საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე გათამაშება გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ესტონეთს 1:0 სძლია.

ქართველი გულშემატკივრის მოლოდინი ამ მატჩისადმი დიდი იყო და "ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ ახალგაზრდების ეიმედებოდა, სტუმართა გუნდის კაპიტანმა ვასილევმა კი აღნიშნა, რომ თუ ქედმაღალ მეტოქეს ბურთს დაუმალავდნენ, სათამაშო განწყობას წაუხდენდნენ.

დანაკლისის გათვალისწინებით ვაისმა მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა, თავიდანვე ინიციატივას დაეუფლნენ და ჩაკვეტაძის პასის შემდეგ ოქრიაშვილმა დაარტყა, მაგრამ ტამმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. საქართველოს ნაკრები გამუდმებით უტევდა, სტუმრები იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და 32-ე წუთზე კვარაცხელიას პასის შემდეგ კაჭარავამ თავურით ანგარიში გახსნა.

შესვენების
თამაში შედარებით გათანაბრდა, ნაკლებად სანახაობრივი გახდა, ესტონელებმა ლორიას კარზე უხიფათო იერიშების მიტანა დაიწყეს, 88-ე წუთზე ლობჟანიძემ ბურთი ძელს გაარტყა, ბოლოს მანვე ოდნავ ააცილა მიზანს და ჩვენმა გუნდმა ტურნირის სტარტზე სტუმრად გამარჯვება იზეიმა.

8 სექტემბერს, მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, რომელმაც პირველ ტურში სომხეთს 2:1 სძლია.

ტალინი. "ა. კოქ არენა"
ესტონეთი - საქართველო 0:1
გოლი: კაჭარავა (32)

ესტონეთი: ჰაინი, ტენისტე, მეტსი, ტამი, ვასილევი (აინსალუ 86), იარველაიდი, ოიამა, ტუნიოვი (ლიივაკი 70), კრეიდა, კაიტი, ზენიოვი (ანიაკი (70)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, კვეკვესკირი, ჯიღაური, კანკავა, ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე (ქვილითაია 78), კვარაცხელია (აბურჯანია 90+1), კაჭარავა (ლობჟანიძე 68)

მკითხველის კომენტარები / 105 /
ერთხელ ჩოხატაურის პირველობაზე ქვაბღასა და ჩხაკოურას გუნდების შეხვედრას ვუყურე.ორივე გუნდი ბევრად მაღალი კლასის ფეხბურთს თამაშობდა ვიდრე ესტონეთის ნაკრები თამაშობს.თუ გვინდა,რომ ასეთი დონის გუნდებს მაინც მოვუგოთ,ამხ. ვაისს შესვენებაზე მაინც აუკრძალეთ გასახდელში შესვლა.
დ.დ.
06 სექტემბერი 2020 00:17
23
მოკლედ არა რა ეს კაცი აზრზე არ არის როდის უნდა გააკეთოს ზამენა და ვინ უნდა გამოცვალოს.ოქრიაშვილს არაფერი არ გაუკეთებია,ბოლოს ფეხზეც ვერ იდგა და კვარა გამოცვალა.რაც შეეხება ხვიჩას.თუ კარში დარტყმა არ დაიყენა(რაც დიდი ვარჯუშის და შრომის მერე მოდის) აზრი არა აქვს მის თამაშს.თავდამსხმელია,უდავოდ ნიჭიერი და სწრაფი,ფინტავოი მაგრამ აი პრიცელი კი......წარმატებებს უსურვებ და მთელი გულით ვგულშემატკივრობ.კაკაბაძე ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს.კვეკვესკირი,გიყინა იმ დონეზე რა დონეზეც დაიწყო თამაში.ხაკვეტაძე უდავოდ ეტყობა კლასი მაგრამ შორსაა ჯერჯერობით სასურველი ფორმისგან. მთავარია ეხლა რომ რაც შეიძლება მეტი ითამაშოს.კაჭარავა სუსტია(ზივზივაძეს რატო არ იძახებს არ მესმის).ჯიღაური არ იყო ცუდი.კანკავა ნამდვილი ლიდერია.ლორია--ძალიან მეშინია მისი,რადგან ისეთი სახიფათო გამოხტომები აქვს,არაფერში რომ არ ჯდება, რომ შეიძლება გუნდს ძვირად დაუჯდეს.კვირკველია შორსაა ფორმიდან,თან ძალიან შორს.ხოჭოლავა--არი რა,არც იქით, არც აქეთ.ვაისი რომ დამთავრდება ის ორი(იმედია) მატჩი,უნდა გაუშვან ყოველ მიზეზ გარეშე.სუსტი ნწვრთნელი ძაან.აი ტულის არსენალში გამოდგება ალბათ.წარმატებები!!!
კახა ქ.
06 სექტემბერი 2020 00:00
14
ამ დონის ფეხბრთელებით რომლებიც დაბალი დონის ჩემპიონატებში თამაშობენ მეტს რას ელოდებით.ყაზახეთის საშუალო გუნდიდან რომ ნახევარდაცვის ცენტრში ორი ფეხბურთელი გეყოლება თან გადაბერებული გინდათ რომ გუნდმა მაგრათ ითამაშოს? მთელი ტვირთი გვინდა ავკიდოთ ორ ახალგაზრდას 21 წლის ჩაკვეტაეს და 19 წლის კვარაცხელიას ასეთი რამე სადმე თუ მომხდარა.სანამ ტოპ ჩემპიონატში მოთამაშე რამდენიმე ფეხბურთელი მაინც არ გვეყოლება არაფერი გამოვა.
ჭ კლასში ვართ ხალხო
06 სექტემბერი 2020 11:24
10
კანკავაზე მაგას როგორ ამბობ!!! კაცი ბურჯია ნაკრების, 90 წთ არ გაჩერებულა, შავ საქმეს აკეთებს უამრავს!!! მოტივატრია მთელი გუნდის!!! ვინც ამას ვერ ხედავს , ართკაც ჭ კლასშია ჩარჩენილი!!! ბიჭებნა გუშინ ყვეკაფერი დატოვეს მოედანზე!!! მადლობა ნაკრებს!!!
დათო
06 სექტემბერი 2020 14:04
3
ვულოცავ ყველას მარა ძალიან გაჭირდება სხვა თამაშებში!!
ზაზა
05 სექტემბერი 2020 22:59
2
მარცხენა მხარე საერთოდ არ იყო. ეს არის ხვიჩას პოზიცია.გამოსაძახებელია ცენტრი ,ყაზახეთში რომ თამაშობს, ლობჯანიძეა მგონი. მოკლედ პრობლემებია თავდასხმაში. შეცვლებს , როგორც ყოველთვის აგვიანებს ვაისი. ამ თამაშით შორს ვერ წავალთ
თამაზი
06 სექტემბერი 2020 00:20
14
ცხადაძე დააბრუნეთ ნაკრებში თქვე შაკალებო არ იცის ამ კაცმა ბიჭების დაქოქვა და დამუხტვა და რა გაატრაკეთ საქმე ცხადაძე ქთამაშებდ ჟილკით და თავდადებით მოიხმეთ ჭკუა და ცხადაძე დააბრუნეთ
Gaguuuu
05 სექტემბერი 2020 23:38
29
პლუსები
ა) ჯაბა კანკავამ გამაკვირვა სასიამოვნოდ. ასაკის მიუხედავად ისევ ჯანზეა და და დანარჩენებზე ნაკლებს არ მოძრაობს
ბ) ერთი მწვრთნელის ხელში რომ არის ნაკრები უკვე დიდი ხანია, ეგეც ემჩნევა გუნდს. ერთი ხელწერა აქვს უკვე გარკვეულწილად და ფლანგიდან ჩასაწოდებლად გასვლა დამუღამებული აქვთ. შეთამაშებული კომობინაციაა

მინუსები
ა) ზოგიერთი ფეხბურთელი გვარს არ დავასახელებ, ნამეტანი მეტს აკეთებდნენ ტექნიკის დემონსტრირებას მეორე ტაიმში, არა და ანგარიში სახიფათო იყო
ბ) ზოგადად ყველა ზედმეტად თავდაჯერებული იყო და ქუსლებით უაზროდ ბევრი პასი გააკეთეს. ამის გამო დაგვსჯის ოდნავ მაღალი კლასის გუნდი. დღესაც შეიძლებოდა დავსჯილიყავით, ერთ მომენტში მეკარეს მისცეს ცენტრიდან ქუსლით და ლამის მოხვდა ესტონელს
პლუს მინუსები
05 სექტემბერი 2020 23:23
12
კარგია კვარაცხელია კაკაბაძე და ვერ ითამაშა ჩაკვეტაძემ სამაგიეროდ ლობჟანიძე კარგად ჩაერთო დაყენებული დარტყმით და ცუდია გოლის გამტანს კომენტატორი მოუქნელს რო ეძახის და ოქრიაშვილი დაიღალა
შოკირებული გულშემატკივარი
05 სექტემბერი 2020 23:00
2
მართალია თამაშში ერთადერთი გოლის გამტანი მატჩის გმირია!
მამუკა
06 სექტემბერი 2020 00:04
0
აქამდე დაცვის რგოლი გვყავდა ძალიან საიმედო და დღეს გამოჩნდა რო სერიოზული პრობლემები გვაქ. გვილია აშკარად დაგვაკლდა ამ თამაშში, ვაისზე აღარაფერს ვიტყვი. / ისე კი მგონია რო ნაკრებში არველაძის ეპოქა ახლოვდება, შოთის მოუწევს ნაკრებში დაბრუნება ადრე თუ გვიან
Vasili
06 სექტემბერი 2020 02:33
11
მადლობა ბიჭებს, კლასით მოიგკს მაგრამ ამ თამაშით მაკედონიაც კლასით მოგვიგებს, იმედია შეთამაშდებიან დთ ვაისიც გამოფხიზლდება ოქრიაშვილი სანამ მართლა მაგარ ფორმაში არ იქნება ჯობია სათადარიგო იყოს, ისე მადლობა ვაისს, ანანიძე არ გამოიძახა
ზორბეგი
05 სექტემბერი 2020 22:47
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული