ცნობილი გახდა ნამდვილი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ დაეხმარება ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი საქართველოს ეროვნულ გუნდს ერთა ლიგის ორ უახლოეს მატჩში.
ავსტრიული მედიის ცნობით, "შტურმის" ფეხბურთელების, ოთარ კიტეიშვილისა და ფილიპ ჰასპეკის კორონავირუსზე ტესტებმა დადებითი შედეგები აჩვენა.
კიტეიშვილი ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კი გამოიძახა, მაგრამ შეკრებაზე ვერ გამოცხადდა.
"ჯვაროსნები" 5 სექტემბერს სტუმრად ესტონეთს, ხოლო 8 სექტემბერს თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.