საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩის მატჩის წინ ესტონელთა კაპიტანმა კონსტანტინ ვასილევმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
"როგორც ყოველთვის საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძლიერი და ტექნიკურად კვალიფიცირებულია. შესაძლოა, რაღაც მომენტში ცოტა ქედმაღალია. ჩვენ მათთან ადრე ვითამაშეთ და ქართული საფეხბურთო კულტურა ყოველთვის მსგავსი იყო. შეიძლება სლოვაკი მწვრთნელი ოდნავ აწონასწორებს მათ თამაშს, მაგრამ ქართველების ძლიერი მხარეები ცნობილია.
საქართველოს კოზირების გათვალისწინებით რაზე უნდა მოახდინოს ესტონეთმა ორიენტირება? თუ ბურთის ფლობას მოვახერხებთ, შეგვიძლია ქართველებს სათამაშო განწყობა გავუფუჭოთ. დაცვაში მაქსიმალურად კონცენტრირება გვმართებს.
კორონავირუსის გამო მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება, ჩვენი