ერთა ლიგის c დივიზიონის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ესტონეთს სძლია (0:1), რამაც მასპინძელთა ფანებში დიდი სიხარული ნამდვილად ვერ გამოიწვია.
sportall.ge რამდენიმე ესტონური სპორტული საიტიდან ფანების კომენტარს გთავაზობთ. მართალია ეს ტექსტები ძირითადად მათივე ნაკრებს ეხება, თუმცა ქართველი გულშემატკივრისთვისაც საინტერესო უნდა იყო
"ამაზე უფრო ქვევით ვერ დავეშვებით. დინოზავრები ახალგაზრდებმა უნდა შეცვალონ! გვაჩვენეთ მეტი ახალი სახე!"
"არაა საჭირო გაბრაზება და ფეხბურთელების მისამართით გინება. უნდა ვაღიაროთ - ფეხბურთის თამაში აღარ გამოგვდის. ჩვენი გუნდის წევრთა უმრავლესობა ესტონეთში თამაშობს, ქართველებისა კი პირიქით. იმედი მაქვს, ესტონეთის
ფეხბურთის ფედერაცია ისეთ განხილვას მოაწყობს, როგორც ეს გერმანიასა და ისლანდიაში იყო 2002 წელს. ფეხბურთის განვითარების საკითხი უმაღლეს დონეზე უნდა გაანალიზდეს და სტატეგია დაიწეროს.
საქართველომ კი ისე ისე თამაშა, როგორც ტოპ გუნდები აკეთებენ - საჭირო დროს ჰქონდათ პრესინგი, და თან ჩვენნაირი არა, 2 კაცით რომ ვუტევდით მათ დაცვას. მწვრთნელისა და 2-3 ფეხბურთელის შეცვლა არაფერს გვარგებს, მთლიანად სისტემაა შესაცვლელი."
"იმ ხალხის არ მესმის, რომ ამბობენ მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთო. კარში არ დაგვირტყამს, სახიფათო მომენტი არ შეგვიქმნია, რასაც ვაკეთებდით ბურთის ცენტრში გორაობა იყო, იმის უფლებასაც საქართველოს გვაძლევდა, რეალურად კი მთელ მატჩს სტუმრები აკონტროლებდნენ."
სრულად უიმედო თამაში იყო. ცუდის თქმა ჩვენს ბიჭებზე არ მინდა, მაგრამ საქართველო კლასის ხარჯზე რომ გიგებს, ხვდები, საქმე მთლად კარგად არ მიგდის."
"საქართველოს დონის გუნდის მეტოქის კვალობაზე საშინლად ვითამაშეთ. ასე ცუდი შეხვედრა, მგონი, არასდროს ჩაგვიტარებია."
"სახლში 10 მცველითა და 1 თავდამსხმელით ვითამაშეთ. ასე გოლის გატანის შანსი არ გვექნება, რა თქმა უნდა, საკუთარ კარში თუ არ ვაპირებთ ამის გაკეთებას."
"კარში დარტყმების ოდენობა ათწლეულის შედეგია. იქნებ მარათონისთვის მოვემზადოთ? ან ბურთის 20 მეტრში გადაგდების სპორტი შევქმნათ? ან უბრალოდ, გოლფს მივეძალოთ? ფეხბურთი აშკარად არ ჩანს ჩვენი...
"ასე თუ გაგრძელდა, დიდი ალბათობით, ჩვენი გუნდის ბომბარდირი ის გახდება, ვინც ყველაზე მცირე მანძილით ააცილებს მეტოქის კარს ბურთს."