საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე გათამაშება გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ესტონეთს 1:0 სძლია.

ქართველი გულშემატკივრის მოლოდინი ამ მატჩისადმი დიდი იყო და "ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ ახალგაზრდების ეიმედებოდა, სტუმართა გუნდის კაპიტანმა ვასილევმა კი აღნიშნა, რომ თუ ქედმაღალ მეტოქეს ბურთს დაუმალავდნენ, სათამაშო განწყობას წაუხდენდნენ.

დანაკლისის გათვალისწინებით ვაისმა მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა, თავიდანვე ინიციატივას დაეუფლნენ და ჩაკვეტაძის პასის შემდეგ ოქრიაშვილმა დაარტყა, მაგრამ ტამმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. საქართველოს ნაკრები გამუდმებით უტევდა, სტუმრები იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და 32-ე წუთზე კვარაცხელიას პასის შემდეგ კაჭარავამ თავურით ანგარიში გახსნა.

შესვენების
თამაში შედარებით გათანაბრდა, ნაკლებად სანახაობრივი გახდა, ესტონელებმა ლორიას კარზე უხიფათო იერიშების მიტანა დაიწყეს, 88-ე წუთზე ლობჟანიძემ ბურთი ძელს გაარტყა, ბოლოს მანვე ოდნავ ააცილა მიზანს და ჩვენმა გუნდმა ტურნირის სტარტზე სტუმრად გამარჯვება იზეიმა.

8 სექტემბერს, მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, რომელმაც პირველ ტურში სომხეთს 2:1 სძლია.

ტალინი. "ა. კოქ არენა"
ესტონეთი - საქართველო 0:1
გოლი: კაჭარავა (32)

ესტონეთი: ჰაინი, ტენისტე, მეტსი, ტამი, ვასილევი (აინსალუ 86), იარველაიდი, ოიამა, ტუნიოვი (ლიივაკი 70), კრეიდა, კაიტი, ზენიოვი (ანიაკი (70)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, კვეკვესკირი, ჯიღაური, კანკავა, ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე (ქვილითაია 78), კვარაცხელია (აბურჯანია 90+1), კაჭარავა (ლობჟანიძე 68)

მკითხველის კომენტარები / 105 /
ესეთი ფეხბურთით მაკედონია კი არა გიბრალტარიც დაგვახევს ბურთს თავზე!
koki
05 სექტემბერი 2020 22:28
46
მოგება კარგია,მაგრამ ასეთი თამაშით სხვას ვის უნდა მოუგონ არ ვიცი
ნუკრი
05 სექტემბერი 2020 22:27
15
დავითაშვილი ათამაშეთ ოქრიაშვილის ადგილას. ორქიმ ამოწურა თავისი რესურსი.
საქართველო
05 სექტემბერი 2020 22:25
14
კვარა რო არ ყოფილიყო რას ვიზამდით ფრე ალბათ
კვარა
05 სექტემბერი 2020 22:24
10
ყველა კვარაცხელიას დონის ვერ იქნება არაუშავს ყაზაიშვილი დაემატება და კიტეიშვილი და რაღაც გამოიძერწება.ც ლიგის გუნდივართ და ეხლა მოდიან კარგი ბიჭები.
zaza
05 სექტემბერი 2020 22:21
2
მთელი საქართველო ფეხბურთს უყურებთ და ვინმემ ამიხსენით მწვრთნელი ყავს ჩვენს ნაკრებს?? თუ ყავს რაში გამოიხატება ხო არ ჯობია საერთოდ მწვრთნელის გარეშე ითამაშონ?
mirza
05 სექტემბერი 2020 22:19
20
კვარაცხელიამ გაკეთა თამაში.
გოგა
05 სექტემბერი 2020 22:17
0
კვარაცხელია კარგია, ასევე ჯიღაურიც, ოქრი მონდომებულია, კანკავაც. რაც შეეხება ჩაკვე არაა ფორმში, კაკაბაძესაც ბევრჯერ გაექცა მეურვე. გოლის მიუხედავად კაჭარავა მგონია, რომ ძალიან სუსუტია, არასაიმედოდ გამოიყურება ხოჭოლავაც.
ანუ მწვრთნელს ბევრი აქვს საფიქრალი. შეეძლო დავითაშვილიც შემოეყვანა.
ქომაგი
05 სექტემბერი 2020 22:17
5
ხვიჩა მარჯვენა ფლანგიდანაც კარგად თამაშობს და ეს გამოჩნდა კიდეც,სხვები კი მარჯვნიდან სუსტები არიან.ცენტრალური თავდამსხმელის პრობლემა გვაქვს ძალიან მწვავედ და დაცვაში გვაქვს ძალიან დიდი პრობლემები.ჯაბა მთელი თამაში დიდებული იყო,მაგრამ ბოლო წამზე ნერვებმა უღალატა და გაფრთხილებასთან ერთად,ძალიან სახიფათო ჯარიმაც,სულ ტყუილად აიკიდა.მეორე გოლზე რომ გვეთამაშა,ბოლოსკენ ასეთი დაძაბულობა აღარ შეგვექმნებოდა.
სოსო
05 სექტემბერი 2020 22:53
1
რაიო, რაიო?
იდალგო
05 სექტემბერი 2020 22:10
5
კაჭარავა ზარალაა-თქო რომ ვთქვა, გოლი შეაგდოო მეტყვიან. არადა თავიდანვე ლობჟანიძე რომ დაეყენებინა პირველ ტაიმს დიდი ანგარიშით მოუგებდით. ძურიკო დავითაშვილი მეორე ტაიმში მაინც უნდა შეეყვანა...მოკლედ მოკალი ეს კაცი და შესვენებაზე შეცვლას არ გააკეთებს.ესტონოლების შემტევებიდან გამომდინარე დაცვაზე სათქმელი ერთია მხოლოდ. არ ვიცი შეიძლება მომეჩვენა, მაგრამჩვენ კართან სტანდარტულების დროს მგონი პანიკაში იყვნენ.
emigranti
05 სექტემბერი 2020 22:10
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული