
ბრიტანული "ინდეპენდენტის" ცნობით, კორონავირუსის გამო შესაძლოა, ერთა ლიგის მეორე გათამაშების სტარტი გადასწიონ.

ფიფა და უეფა ახლა 2020 წლის მეორე ნახევარში ჩასატარებელი ნაკრებების მატჩების კალენდარზე ერთობლივად მუშაობენ. არაა გამორიცხული, წლის ბოლომდე თითოეულმა ეროვნულმა გუნდმა მინიმუმ 2-3 მატჩი ჩაატაროს, ხოლო 2021 წლის შეხვედრები დადგენილ ვადებში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები C ლიგაში ჩრდილოეთ მაკედონიის, ესტონეთისა და სომხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ჩვენმა გუნდმა პირველი მატჩი 5 სექტემბერს ტალინში ესტონეთთან უნდა ჩაატაროს.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში, D ლიგაში, საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა და ნახევარფინალში ბელარუსს უნდა
დაუპირისპირდეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული