ეს ჩვენი უპირატსობაა?! - მაკედონიელთა მწვრთნელი ძალიან გააბრაზეს

AutoSharing Option
ფოტო: ffm.mk

გუშინ, 5 სექტემბერს ერთა ლიგის C დივიზიონის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მეტოქეებმა ითამაშეს - ჩრდილოეთ მაკედონიამ სკოპიეში სომხეთს სძლია (2:1), თუმცა მატჩის ლამის შუადღით დანიშვნამ მასპინძლეთა მთავარი მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი ძალიან გააბრაზა.

"ჩემს მოთამაშეებს მინდა მივულოცო, რადგან ჩვენ არანორმალურ პირობებში მოგვიწია თამაში, რამაც მოედანზე პრობლემები შეგვიქმნა. თუმცა, ყველაფერი ლოგიკური იყო, ფეხბურთელები საუკეთესო ფორმაში ჯერ არ არიან, თუმცა ჩვენი დონე ვაჩვენეთ, რადგან შედეგზე ვთამაშობდით.

ძალიან მწყდება გული, რომ ვიღაცებმა შეხვედრა 15:00 საათზე დანიშნეს, ფაქტობრივად, ყველანაირად შეგვბოჭეს. 5 ცვლილების ნაცვლად, 3
იყო, ვიღაცამ სპორტსმენების ჯანმრთელობაზე ხომ უნდა იფიქროს?!

ანგარიში მალე "გავხსენით". კიდევ ორი საგოლე მომენტი გვქონდა, შემდეგ კი შიშკოვსკიმ გადაგვარჩინა და სომხებს გატანის უფლება არ მისცა. მოგვიანებით წინ ორბურთიანი სხვაობით გავედით 200%-ით პრესინგის თამაში არაფერში გვჭირდებოდა. '

შეგნებულად დავუთმეთ მოედნის ცენტრი მეტოქეს. მეორე ნახევარში იმდენი მომენტი გვქონდა, რომ შეხვედრის ნაადრევად "დასრულება" შეგვეძლო. თუმცა გამარჯვებას კრიტიკულად არ ვუყურებ, შედეგით კი კმაყოფილი ვარ,"- განაცხადა ანგელოვსკიმ.

ჩრდილოეთ მაკედონიისა და სომხეთის ეროვნული გუნდებს შორის შეხვედრა 32 გრადუსი ცელსიუსის ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობდა. რაც ცხადია, დადებითად ნამდვილად არ აისახება მაკედონიელი ფეხბურთელების ფიზიკურ კონდიციებზე. პლუს, საკმაოდ ხანგრძილი მგზავრობაც ელის ჩვენს მომავალ მეტოქეს, რაც გარკვეულ უპირატესობას გვანიჭებს.

ვლადიმირ ვაისი ხშირად იყენებს მსგავს მომენტებს, ალბათ მომდევნო შეხვედრაშიც აქცენტი მეორე ტაიმზე გაკეთდება, იქამდე კი ქართველები სტუმრების მაქსიმალურად დაღლას შეეცდებიან.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის შეხვედრა ზეგ, 8 სექტემბერს თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია ffm.mk-ის მიხედვით




მკითხველის კომენტარები / 13 /
მაგ მაკედონია სუსტი როა მიტოა იქ სადაც არის.მთავარია მოვიგოთ ორი დარჩენილი თამაში და ვითამოთ ევროპაზე.დალშე კიდე რა იქნება მერე ვნახოთ
zaza
07 სექტემბერი 2020 15:15
0
საქართველოს ნაკრებისთვის ფრე კარგი შედეგი იქნება. მოგებაზე ნურც იოცნებებთ.
დავით
07 სექტემბერი 2020 02:09
40
40 დისლაიქი ჩემს სამართლიან კომენტარს. ალბათ ამათმა იფიქრეს რომ მე არ მინდოდა ჩვენი ნაკრების მოგება ანდა ფეხბურთს თავისუფალ დროს ხანდახან თუ შეხედავენ!
დავით
09 სექტემბერი 2020 02:49
0
მიზანი კი,მაგრამ შესაძლებლობებს გადახედე. რა გინდა თქვა რომ მაკედონიია ესტონეთის დონეზეა?
დავით
07 სექტემბერი 2020 07:47
1
ყველა გამოხმაურება
ამათან იოლ გამარჯვებას ველოდები თი რამე ახალი არ მოიგონა ვაისმა. ესტონელებისგან განსხვავებით ეგენი ავტობუს არ დაგვიყენებენ და ჩვენ შემტევებს მეტი სივრცები ექნებათ. თუ ვაისი ჭკვიანია კვარაცხელია მარცხნივ ზურიკო მარჯვნივ უნდა დაყენოს, ჩაკვე ისევ ათიანზე და ნახავთ მაკედონის დაცვის წიოკს
გოგა
06 სექტემბერი 2020 21:36
9
კითხულობთ და აზრი ვერ გამოგაქვთ ასე მგონია. სადმე უწერია ავტორს, ჩვენები არ მოფრინავენო, ან ნაკლები გზა აქვთ გამოსავლელიო? მარტივია კაცო, შუა დღეზე რომ ითამაშეს და მერე ამდენს იმგზავრებენ, ჩვენებზე მეტად იქნებიან დაღლილები. ჩვენებიც დაიღლებიან, მაგრამ მაკედონიელებივით არა. თან იმათ უცხო გარემოსთან შეგუებაც მოუწევთ. რა თქმა უნდა, ეს უპირატესობაა, თუ გამოვიყენეთ და პირველი ტაიმში არ შეგვიყარეს
აზრი ვერ გამოგაქვთ
06 სექტემბერი 2020 16:17
3
Saidan gamogagavs avtor eseti seriozuli da sigrmiseuli daskvnebi?chvenebi ar mgzavroben?ukan ar arian chamosasvlelebi estonetidan?
tbiliskii
06 სექტემბერი 2020 16:12
5
ავტორ,იქნება რუკას დახედო,რომელი უფრო ახლოა,ესტონეთი თუ ჩრდ.მაკედონია?თანაც ესტონეთიდან,უკრაინის გავლით მოგვიწევს ალბათ, გამოფრენა
სოსო
06 სექტემბერი 2020 14:27
3
რუსეთის გავლით დაფრინავენ ჩვენი თვითმფრინავები?არ ვიცი,მაგრამ არა მგონია.კიდევ მაკედონიელებს,შუადღისით თამაშის დანიშვნით,ჩვენთან შედარებით 4-5 საათით მეტი დასვენება მოუწევთ და როცა თამაშებს შორის სულ სამი დღეა შუალედი,ამას ნამდვილად ექნება მნიშვნელობა.
სოსო
06 სექტემბერი 2020 23:06
1
ჩარტერული რეისია რა უკრაინიდან?
დიტო
06 სექტემბერი 2020 16:07
0
აბი გლუკოზა მიეცით
გენა
06 სექტემბერი 2020 13:28
1
მაგ იმედზე იყავით და მაგრე გახვალთ ფონს! ფეხბურთს რომ თამაში და შესრულება უნდა, ამას სიცხეს და ვარამს ნუ მიაწერთ ხოლმე!
მწრთვნელი
06 სექტემბერი 2020 13:17
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული