"ამერიკელების" გარეშე და ორი დებიუტანტით - ვაისმა შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
3 სექტემბერს ევროპის სტადიონებზე უეფას ერთა ლიგის მეორე გათამაშება იწყება. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები D ლიგაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ C ლიგაში აღზევდა და მატჩებს მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით გამართავს.

ერთა ლიგის სადებიუტო ორი მატჩისთვის საქართველოს ნაკრები 31 აგვისტოს დაიწყებს მზადებას. ვლადიმირ ვაისმა ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაგეგმილი მატჩებისთვის 27 ფეხბურთელი გამოიძახა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ორი დებიუტანტია - საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" 20 წლის ნახევარმცველი გიორგი კუცია და თბილისის "საბურთალოს" მცველი ნიკა მალი.

ერთა ლიგის ახალი გათამაშების აღნიშნულ
ორ შეხვედრას ამერიკის საფეხბურთო ლიგის "სან ხოსე ერთქვეიქსის" ქართველი ლეგიონერები გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი გამოტოვებენ. მიზეზი პანდემიის გამო დაწესებული სამოგზაურო და საკარანტინო რეგულაციებია. კლუბთან შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ ორივე ფეხბურთელი ოქტომბერში დაგეგმილ პლეი-ოფის პრინციპულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

31 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ს.კ. "ზესტაფონის თბილისის ზღვის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშებს. 4 სექტემბერს ჩვენი გუნდი ტალინში გაემგზავრება. ერთა ლიგის ახალი გათამაშების პირველი შეხვედრა ესტონეთსა და საქართველოს შორის 5 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ერთა ლიგის მეორე შეხვედრა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის 8 სექტემბერს, 20:00 საათზე შედგება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები:
გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

უახლოესი ორი მატჩისთვის ცნობილია დამატებით ცხრა ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

როინ კვასხვაძე (დინამო, თბილისი), დავით კობოური (დინამო, თბილისი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, უნგრეთი), ლევან კუტალია (ჰაპოელი, თელ-ავივი, ისრაელი), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი).

უეფას გადაწყვეტილებით, სექტემბერში დაგეგმილი ყველა სანაკრებო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ეროვნული ნაკრების მონაწილეობით შეხვედრების რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 62 /
წარმატებები საქართველოს ნაკრებს.
ერთი კითხვა მაქვს თუ იცით ვინმემ მალი უკრაინული გვარია?
კახა
25 აგვისტო 2020 15:32
1
Polonuria,magran aq dabadebul gazrdilia.
Jaba
25 აგვისტო 2020 16:26
0
უკრაინული ფესვები აქვს ნიკას. ბიძაჩემის მეგობარია მამამისი და ვიცნობ მეც ნიკას. მისი დიდი ბაბუა დასახლდა საქართველოში უკრაინიდან.
გიორგი
25 აგვისტო 2020 16:12
0
ყველა გამოხმაურება
აბა გამოძახებულებიდან წამოვიდე ყოველ დღე ალეწილ ფეხბურთელებზე ცნობები. ჩაკვეტაძემ ბურთს თუ მოარტყა ფეხი 1 წელი კიდე ვერ ითამაშებს და ჯობია გენტში არ ითამაშოს წლის ბოლომდე :D
დაT
25 აგვისტო 2020 15:32
7
მოახლოვდა სანაკრებო მატჩები და ჩვეული პრობლემებიც ისევ სახეზეა.ტრავმები და უთამაშებელი ფეხბურთელები.არც ერთი რგოლი აღარ არის, ნორმალურად დაკომპლექტებული
სოსო
25 აგვისტო 2020 15:31
6
რატო ვფიქრობ ნორმლურ სიგუაციაში ვართუკეთეს ვიტყვი.1ჩვენი ნაკრების უმეტესობა რუსეთში თამდობსს და იქთითქმის 3თვეა თამშებია და ფორმაში არინ.2დაცვა გრიგალავა ტაბიდძე და ხოჭოლავა პრაკტიკას არ უჩივიან ასევე კვრირჯველიაც არა მთლად ფორმიდსნ შორს ვგულისხმობ ფიზიკურს.კიტეიშვილი და გვილიაც ფორმაშია დ სატარტოშია არიან თავის გუნდში.ჩაკვეტაძეს თუ არაქ პრაკტიკა საუცხოვოფორმაშია კვარაცხელია.ასე ითამაშეს ლობჯანიძეემ და კაჭარავამ.ნუ დაბრალებ ნურაფერს.უნდს მოიგონ.
Mos
25 აგვისტო 2020 16:09
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული