სომხეთის ნაკრების მწვრთნელი: საქართველო ჩვენი დონის გუნდია

AutoSharing Option
სომხეთის საფეხბურთო ნაკრების მეკარეების მწვრთნელმა რომან ბერეზოვსკიმ spbdnevnik-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და მათი ნაკრების 2022 წლის მსოფლიო თასზე მოხვედრის შანსები შეაფასა.

"სომხეთის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, ესპანელი ხოაკინ კაპაროსი მაღალი დონის პროფესიონალი გახლავთ. სამწვრთნელო შტაბთან ერთად, რომლის წევრებსაც უმაღლესი დონის ფეხბურთი აქვთ ნათამაშები, კაპაროსი სერიოზულად მიუდგა საქმეს.

რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე სომეხი ფეხბურთელები 1-ლი ივლისიდან ლეგიონერებად აღარ ითვლებიან, ეს კი მათ მეტ სათამაშო პრაქტიკას მისცემს.

კიდევ ერთი რეზერვი გვაქვს - ესენი არიან ნაკრების ევროპელი და სამხრეთამერიკელი კანდიდატები, რომლებიც სომხეთში 5
წელია თამაშობენ,  მოქალაქეობის მიღებისა და ეროვნულ გუნდში თამაშის უფლება აქვთ.

არც ადგილობრივი პერსპექტიული ფეხბურთელები გვაკლია, მიუხედავად იმისა, რომ მათ კიდევ ბევრი აქვთ სამუშაო.

წინ კი უეფას ერთა ლიგაში გამოსვლა გველოდება. ჩემი აზრით, მოწინააღმდეგეები - ჩრდ. მაკედონია, ესტონეთი და საქართველო ჩვენი დონის გუნდები არიან. სომხეთის ნაკრებს 2022 წლის ყატარში გასამართ მსოფლიო თასზე მოსახვედრად ყველანაირი შანსი აქვს", - განაცხადა ბერეზოვსკიმ.

საქართველოსა და სომხეთის ნაკრები გუნდები ერთმანეთს ჯერ 11 ოქტომბერს ერევანში, შემდეგ კი 15 ნოემბერს თბილისში დაუპირისპირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ერთი ჩვენ გვაქვს მსოფლიოზე გასვლის შანსი და მეორე სომხეთს.სადა ბანაობთ.
master
06 ივლისი 2020 17:52
7
ეხლა კი ვართ მართლა ერთი დონის გუნდი, მაგრამ თუ ჩაკვეტაძე ძველებურად ათამაშდა და კვარაცხელია სტაბილური თუ გახდა, ბევრად უკეთესი ნაკრები ვიქნებით.
გოგა
06 ივლისი 2020 22:03
5
ითამაშონ ერევანში და თბილისში და მერე გამოჩდება ვინა ბევრად უკეთესი ნაკრები სომხეთი თუ საქართველო
გოგა s
06 ივლისი 2020 23:52
0
კაპაროსია თუ პაპიროსი დროზე ადრე მოუწევს თანამდებობის დატოვება
ბაჩი
06 ივლისი 2020 19:49
1
7:0 ;-)
George
06 ივლისი 2020 21:30
3
ეგრეა მართალია. დაახლოებით ერთნაირი დონეა.
გიორგი
06 ივლისი 2020 18:16
16
თუ ,,საბურთალოს" ფოკუსები ჩავატარეთ მერე კი მართლა ერთ დონის კი არა უფრო დაბალი დონის გავხდებით.
,,საბურთალო"-,,არარატის" თამაში, რომ მახსენდება (სტადიონზე ვიყავი) გული მერევა.
დათო
07 ივლისი 2020 09:42
2
ყაზახებიც ასე მღეროდნენ.
მინდია
07 ივლისი 2020 12:41
1
ბანაობა უსაპნოდ
ჯერი
06 ივლისი 2020 18:12
0
ჩვენი ნაკრების თამაშებს რომ ვუყურებ მშვენიერი გუნდი გვყავს მაგრამ იღბალი ჩვენს მხარეს არასდროს არის ევროპაზე ჯგუფში ვიმსახურებთ ჩემი აზრით თამაშს დონეც გვაქვს უბრალოდ ტრავმები და ცუდი პერიოდი ემთხვევა ხოლმე თამაშებს ერთხელ ნორმალურ ფორმაში რომ იყოს ყველა წამყვანი ფეხბურთელი და ვაისმაც არ გაატრაკოს გამოჩნდება რა დონის ნაკრებიც ვართ 9 და 7 გოლებს უშვებენ როჟები და ჩვენ გვედრებიან და ვვიტოლდებიან დდდდ ისე უნდა მოვუგოთ ერევანშივე რო სალაპარაკო არ დავუტოვოთ 10-15 წელი
Ka
07 ივლისი 2020 13:54
3
ჩემდა სამწუხაროდ ვეც იგივეს ვფიქრობ
Megreli
07 ივლისი 2020 11:00
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული