8 სექტემბერს ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. სტუმართა გუნდს ამ მატჩში ტრავმირებული მცველი კირე რისტევსკი (დოჟა) და ნახევარმცველი ივან ტრიჩკოვსკი (აეკი, ლარნაკა) ვერ დაეხმარებიან.
პირველ ტურში ჩრდილომაკედონიელებმა საკუთარ მოედანზე სომხეთს 2:1 სძლიეს, რამაც ბუნებრივია ისინი გაახარა, თუმცა "ჯვაროსნებთან" შეხვედრის წინ საკმაოდ თავშეკავებულები არიან და პრესაც არ აკეთებს ზედმეტად ოპტიმისტურ განცხადებებს.
ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდის მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი თბილისში შემდეგ ფეხბურთელს იახლებს:
მეკარეები: დამიან შიშკოვსკი (დოქსა), დეიან ილიევი (იაგელონია), მარტინ ბოგატინოვი (ეთნიკოსი)
მცველები: სტეფან რისტოვსკი (სპორტინგი), ვისარ
მუსლიუ (ფეჰერვარი), დარკო ველკოსკი (რიეკა), ეგზონ ბეიტულაი (შკედნია), გიოკო ზაიკოვი (შარლერუა), კრისტიან ტოშევსკი (ტირანა)
ნახევარმცველები: ენის ბარდი (ლევანტე), ელიფ ელმასი (ნაპოლი), ბობან ნიკოლოვი (ფეჰერვარი), არიან ადემი (ზაგრების დინამო), სტეფან სპიროვსკი (ლარნაკას აეკი)
თავდამსხმელები: გორან პანდევი (ჯენოა), ეზჯან ალიოსკი (ლიდსი), ილია ნესტოროვსკი (უდინეზე), ალექსანდარ ტრაიკოვსკი (მალიორკა), ვლატკო სტოიანოვსკი (შამბლი), კრსტე ველკოსკი (სარაევო)
მცველები: სტეფან რისტოვსკი (სპორტინგი), ვისარ
ნახევარმცველები: ენის ბარდი (ლევანტე), ელიფ ელმასი (ნაპოლი), ბობან ნიკოლოვი (ფეჰერვარი), არიან ადემი (ზაგრების დინამო), სტეფან სპიროვსკი (ლარნაკას აეკი)
თავდამსხმელები: გორან პანდევი (ჯენოა), ეზჯან ალიოსკი (ლიდსი), ილია ნესტოროვსკი (უდინეზე), ალექსანდარ ტრაიკოვსკი (მალიორკა), ვლატკო სტოიანოვსკი (შამბლი), კრსტე ველკოსკი (სარაევო)
თუ ეგ გამოსწორდა მაგარი გუნდი გვეყოლება!...
ის ქართველი ფეხბურთელები ვინც ევროპაში დაიბადნენ ან გაიზარდნენ და იქ თამაშობენ ისინიც ვერ ჩამოგვყავს რადგან საქართველოს კანონმდებლობით მოქალაქები რომ გახდნენ იმ ქვეყნის მოქალაქეობის დათმობა მოუწევთ ამ მიზეზით ვერ ჩამოვიდა აკაკი გოგია და ვერ ჩამოვა მიქაუტაძეც რადგან საფრანგეთის და გერმანის მოქალაქეობის დათმობა მოუწევთ და ეს მათთვის ძალიან რთულია ესეც გასაგებია და ზოგადად არაა ევროკავშირი წევრი ქვეყნების ფეხბურთელებისთვის რთულია ევროპაში წინსვლა თუ გასაოცარ ტალანტტათ არ გვაქვს საქმე.
ვუყურე მაკედონიის თამაშს სომხეთთან და სულაც არ არიან შეუცდომლები. სწრაფი, კომბინაციური, ტექნიკური თამაშით ადვილად დავძლევთ მათ დაცვას.
ერთი რამ მენიშნა, საქართველომაც და მაკედონიამაც ძალების დაზოგვით მოიპოვეს გამარჯვებები, რაც იმას მიმანიშნებს, რომ თამაში დაუმალეს ერთმანეთს.
პოტენციურად უფრო მნიშვნელოვან მატჩში (ოქტომბერში) ერთმანეთის მოწინააღმდეგეები ვართ და ამიტომ ვფიქრობ არც ზეგინდელ თამაშში გააშიფრინებენ თავს მოწინააღმდეგეს.