"ამერიკელების" გარეშე და ორი დებიუტანტით - ვაისმა შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
3 სექტემბერს ევროპის სტადიონებზე უეფას ერთა ლიგის მეორე გათამაშება იწყება. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები D ლიგაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ C ლიგაში აღზევდა და მატჩებს მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით გამართავს.

ერთა ლიგის სადებიუტო ორი მატჩისთვის საქართველოს ნაკრები 31 აგვისტოს დაიწყებს მზადებას. ვლადიმირ ვაისმა ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაგეგმილი მატჩებისთვის 27 ფეხბურთელი გამოიძახა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ორი დებიუტანტია - საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" 20 წლის ნახევარმცველი გიორგი კუცია და თბილისის "საბურთალოს" მცველი ნიკა მალი.

ერთა ლიგის ახალი გათამაშების აღნიშნულ
ორ შეხვედრას ამერიკის საფეხბურთო ლიგის "სან ხოსე ერთქვეიქსის" ქართველი ლეგიონერები გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი გამოტოვებენ. მიზეზი პანდემიის გამო დაწესებული სამოგზაურო და საკარანტინო რეგულაციებია. კლუბთან შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ ორივე ფეხბურთელი ოქტომბერში დაგეგმილ პლეი-ოფის პრინციპულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

31 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ს.კ. "ზესტაფონის თბილისის ზღვის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშებს. 4 სექტემბერს ჩვენი გუნდი ტალინში გაემგზავრება. ერთა ლიგის ახალი გათამაშების პირველი შეხვედრა ესტონეთსა და საქართველოს შორის 5 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ერთა ლიგის მეორე შეხვედრა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის 8 სექტემბერს, 20:00 საათზე შედგება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები:
გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

უახლოესი ორი მატჩისთვის ცნობილია დამატებით ცხრა ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

როინ კვასხვაძე (დინამო, თბილისი), დავით კობოური (დინამო, თბილისი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, უნგრეთი), ლევან კუტალია (ჰაპოელი, თელ-ავივი, ისრაელი), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი).

უეფას გადაწყვეტილებით, სექტემბერში დაგეგმილი ყველა სანაკრებო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ეროვნული ნაკრების მონაწილეობით შეხვედრების რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 62 /
xaraishvilze rame iciit?rato argamoidzaxees?
buxrika
25 აგვისტო 2020 18:06
3
დედით ქართველი ინდოელი რომელია?
ბაჩი
25 აგვისტო 2020 18:03
5
ლაკვეხელიანი მარჯვენა მცველად რო გამოიძახოს არ იქნება ურიგო გადაწყვეტილება..
ილია ხანდახან მართალი
25 აგვისტო 2020 17:55
6
მთავარია კვარაცხელია და ჩაკვეტაძე იყვნენ ფორმაში და დანარჩენები კი მაგათ აყვება და გადაუვლიან მაგ ორ ნაკრებს ლოგიკით ასეა და.
civi
25 აგვისტო 2020 17:52
2
აი ეხლა გამოჩნდება რამდენად მზად არის ჩაკვეტაძე.რომელმაც სხვათაშორის ამდნი უთამაშებლობით არამგონია კონკურენცია გაუწიოს კვარაცხელიას რომელიც დაფრინავს მარცხენა ფლანგზე რაც შეეხება პლეიმეიკერს იქ გვილია ძალიან დაიხვეწა და ორი წლის უთამაშებელ ჩაკვეს აჯობებს ამ ეტაპზე და თუ ჩაკვე ფორმაშია და არ ათამაშენენ კლუბში მის აგენტებს უნდა მოუკითხოს მთელმა ქვეყანამ ...
თემური
25 აგვისტო 2020 17:52
1
ნავალოვსკი და კაჭარავა არა საჭირო. დანარჩენი ვინც გვყავს დაუძახა. კაშია და ვაკო ვიცით რატომაც არ არიან და კაშიაზე არც ისე მწყდება გული, ნინუას კი საუკუნეა არ უთამაშია და ჯერ ადრეა მისი გამოძახება. მე მგონია ამ 2 თამაში 4 ქულას ავიღებთ. წარმატებები ჩვენც ნაკრებს
გოგა
25 აგვისტო 2020 17:40
1
ლორია

კაკაბაძე ხოჭოლავა კვირკველია ნავალოვსკი ან ტაბიძე ან გრიგალავა რავი..
საყრდენი ჯაბა
შუაში ჯაბას წინ მარცხნივ გვილია მარჯვნივ კიტეიშვილი
პლეიმეიკერი ჩაკვე
მარცხნივ ვინგერი კვარა
მარჯვნივ ოქრიაშვილი
მევარმე
25 აგვისტო 2020 17:28
12
გოლებს ვინ გაიტანს? თუ ესპანეთის სტილს ვაწვებით ევრო 2012 ზე თავდამსხმელის გარეშე რომ ითამაშა?

მაგ ტაქტიკაში ვაკო, საბა ლობჟანიძე ან ზურიკო დავითაშვილი მაინც გინდა ნომინალური თავმდასხმელის ფუნქცია იკისრონ. და ის კიდევ, ჩაკვეტაძე ყველამ ვიცით მაღალი კლასის ფეხბურთელი რომ არის მაგრამ წელიწადნახევარია არ უთამაშია და ძირითადში რატომ აყენებ?
თავდამსხმელი?
25 აგვისტო 2020 17:36
0
ასეთი არაფერი მინახია ნაკრებს უთამაშებელი ფეხბურთელებით აკომპლექტებდე!ბევრ გრანდში ვყოფილვარ მაგრამ ასეთს პირველად ვხედავ
ბარსელონას ყოფილი მწვრთნელის ასისტენტი
25 აგვისტო 2020 16:34
16
პრაქტიკა თბილისის დინამოს ფეხბურთელებს აქვთ :D
დაT
25 აგვისტო 2020 16:52
2
წარმატებებს კი ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს, თუმცა ცუდად ნუ გამიგებთ, მაპატიეთ ყველამ, თუ გინდათ გათახსირებული მიწოდეთ, თუ გინდათ უვარგისი, თუ გინდათ ფაშისტი, ნაცისტი, გინდათ ისიც დააყოლეთ შენნაირ ქართველს ნებისმიერი სხვა რასის ადამიანი მირჩევნიაო, შენნაირები არ უნდა ცხოვრობვდნენ დედამიწაზეო, მაგრამ მე ჩემს პოზიციას ამ ქვეყანაზე ვერავინ სულიერი ვერ შემაცვლევინებს.
დაიწყო ასიმილაცია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, (ეროვნეულ) პირველი ინდოელი ქართველი დედის მუცლით გაჩენილი ფეხბურთელი ნაკრების განაცხადშია!
აფერუმ ქართველ ქალებს მაინც მიაღწიეთ თქვენსას!
ეს დასაწყისია რამდენიმე ქართველი დედის მუცლით გაჩენილი აფრიკელიც რიგში დგას ნაკრების კანდიდატებში!
ერთი ქართველი დედის მუცლით გაჩენილი ირანელიც ისინჯება.
ერთი სიტყვით ჩემი სათქმელი ისაა რომ ჩემთვის საქართველოს ნაკრები დასრულდა (ეროვნული) ნაკრები დასრულდა დასამარდა!
ახლა ბევრი გაიფიქრებს ნავალოვსკი რა ქართველია წარმოშობითო?
ან რამდენიმე სხვა ნაკრების სახელებს დამისახელებთ რა იმათთან რომ თამაშობენო?
ხოდა მიმიფურთხებია ბატონო ეგეთი ეროვნული ნაკრებებისათვის და მათი წარმატებისთვისაც.
ასიმილაცია, მულტიკულტურიზმი როგორ მძულს როგორ არ მინდოდა ჩემს სიცოცხლეში მაინც არ მოვსწრებოდი ამ ყოველივეს მაგრამ((
ქართველო ქალებო აფერუმ თქვენ ადამიანობას ეროვენულობას.
რა მნიშველობა აქვს ეროვნებას კაცი იყავი კაცი ბლა ბლა და მსგავსი კონტექსტები ჩემთვის მიუღებელია .
(ქართველი ქალი_)
ლევანი იარაჯული
25 აგვისტო 2020 16:23
55
ლევან,სხვებისა არ ვიცი,მაგრამ გიორგი ნავალოვსკის ორ პაპის ძმას ვიცნობ,მათ პაპას და მამას,მამაჩემი იცნობდა და ყველანი ენით,შეგნებით თუ მენტალიტეტით,ქართველები იყვნენ.არც ერთმა არ იცოდა პოლონური,ცოლები კი,ქართველები ჰყავდათ.ასე რომ გიორგის არაქართველობას,ნურავინ დააბრალებთ.არც მას,თავისი თამაშით და არც მის წინაპრებს,ეს არ დაუმსახურებიათ.ადმინ,ვიცი გვიანია,მაგრამ გთხოვთ,გაუშვით.
სოსო
25 აგვისტო 2020 22:59
0
დაადგინეთ ვინ არის ადამიანი რომელიც ფლობს ინფორმაციას კონკრეტულ ფეხბურთელებზე აქვს წვდომა ამათუიმ საკითხზე და ოჯახს მსგავს შეურაწყოფას აყენებს.. ჩემი აზრით მისი შვილის გამოუძახებლობით დაბოღმილი გან*ონის კომენტარია
წერტილი
25 აგვისტო 2020 17:42
4
ყველა გამოხმაურება
მისი ინტერვიუ წავიკითხე,პოლონელია წარმოშვებით
irakli
25 აგვისტო 2020 16:21
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული