ვაისი: კვარაცხელიას შეუძლია დიდი ფეხბურთელი გახდეს

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ესტონეთთთან მოგების (1:0) შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია აქო:

"კვარაცხელია დიდი ტალანტია. ის დღეს მართლაც საუკეთესო იყო, თუმცა რაც რუსეთის პრემიერლიგაში აჩვენა, იმის მერე ეს გასაკვირი არ გახლდათ. იმედი მაქვს, რომ გიორგი ქინქლაძის, ლევან კობიაშვილისა და შოთა არველაძესავით დიდი ფეხბურთელი გახდება. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. გუნდი მას გულშემატკივრობს.

ტურნირის პირველ შეხვედრაში 3 ქულის აღებით კმაყოფილები ვართ. მატჩის წინ ცოტა ვნერვიულობდი, ვინაიდან ზოგიერთ ფეხბურთელს კლუბში სათანადო სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა, მაგრამ დღეს მოედანზე ჩვენ უკეთესი გუნდი
ვიყავით. მეორე გოლის გასატანად და მატჩის ბედის გადასაწყვეტად 3-4 კარგი მომენტი შევქმენით.

აგრეთვე ძალიან გამიხარდა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კაჭარავამ გაიტანა. ის კლუბშიც და ნაკრებშიც ბევრს მუშაობდა. პირველი შეხვედრა ნებისმიერ ტურნირზე ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია, ჩრდილოეთ მაკედონიასთანაც ასევე ვითამაშებთ".

მკითხველის კომენტარები / 55 /
რომას ვეთანხმები ერთი თამაშით არ ისაზღვრება მთელი ტური ჯობია რაღაც კოზირი შემდეგი თამაშისთვის გვქონდეს და ეს დავითაშვილი იქნება და კიდევ რაღაც გადაადგილება იქნება ასე ჯობს რომ გავაგრძელოთ და შედეგი აუცილებლათ მოვა
Gio
06 სექტემბერი 2020 10:05
1
ვაისი ყოველთვის უაზრო ცვლილებებს აკეთებს ხოლმე, გუშინაც ასე გააკეთა.
მოკლედ კვარაცხელიას იმედზე უნდა ვიყოთ, ჩაკვეტაძეც მოუმატებს იმედია.
gio
06 სექტემბერი 2020 09:31
5
გაფრთხილებთ! ეგ სი.ი შესვენებისას გასახდელში არ შეუშვათ!
დ.დ.
06 სექტემბერი 2020 00:46
17
პირველ რიგში მოვულოცოთ! პირველად მოუგეს ესტონეთში.აგრესიული კრიტიკოსების მართლა და მიკვირს.შეეჩვიეთ ბოლოს და ბოლოს,რომ ,ჭ, კლასის გუნდებს ბევრი ,ა, კლასის ნაკრები გაუმწარებიათ,მათ შორისაა ესტონეთის ნაკრებიც..ვაისის გადაწყვეტილება ვერ გავიგე ზურიკოს მხრივ.ან ახალგაზრდულებს რას ,,წაართვა,, ან რატომ არ ათამაშა?
ელდარი
06 სექტემბერი 2020 11:45
2
მე მგონი ვაისს თამაშის ობიექტური ანალიზის უნარი არ გააჩნია, თვითკრიტიკაზე აღარ ვლაპარაკობ.აქვე ხაზგასასმელია ასეთ მეტოქესთან ელემენტარულ სიტუაციებში ზოგიერთი ფეხბურთელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ბურთის დაკარგვა, ყველაფერს მწვრთნელს ვერ დააბრალებ.(ღმერთმა ქნას ვცდებოდე ...) სამწუხაროდ ბევრი გულშემათკივარი მხოლოდ ამ სუსტ გუნდთან მიღწეული მინიმალური გამარჯვებით კმაყოფილდება და თამაშის ხარისხს ყურადღებას არ აქცევს .მაინც მინდა იმედი ვიქონიო შეთამაშდებიან,საკუთარი თავის რწმენა გაუჩნდებათ და მანდრაჟით აღარ ითამაშებენ. თუმცა ამას კარგი მწვრთნელი და დრო სჭირდება...
პეტრე
06 სექტემბერი 2020 11:41
3
ვაისზე მეტი მიღწევა ქართველი მწვრთვნელებისგან მხოლოდ ახალკაცს ქონდა, ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა, კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში, ალბათ რაღაც ესმის ფეხბურთის.
ზვიო
06 სექტემბერი 2020 12:44
4
ახალგაზრდებს დასვენებულებს ათამაშებს თორე 2 თამაშს ჩენები ვერ ქაჩავენ
შოკირებული გულშემატკივარი
06 სექტემბერი 2020 10:18
0
ოქრიაშვილი ვერ ამწვავებს შეტევებს ტექნიკურია მაგრამ ერთ ადგილზე ტრიალებს ,ვფიქრობ საბა ლობჟანიძე, დავითაშვილი მეტად გაამწვავებდნენ შეტევებს ჩაკვე კარგია მაგრამ შენელებული კადრივითაა ფორმაში აშკარად არაა. კვარაცხელიას ყოჩაღ მართლაც ბევრი იშრომა და საუკეთესო იყო,მე როგორც გულშემატკივარმა ასე დავინახე და ვაისი იმედია უკეთესად დაინახავს ვის ეკუთვნის ძირითადი ამ ეტაპზე
გიორგი კაჭკაჭიშვილი
06 სექტემბერი 2020 01:38
3
ამას ვინაც მწვრთნელობა დააბრა და მერე მოიწვია ნაკრებში.....ამისანა და ამაზე უკეთესი მწვრთნელები საქართველოშიც მრავლადაა..ამ თამაშის მოგებაში დიდი წილი ესტონელთა დაბალმა კლასმა და რამოდენიმე ფეხბურთელის მონდომებამ შეიტანა...ვაისი კი იყო ნოლი ..მეორე ტაიმში თამაშს ეტყობოდა განსაკუთრებით-
ბეგო
06 სექტემბერი 2020 14:51
12
ჭ კლკასის ფეხბურთელებს ვზრდით. არც პრესინგი შეუძლიათ, არც პასი, არც იხსნებიან, ტოტალური ფეხბურთიდან ძალიან შორს არიან. ფეხბურთის ფედერაციაში ჭკვიანი ხალხია საჭირო, ისევე როგორც მთავრობაში. მანამდე არც ფეხბურთში იქნება შედეგი და არც სახელმწიფოში.
akaki
06 სექტემბერი 2020 12:02
17
კანკავა პასს ვერ აკეთებს --რამოდენიმეჯერ ჩააბარა ბურთი,უსიამოვნოდ გაოცებული ვარ.კვეკვესკირი აზრიანდ თამაშობს.
ვაჟა
06 სექტემბერი 2020 09:09
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული