ჩრდილომაკედონიელები თბილისში იმედიანად მოდიან

AutoSharing Option
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ერთა ლიგის მომავალ გათამაშებაზე 5 სექტემბერს სომხეთს უმასპინძლებს, ხოლო 8 სექტემბერს თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ შემადგენლობა დაასახელა და დანანებით აღნიშნა, რომ ტრავმის გამო ნახევარმცველი ტიხომირ კოსტადინოვი (რუჟემბეროკი) ვერ დაეხმარება, შესაძლოა გარემარბი დანილ ავრამოვსკიც (კაიზერისპორი) დააკლდეთ, თუმცა მასაც უხმო.

ანგელოვსკიმ თქვა, რომ ის ფეხბურთელები გამოიძახა, რომლებმაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შესანიშნავ შედეგებს მიაღწიეს, ოპტიმისტურად არიან განწყობილი და მთავარი ერთა ლიგაზე 8 ოქტომბერს კოსოვოსთან დაპირისპირებაა. ის თავისი ნაკრების შეკრებას 31 აგვისტოს სკოპიეში დაიწყებს.

მეკარეები: სტოლე
დიმიტრიევსკი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), დეიან ილიევი (არსენალი, ინგლისი), დამიან შიშკოვსკი (დოქსა, კვიპროსი)

მცველები: ვისარ მუსლიუ (ფეჰერვარი, უნგრეთი), ეზგონ ბეიტულაი (შკენდია), სტეფან რისტოვსკი (სპორტინგი, პორტუგალია), კირე რისტევსკი (დოჟა, უნგრეთი), დარკო ველკოვსკი (რიეკა, ხორვატია), გოიკო ზაიკოვი (შარლერუა, ბელგია), კრისტიან ტოშევსკი (ტირანა, ალბანეთი)

ნახევარმცველები: ენის ბარდი (ლევანტე, ესპანეთი), ადრიან ადემი (დინამო, ხორვატია), ბობან ნიკოლოვი (ფეჰერვარი, უნგრეთი), ეზგან ალიოსკი (ლიდსი, ინგლისი), სტეფან სპიროვსკი (აეკ, კვიპროსი), ელიფ ელმასი (ნაპოლი, იტალია), დანიელ ავრამოვსკი (კაისერი, თურქეთი)

თავდამსხმელები: გორან პანდევი (ჯენოა, იტალია), ივან ტრიჩკოვსკი (აეკ, კვიპროსი), ალექსანდრ ტრაიკოვსკი (მალიორკა, ესპანეთი), ილია ნესტოროვსკი (უდინეზე, იტალია), კრსტე ველკოსკი (სარაევო, ბოსნია), ვლატკო სტოიანოვსკი (შამბრი, საფრანგეთი)

მკითხველის კომენტარები / 8 /
ძან ძლიერი ნაკრები ყავს მაკედონიას ფიზიკურადაც მაგრად არიან ჩვენი შანსი ჩვენი კედლები თუა მეტი არაფერი .
goga
29 აგვისტო 2020 22:14
12
რა ნახევარფინალი,ᲔრᲗალიგის ქვეჯგუფᲨი ვეᲗამაᲨებიᲗ სექტემბერᲨი ჯერ. ეგ Მერე ჯერ Თუ ბელორუსია გავიარეᲗ ᲨეიᲫლება მერე ᲨევხვდეᲗ ეგენი Თუ კოსოვოს გაივლიაბ...
ზურა
29 აგვისტო 2020 21:47
4
რაღაც ძან მაგარი სასტავი არ ყავს. ტოპ 5 ჩემპიონატების ქვედა ნაწილის გუნდებში ყავთ რამოდენიმე ფეხბურთელი. ბევრად კარგი ნაკრებები გაგვიშვია თბილისიდან გაწბილებულები. მაკედონიასთან და კოსოვოსთან 60/40 ჩვენს სასარგებლოდ
გოგა
29 აგვისტო 2020 20:59
1
წინასწარ ბაქიბუქი არ არის საჭირო, ჯერ ფინალამდე მივიდეთ!!! წარმატებები!!! იქნებ ნაკრებმა მაინც გადაფაროს საბურთალოს შარშანდელი და დინამოს წლევანდელი “მიღწევები”
!!!
29 აგვისტო 2020 20:08
0
ჩრდილო მაკედონია საკმაოდ ძლიერი ნაკრები ჩანს.
ჩემი აზრით კოსოვოზე ძლიერი ნაკრებიცა 6-7 ფეხბურთელი ჰყავთ ევროპის ტოპ 5 ლიგაში.
მაკედონიასთან შეხვედრაში გამოჩნდება საქართველოს ნაკრები Dრეს რა დონეზე და როგორ ფორმაში არიან ფეხბურთელები.
ასე,რომ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია.

პ.ს მაკედონიას და კოსოვოს ამდენი ფეხბურთელები ჰყავთ ევროპის ტოპ 5 ლიგებში და საქართველოს ერთი ფეხბურთელიც არ ჰყავს ძალიან სამწუხაროა ეს ამაბავი.
მე ვერავინ დამაჯერებს იმას, რომ ან კოსოვოს ან მაკედონის ფეხბურთს უფრო მეტი ფული აქვს და იქ უფრო ნიჭიერები იბადებიან ვიდრე საქართველოში.
ზაზა
29 აგვისტო 2020 12:16
0
1000% გეთანხმებით. არცერთი არ არის ევროკავშირის წევრი და ორივეს მოსახლეობა ერთად აღებული საქართველოს მოსახლეობის ტოლია. ე.ი. რაღაცას აკეთებენ სწორად მათი ფეხბურთის ფედერაციები, რასაც ჩვენი ფფ არ ან ვერ აკეთებს.
ლუკა
29 აგვისტო 2020 22:38
0
ფეხბურთელები იცოცხლე ნიჭიერები გვყავს მარა მათი მომზადება რატომღაც ვერ ხერხდება
შოკირებული გულშემატკივარი
29 აგვისტო 2020 20:12
0
ერთი შეხედვით ძლიერი შემადგენლობაა,მაგრამ ხასიათის გუნდია,აი ჩვენი ნაკრები რომ იყო 90-იანებში დაახლოებით ისეთი.თამაში თუარ წაუვიდათ ან პირველი ბურთი გაუშვეს წასულია ამათი საქმე.ტაქტიკურად ჭკვიანი მწვრთნელი იოლად დაამარცხებთ ამათ,ვაისმა წესით უნდა შეძლოს სწორი დასკვნების გამოტანა და თუ ესენი შეგხვდნენ ფინალში,(იმედია ჩვენც გავალთ)სახლში წესით უნდა დავამარცხოთ.
Master
29 აგვისტო 2020 11:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული