ესტონელთა მწვრთნელი: ცუდად ვითამაშეთ - სომხეთთან ბევრ ფეხბურთელს გამოვცვლი

AutoSharing Option
ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს (0:1) ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ესტონელთა მწვრთნელმა კარელ ვოოლაიდმა შემდეგი განაცხადა:

"პირველი ტაიმი რთული იყო, რადგან თამაშის რიტმში კარგად ვერ შევედით. 1-2-3 პასის მერე ბურთს ვკარგავდით.

მეორე ტაიმში მოწინააღმდეგე მომენტს ელოდა, ჩვენ კი უფრო თვითდაჯერებულები გავხდით და დაცვაშიც უკეთ ვითამაშეთ.

ეპიზოდური მომენტები გვქონდა, როდესაც პასებით გარღვევაზე გასვლას ვცდილობდით, მაგრამ წინ არავინ იხსნებოდა.

სომხეთთან აუცილებლად ბევრ ცვლილებას განვახორციელებ, რადგან არა გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც 3 დღეში ორი მატჩის ჩატარება სრულად შეუძლიათ. შეგვიძლია წავიდეთ და თავისუფლად ვითამაშოთ.
ბალანსის ძიება მომიწია და ასე ცუდად თამაშის უფლება საკუთარ თავს არ უნდა მივცეთ".

მკითხველის კომენტარები / 4 /
არაა ფეხბურთი თქვენი საქმე!)
ლევანი
12:59 06-09-2020
1
სომხეთთან წარმატებებს გისურვებთ
დავით 67
01:47 06-09-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული