"ამერიკელების" გარეშე და ორი დებიუტანტით - ვაისმა შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
3 სექტემბერს ევროპის სტადიონებზე უეფას ერთა ლიგის მეორე გათამაშება იწყება. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები D ლიგაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ C ლიგაში აღზევდა და მატჩებს მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით გამართავს.

ერთა ლიგის სადებიუტო ორი მატჩისთვის საქართველოს ნაკრები 31 აგვისტოს დაიწყებს მზადებას. ვლადიმირ ვაისმა ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაგეგმილი მატჩებისთვის 27 ფეხბურთელი გამოიძახა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ორი დებიუტანტია - საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" 20 წლის ნახევარმცველი გიორგი კუცია და თბილისის "საბურთალოს" მცველი ნიკა მალი.

ერთა ლიგის ახალი გათამაშების აღნიშნულ
ორ შეხვედრას ამერიკის საფეხბურთო ლიგის "სან ხოსე ერთქვეიქსის" ქართველი ლეგიონერები გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი გამოტოვებენ. მიზეზი პანდემიის გამო დაწესებული სამოგზაურო და საკარანტინო რეგულაციებია. კლუბთან შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ ორივე ფეხბურთელი ოქტომბერში დაგეგმილ პლეი-ოფის პრინციპულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

31 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ს.კ. "ზესტაფონის თბილისის ზღვის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშებს. 4 სექტემბერს ჩვენი გუნდი ტალინში გაემგზავრება. ერთა ლიგის ახალი გათამაშების პირველი შეხვედრა ესტონეთსა და საქართველოს შორის 5 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ერთა ლიგის მეორე შეხვედრა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის 8 სექტემბერს, 20:00 საათზე შედგება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები:
გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

უახლოესი ორი მატჩისთვის ცნობილია დამატებით ცხრა ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

როინ კვასხვაძე (დინამო, თბილისი), დავით კობოური (დინამო, თბილისი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, უნგრეთი), ლევან კუტალია (ჰაპოელი, თელ-ავივი, ისრაელი), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი).

უეფას გადაწყვეტილებით, სექტემბერში დაგეგმილი ყველა სანაკრებო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ეროვნული ნაკრების მონაწილეობით შეხვედრების რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 62 /
ჩემი აზრით ვაისი იძახებს იმ ფეხბურთელებს რომლებიც შედარებით საშუალო დონის ჩემპიონატებში თამაშობენ და აქვთ სანაკრებო თამაშების გამოცდილება ზოგიერთები კითხულობენ ხარაიშვილი რატომ არ გამოიძახა ზვივზვივაძე რატომ არ გამოიძახაა? ხარაიშვილი ვის მაგივრად?? ვინ უნდა ამოგდოს ხარაიშვილმა კვარაცხელია?? კიტეიშვილი ოქრიაშვილი გვილია? ლობჟანიძე? ხარაიშვილი რომელიც თამაშობს შვედეთის ჩემპიონატის სახელიან მაგრამ ამ ეტაპზე საშუალო დონის კლუბში და ევროპასი შვედეთის ჩემპიონატი ითვლება დაბალი დონის ჩემპიონატად მე 20 ადგილზეა ევროპაში და რაც შეეხება ზვივზვივაძეს ის უნგრეთის ასევე დაბალი დონის ჩემპიონატში თამაშობს 33 ადგილზე მყოფ ჩემპიონატში და ზვივზვივაძეს ნამდვილად მირჩევნია კაჭარავაც ლობჟანიძეც და ქვილითაიაც.
ზაზა
25 აგვისტო 2020 19:20
5
ჩემი აზრით ყველაზე ოფტიმალური შემადგენლობა რაც აქამდე გვყოლია ვაისის ხელში სანაკრებო თამაშებზე სამწუხაოროა რომ ვაკო ყაზაიშვილი და ჯანო ვერ ეხმარებიან ნაკრებს მარა ნუ მიუხედავად კრიტიკისა ჩემი სურვილია ჯანო მოვიდეს ფორმაში რადგან ერთი პასით ან ერთი დარტყმით შეუძლია თამაშის შეცვლაა და საოცარი საფეხბურთო ინტელექტის მქონე ფეხბურთელიაა იმედი მაქვს ჩადგება ფორმაში ოქტომბრამდე. ვაკოსაც ბევრი კრიტიკა აქვს მაგრამ მე ვფიქრობ დღესაც ორივე საჭირო ფეხბურთელები არიან ნაკრებისთვის.
გიორგი
25 აგვისტო 2020 19:10
7
3-5-2 მგონო საუკეთესო სქემა იქნება.
მეკარე ლორია
დაცვა ტაბიძე გრიგალავა ხოჭოლავა (სამივეს პრაქტიკა აქვს)
ნახევარდაცვა.კვარაცხელია გვილია,კიტეიშვილი,კანკავა,ოქრიაშვილი.(პრაქტიკა ყველას აქვს)
ფროვარდები კაჭარავა,ქვილითაია ორი მაღალი ცენტრ ფორვარდი.
მგონი საკმაოდ კარგი წყობა თუმცა თუ თამაში მოითხოვს მოისსნება ერთით დავდამსხმელი და 4 მცველზე გადავალთ.ეს წყობა საკმაოდ ძლიერ ნახევარ დაცვას მოქვცემს ცენტრში.
ზაზა
25 აგვისტო 2020 19:03
4
ძალიან მნიშვნელოვანი შემოდგომაა. ბევრი რამ გამოჩნდება...ბოლო, ბოლო დავიწყებთ თუ არა ნამდვილ ფეხბურთის თამაშს. ბიძგი ნაკრებმა უნდა მოგვცეს. აბა საკლუბო ფეხბურთი ფსკერზეა..
merabi-1960
25 აგვისტო 2020 18:57
0
მე არანაირი პრობლემა არ მაქვს პრობლემატურ პოზიციებზე რომ მოვიყვანოთ ნატურალიზირებული ფეხბურთელები ნაკრებში აი მაგალითად საქართველოს ნაკრებს უჭირს ცენტფორვარდის პოზიციაზე და საქართველოს ჩემპიონატში ბათუმის დინამოში თამაშობს ჯოვინო ფლამერიონი ჩემი აზრით ამ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი რატომ არ შეიძება რომ მოვიყვანოთ ნაკრებში ამით ნაკრები რას კარგავს?? იყო დრო რო ესპანეთსაც კი ჰყავდა ნატურალიზირებული ფეხბურთელები იტალიას გერმანიას ხორვატიასაც და ბოლო ბოლო საფრანგეთსს იგივე დანიას იმათ თუ ჰყავთ ამ დონის ნაკრებებს ჩვენ ნაკრებსაც რო ჰყავდეს რა პრობლემაა?
უტა
25 აგვისტო 2020 18:56
7
ეროვნული ნაკრები არის ეროვნული ნაკრები უნდა თამაშობდნენ ქართველი ფეხბურთელები ვინც აქ დაიბადა გაიზარდა ანდაც ვინც წარმოშჴბით ქართველია ისედაც რა მდგომარეობაშია ქართული ფეხბურთი და ჩვენ აქ კიდე ვიღაც შავკანიანები და ბრაზილიელები მოვიყვანოთ ნაკრებში ეს რა სისულელეა ნაკრებია კლუბი ხომ არაა კლუბში ვისაც უნდა ის მოივანონ მარა ნაკრებს თავი გაანებეთ რა ზოგ ზოგიერთებმა და ეცით პატივი კარგია თუ ცუდია საქართველოს ნაკრებიი უნდა იყოს საქართველოს ნაკრებიიიი!! მორჩა და გათავდა.
გელა
25 აგვისტო 2020 18:52
6
ხალხო ფაშიზმი და ნაციზმი გაიარა კაცობრიობამ. რომ არ ვარგოდა მუსოლინი და ჰიტლერი, მაგიტომაც დაემხო იმათი რეჟიმები.

ადამიანის მენტალიტეტს და ისტორიულ სამშობლოს გვარი კი არ განსაზღვრავს, არამედ ის თუ სად დაიბადა, რომელი ქვეყანას მიიჩნევს თავის სამშბობლოდ და ვისი ადათ-წესები და მენტალიტეტია მასში უფრო დიდი დოზით. ჩემთვის ყველა ადამიანი ვინც საქართველოში დაიბარება, ან თუნდაც მერე ჩამოვა და აქაურ პასპორტს მიიღებს და აქაურობას პატივს სცემს, ენას და ისტორაის ისწავლის, ჩემთვის ყველა ქართველია.

გერმანელებმა ისწავლეს საკუთარ შეცდომაზე და ყველას ვისაც გერმანული პასპორტი აქვს გერმანელებად თვლიან. არ მგონია კლოზეს, ბალაკს, ლიტბარსკის, პოდოლსკის ვინმე ეუბნებოდეს გერმანელი არ ხარო. დავიდ ოდონკორი, ბოატენგი და ჯერალდ ასამოაც კი გერმანელად ჰყავთ მიღებული. ერთადერთი მაგათთან თურქია სხვა თემა, ოზილი, გუნდოგანი და სხვები რადგან თურქები პრინციპულად ასიმილირებას არ ახდენენ გერმანიაში. არ სცემენ პატივს ადგილობრივ კულტურას და თაობების მერეც თურქებად რჩებიან. ბუნებრივია როცა თავად გაქვს გაუცხოება ერთან, თვითონაც ვერ მიგიღებენ. დანარჩენი თუნდაც ფრედი ბობიჩი ისეთივე გერმანელი თავდამსხმელია როგორც იურგენ კლინსმანი.

ჩვენც დავანებით თავი ამ რუსული საქმის კეთებას ნებსით თუ უნიბლიედ და ფაშიზმის გაღვივებას. ჩემთვის ყველა სომეხი, აზერბაიჯანელი, ბერძენი, ოსი და ა.შ ვინც ჩემ ქვეყანაშია და საქართველოს სამშობლოდ მიიჩნევს, ქართველია. არანაირად არ განსხვავდება ქართველისგან. ადამიანობას და პატრიოტიზმს კიდევ სხვა თვისებები განსაზღვრავს და არა გვარი. არ ჩამომათვლევინოთ ეხლა დიდგვაროვანი თავადი ქართველები სამშობლოს რომ ღალატობდნენ და საკუთარ გლეხებს სტამბოლის ტყვეთა ბაზარზე ყიდდნენ. ხალხო მოეშვით, მიეცით საშუალება ჩვენ მოქალაქეებს, ჩვენს ძმებს მოახდინონ სრულყოფილი ასიმილირება დანარჩენ საქართველოსთან და არ გვინდა თითის გაშვერა ვინ რა გვარია და ვის რა წარმომავლოვა აქვს. ქართველები ვართ ყველა!!!
სირცხვილია
25 აგვისტო 2020 18:50
7
საქართველოს დასაკარგი ფეხბურთელები არ ჰყავს და ვინც საქართველოშია დაბადებული გაზდილი კარგი ფეხბურთელი წარმოშობას არ აქვს მნიშვნელობა ქართველი სომეხი იქნება ქართველი აზერბაიჯანელი ქართველი ებრაელი თუ თათარი ან ქურთი ის ქართველია ჩემთვის და საქართველო ისტორიულად ყოველთვის იყოო მრავალეთნიკური სახელმწიფოო მე ვისაც ვიცნობ ასეთი წარმომავლობის ადამიანებს ყველა თავს ქართველად მიიჩნევს მაგრამ ის ლაპარაკი რო ქართველმა ქალებმა უნდა გააჩინონ ინდოელები და შავკანიანები ნაკრები ამით უნდა შევავსოთ ვისაც უნდა გააჩინოს რა პრობლემაა მარა ამას რა კავშირი აქვს ნაკრების შემადგენლობასთან ახლა დღეს ან რა აფსურდია საერთოდ ეს დამოკიდებულება ?? და ამ აბსურდს ვინ იგონებს?? თუ საფრანგეთის ნაკრებიდან გამომდინარე წერთ ამას თავისი ახსნა აქვს საფრანგეთს ძირითადად აქვს საფეხბურთო სკოლები აფრიკის ქვეყნებში და ნიჭიერი ფეხბურთელები ჩამოყავთ საფრანგეთში და ფრანგულ კლუბებში ზდიან და ისინი მერე მოქალაქები ხდებიან და ამასთან ნაკრების წევრები დიდ წილად იმიტომაც აქვთ ამ შავკანიანი ფეხბურთელების 90% ორმაგი მოქალაქეობაა. თუ საქართველოშიც გაიზდება ისეთი ნიჭიერი როგორიცა მბაპეს პოგბას მაკელელე და ა.შ რატომ არ უნდა მიიწვიო მითომეტეს იყო ერთხელ 21 წლიანებში ნაკრების წევრი შავკანიანი ფეხბურთელი მაგრამ მხოლოდ ფერის და წარმომავლობის გამო არ უნდა მოვიყვანოთ არავინ ის უნდა იყოს ნაკრების დონის.
გიორგი
25 აგვისტო 2020 18:49
4
კვარაცხელია კოსმოსია რა
ბეღურა
25 აგვისტო 2020 18:29
1
ეხლა ახალი თემა შემოაგდეს,გვარების.ვერ გავიგე რა შუაშია გვარი.წიტაიშვილი ქართული გვარია,მაგრამ მე ნავალოვსკი მირჩევნია.რადგან ამას უნდა საქართველოს ნაკრებში თამაში და იმას არა.ასე რომ მოეშვი რაღაც უაზროებებს და ძალათა პატრიოტობას.
კახა ქ.
25 აგვისტო 2020 18:20
0
ნავალოვსკის პაპის ორ ძმას,მეც ვიცნობდი,მათ პაპას კი, მამაჩემი იცნობდა.მაშინაც მხოლოდ ქართული იცოდნენ და მენტალიტეტითაც,ისინიც ისეთივე ქართველები არიან,როგორც ჩვენ.ნეტავი ქართველები იყვნენ ისეთი ქართველები,როგორებიც ისინი.თვითონ გიორგისაც არ ეტყობოდა,რომ სულსა და გულს დებდა ნაკრებში?
სოსო
25 აგვისტო 2020 22:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული