საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე გათამაშება გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ესტონეთს 1:0 სძლია.

ქართველი გულშემატკივრის მოლოდინი ამ მატჩისადმი დიდი იყო და "ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ ახალგაზრდების ეიმედებოდა, სტუმართა გუნდის კაპიტანმა ვასილევმა კი აღნიშნა, რომ თუ ქედმაღალ მეტოქეს ბურთს დაუმალავდნენ, სათამაშო განწყობას წაუხდენდნენ.

დანაკლისის გათვალისწინებით ვაისმა მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა, თავიდანვე ინიციატივას დაეუფლნენ და ჩაკვეტაძის პასის შემდეგ ოქრიაშვილმა დაარტყა, მაგრამ ტამმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. საქართველოს ნაკრები გამუდმებით უტევდა, სტუმრები იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და 32-ე წუთზე კვარაცხელიას პასის შემდეგ კაჭარავამ თავურით ანგარიში გახსნა.

შესვენების
თამაში შედარებით გათანაბრდა, ნაკლებად სანახაობრივი გახდა, ესტონელებმა ლორიას კარზე უხიფათო იერიშების მიტანა დაიწყეს, 88-ე წუთზე ლობჟანიძემ ბურთი ძელს გაარტყა, ბოლოს მანვე ოდნავ ააცილა მიზანს და ჩვენმა გუნდმა ტურნირის სტარტზე სტუმრად გამარჯვება იზეიმა.

8 სექტემბერს, მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, რომელმაც პირველ ტურში სომხეთს 2:1 სძლია.

ტალინი. "ა. კოქ არენა"
ესტონეთი - საქართველო 0:1
გოლი: კაჭარავა (32)

ესტონეთი: ჰაინი, ტენისტე, მეტსი, ტამი, ვასილევი (აინსალუ 86), იარველაიდი, ოიამა, ტუნიოვი (ლიივაკი 70), კრეიდა, კაიტი, ზენიოვი (ანიაკი (70)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, კვეკვესკირი, ჯიღაური, კანკავა, ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე (ქვილითაია 78), კვარაცხელია (აბურჯანია 90+1), კაჭარავა (ლობჟანიძე 68)

მკითხველის კომენტარები / 105 /
რაც არ უნდა მეტოქე გვყავდეს ტაიმებს განსხვავებულად ვთამაშობთ.
ძალიან პრაგმატული (უღიმღამო) მეორე ტაიმი ითამაშეს და ბოლოს წუთზე სხვა გუნდი დგვჟიდდა ჯარიმიდან. კვარაცხელიას და ოქრიაშვილს თამაშის მიმდინარეობისას ფლანგები უნდა ეცვალათ და მეტი ხიფათი შეიქმნენოდა.
rati 74
05 სექტემბერი 2020 22:51
1
ერთი კტარი და მეორე უფრო კტარი
კტარი
05 სექტემბერი 2020 22:49
12
ერთი კტარი და მეორე უფრო კტარი
კტარი
05 სექტემბერი 2020 22:49
9
მადლობა ბიჭებს, კლასით მოიგკს მაგრამ ამ თამაშით მაკედონიაც კლასით მოგვიგებს, იმედია შეთამაშდებიან დთ ვაისიც გამოფხიზლდება ოქრიაშვილი სანამ მართლა მაგარ ფორმაში არ იქნება ჯობია სათადარიგო იყოს, ისე მადლობა ვაისს, ანანიძე არ გამოიძახა
ზორბეგი
05 სექტემბერი 2020 22:47
7
8 თვის მერე პირველი თამაში ძნელია, შეთამაშებაც ჭირდებათ, ბელარუსამდე იმედია დალაგდებიან.. დავითაშვილის ნახვაც საინტერესო იქნებოდა საქმეში
შოთა
05 სექტემბერი 2020 22:39
1
მწვრთნელის ხელი საერთოდ არ ეტყობა ნაკრებს
გიორგი გორგაძე
05 სექტემბერი 2020 22:36
22
კვარაცკელია მარჯვენა ფლანგზე, და დავიტასჰვილის უტამასჰებლობა ეს სჰედომაა
mamuka pirtakhiya
05 სექტემბერი 2020 23:18
2
სამაგიეროდ შენ გეტყობა რომ ფეხბურთის ექსპერტი ხარ
:-)
05 სექტემბერი 2020 22:51
5
აშკარად აკლია შეთამაშება ნაკრებს და ვაისი რას აკეთებს ამ დროს არ ვიცი! წელიწადში ორჯერ კრიბავს ბიჭებს!
მწრთვნელი
05 სექტემბერი 2020 22:34
10
პირველლი თამაშის და გასვლის ფონზე კარგი შეხვედრა ჩატარეს ბიჭებმა დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ზოგმა ჩამოსვლაც ვერ შეძლო, პლუს ხანმოკლე შეკრება!!! განსაკუთრებით პირველი ტაიმი ჩაატარეს კარგად!!! გრძელი პასი, პრესინგი, ტექნიკა კარგ დონეზე იყო!!! რაც ყველაზე უფრო მომეწონა 90 წთ-ის განმავლობაში. ყველა ბოლომდე დაიხარჯა და ფიზიკურად ნორმალურად გამოიყურებოდნენ!!! ყოჩაღ და ადლობა ბიჭებს და გილოცავთ გულშემატკივრებს!!!
დათო
05 სექტემბერი 2020 22:29
7
კვარაა ყოჩაღ!
c
05 სექტემბერი 2020 22:28
0
გილოცავთ ქართველებო და მრავალი გამარჯვება მიგველოცოს ერთმანეთისთვის...
მევარმე
05 სექტემბერი 2020 22:28
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული