ვაისი: კვარაცხელიას შეუძლია დიდი ფეხბურთელი გახდეს

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ესტონეთთთან მოგების (1:0) შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია აქო:

"კვარაცხელია დიდი ტალანტია. ის დღეს მართლაც საუკეთესო იყო, თუმცა რაც რუსეთის პრემიერლიგაში აჩვენა, იმის მერე ეს გასაკვირი არ გახლდათ. იმედი მაქვს, რომ გიორგი ქინქლაძის, ლევან კობიაშვილისა და შოთა არველაძესავით დიდი ფეხბურთელი გახდება. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. გუნდი მას გულშემატკივრობს.

ტურნირის პირველ შეხვედრაში 3 ქულის აღებით კმაყოფილები ვართ. მატჩის წინ ცოტა ვნერვიულობდი, ვინაიდან ზოგიერთ ფეხბურთელს კლუბში სათანადო სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა, მაგრამ დღეს მოედანზე ჩვენ უკეთესი გუნდი
ვიყავით. მეორე გოლის გასატანად და მატჩის ბედის გადასაწყვეტად 3-4 კარგი მომენტი შევქმენით.

აგრეთვე ძალიან გამიხარდა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კაჭარავამ გაიტანა. ის კლუბშიც და ნაკრებშიც ბევრს მუშაობდა. პირველი შეხვედრა ნებისმიერ ტურნირზე ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია, ჩრდილოეთ მაკედონიასთანაც ასევე ვითამაშებთ".

მკითხველის კომენტარები / 55 /
ვაისზე მეტი მიღწევა ქართველი მწვრთვნელებისგან მხოლოდ ახალკაცს ქონდა, ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა, კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში, ალბათ რაღაც ესმის ფეხბურთის.
ზვიო
06 სექტემბერი 2020 13:35
12
კვარაცხელია დიდი ტალანტია ,უბრალოდ დაღვინება აკლია. დამაგვირგვინებელ ფაზაში , რასაც დრო და გამოცდილება მოიტანს.წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს .2021 წელს ევროპის ჩემპიონატზე ერთად . .. :)
ლაციო
06 სექტემბერი 2020 23:27
0
პირველ რიგში გილოცავთ! არ წამიკითხია ჯერ კომენტარები, მაგრამ... "ასე თუ ვეთამაშებით ჩრდილოეთ მაკედონიას" როგორც თქვენ თქვით ბატონო ვაის - უპირობოთ დავმარცხდებით. თქვენი ძალიან მომწონხართ პიროვნულად, მიხარია ეს მოგებაც , უბრალოდ მინდა გითხრათ რასაც ვფიქრობ. ყველაზე კურიზული ისაა, რომ ჩვენ ცუდად ვითამაშეთ. კვარაცხელიას ხარჯზე მოძრაობდა ნაკრები. ეს ყველამ ნახა. ამიტომ მაკედონიასთანაც მხოლოდ იგივეს მოლოდინი მწვრთნელისგან უბრალოდ არაადეკვატურობა იქნება. დასკვნების გაკეთებაა საჭირო. რადგან ჩვენ ქვეყანაში ობიექტური კრიტიკა არ არის, თქვენ ადგილას წავკითხავდი ხოლმე ყველა კომენტარს, ესეც საქმეა , რომ გვერდიდან შეხედოთ როგორ აღიქმება ასეთი თამაშები. არ შეიძლება ჩაკვეტაძის გამთამაშებლად დაეყენება. ყოველ შემძთხვევაში ჯერ მაინც. ამითი მარცხენა ფლანგსაც და ცენრსაც ვკარგავთ. ამ ფორმაციაში გამთამაშებელი ცხადია ოქრიაშვილია. ჩაკვე კი უმაგრესად ხედავს მოედანს, გრძნობს ტემპს და ასე . შ, მაგრამ ამ ფუნქციით თქვენ მას დღეს ანეიტრალებთ, რადგან საკუთარ შეტევებზე აღარ რჩება ენერგია ამდენი ხნის უთამაშებლობის მერე. ჩვენ მეორე ფლანგი დავკარგეთ რეალურად, უბრალოდ ეს არ ჩანდა ესტონეთთან. რა უნდა მარცხენა ფლანგზე ჯიღაურს, ბოდიში მას, ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ როცა გყავს ფლანგზე ჩაკვეტაძე და კვარაცხელია , რატომ აუქმებ ერთ ფლანგს? ჯიღაურის გამოყენება სხვაგან შეიძლება თუ რამეა. ჩვენმა ნაკრებმა კარგად არ ითამაშა, უბრალოდ ჩვენი ფეხბურთელები ერთი თავით მაღლა იდგნენ ესტონელებზე. და რაც კარგი ქენით ესაა პრესინგი ბატონო ვლადიმერ, შემართება და განწყობა რომ მოიტანეთ ნაკრებში, ამას არ გიკარგავთ, ასევე დროული შეცვლა გუშინ, ამისთვისაც მადლობა!!! კარგ დროს გაოცვალეთ ბიჭები, პირველად დიდი ხნის შემდეგ :) ლობჟანიძე კარგად ჩაერთო. წარმატებები ჩვენ ნაკრებს და თქვენ, უბრალოდ ჩაკვეტაძეს და ოქრიაშვილს ნუ გაანეიტრალეთ უნებურად, თავ-თავიანთ კოზირებს ნუ მოაშორებთ. პ.ს. შემადგენლობა რომ წავიკითხე იმ წამსვე მომხდვა ჯიღაური. რომელიც უნდ აიყოს ნაკრებში, მაგრამ ამ ეტაპზე ძირითადის ფეხბურთელი ვერ არის. ნებისმიერი იმ სამიდან , რომელიც შემოვიდა ამ წუთას უფრო იმსახურებს ძირითადს და ეს შეტევაში კვარას, ოქრის და ჩაკვესთვის იმპროვიზაციისათვის მეტი საშუალების მიმცემი იქნებოდა. თუ კიდევ დაბლოკავთ , გადაირქვით ოლბლოკ.ჯი
გადასარევი გიორგი
06 სექტემბერი 2020 12:50
3
უნამუსო საზიზღარი ხალხი ხართ მე მცხვენია რაფერი ა თქვენს მაგივრად საკუთარი წვეყნის მაძაგრბლები აჩვეულებრივი ფეხბურთის და ერიდ მტერები ხართ არაფერი თქვენ არ მოგწონთ სამარცხვინოებო რა უნდა წაიკითღოს ვაიდმა თქვენი კომენტარებიი მოკვდება სიცილით გცხვენოდეთ ყველაფრის მცოდნეებო
ზაზა
06 სექტემბერი 2020 16:46
6
დაცვა-სავალალოა-ვერ გაძლებს მაკედონიასთან-რა კვრიკველია და რა ხოჭოლავა--ზანტები არიან.იქნებ მართლა კობახიძემ ივარგოს-ეგეც მეეჭვეება.
ვაჟა
06 სექტემბერი 2020 09:12
6
ვფიქრობ შენგელიასთან ერთად ნაკრები უფრო მეტ შედეგს აჩვენებდა ჩემის აზრით,ყველა შემთხვევაში ბრავო ჩვენს გუნდს
ბაჩი
06 სექტემბერი 2020 02:57
22
ბელორუსები ბურთს თავზე გადაგვახევენ! სუსტი ნაკრებია თავისი მწვრთნელით!
david
06 სექტემბერი 2020 14:02
36
არ გადაღუნონ. რა ბელარუსი რის ბელარუსი??? საზიზღარი გუნდია
Emre
06 სექტემბერი 2020 14:11
1
უფრო ძლიერი ნაკრები უფრო ძლიერი მწვრთნელით როდის იყო? ცალკეულ (1-2) ფეხბურთელს არ ვდულისხმობ.

რა შედეგები ჰქონდათ იმ ძლიერ მწვრთელებს?
იდალგო
06 სექტემბერი 2020 14:22
2
მარცხენა ფრთა: 1 ნომერი კვარაცხელია, მეორე ჩაკვეტაძე. მარჯვენა: 1 ოქრიაშვილი, მეორე შენგელია. ცენტრი: პირველი ნომერი დავითაშვილი, მეორე შეიძლება იყოს ლობჟანიძეც, ოქრიაშვილიც, ჩაკვეტაძე. ამ სიტუაციაში გვეირდება მაღალი და ძალისმიერი თავდამსხმელი, ეგაა კაჭარავა ან ქვილითაია
ზიზ
06 სექტემბერი 2020 09:36
8
ამათ რომ მოუგებდით ვიცოდი, მარა ეხლა უკვე დროა ინგლისის ნაკრები დავიხიოთ, ინგლისი თუ არა მანგლისი, ან ახალქალაქი მაინც თორემ, თუ ერთხელ წააგეს, მერე მიეჩვევიან და ძუნძულიც ეზარებათ ხოლმე.
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო
06 სექტემბერი 2020 18:05
13
ინგლისი "დავიხიოთ"? აბათ, გინდოდათ გეთქვათ "წამოვიხიოთ' ან "გავხიოთ" ?

ქართულად ასე ითქმის სწორად და გამართულად, არა?
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
06 სექტემბერი 2020 18:48
4
შენ ნაკრებში ლიდერობა ბევრს არ ნიშნავს, არც " რუბინია" კრიტერიუმი, მთელი თავისი рпл-ით. დიდი ფეხბურთელი იცი სად და როგორ ჩანს,
ლაშა
06 სექტემბერი 2020 09:48
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული