ჩრდილოეთ მაკედონია ტოპ 5 ლიგის 6 ფეხბურთელით გვესტუმრება

AutoSharing Option
8 სექტემბერს ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. სტუმართა გუნდს ამ მატჩში ტრავმირებული მცველი კირე რისტევსკი (დოჟა) და ნახევარმცველი ივან ტრიჩკოვსკი (აეკი, ლარნაკა) ვერ დაეხმარებიან.

პირველ ტურში ჩრდილომაკედონიელებმა საკუთარ მოედანზე სომხეთს 2:1 სძლიეს, რამაც ბუნებრივია ისინი გაახარა, თუმცა "ჯვაროსნებთან" შეხვედრის წინ საკმაოდ თავშეკავებულები არიან და პრესაც არ აკეთებს ზედმეტად ოპტიმისტურ განცხადებებს.

ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდის მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი თბილისში შემდეგ ფეხბურთელს იახლებს:

მეკარეები: დამიან შიშკოვსკი (დოქსა), დეიან ილიევი (იაგელონია), მარტინ ბოგატინოვი (ეთნიკოსი)

მცველები:
სტეფან რისტოვსკი (სპორტინგი), ვისარ
მუსლიუ (ფეჰერვარი), დარკო ველკოსკი (რიეკა), ეგზონ ბეიტულაი (შკედნია), გიოკო ზაიკოვი (შარლერუა), კრისტიან ტოშევსკი (ტირანა)

ნახევარმცველები:
ენის ბარდი (ლევანტე), ელიფ ელმასი (ნაპოლი), ბობან ნიკოლოვი (ფეჰერვარი), არიან ადემი (ზაგრების დინამო), სტეფან სპიროვსკი (ლარნაკას აეკი)

თავდამსხმელები:
გორან პანდევი (ჯენოა), ეზჯან ალიოსკი (ლიდსი), ილია ნესტოროვსკი (უდინეზე), ალექსანდარ ტრაიკოვსკი (მალიორკა), ვლატკო სტოიანოვსკი (შამბლი), კრსტე ველკოსკი (სარაევო)

მკითხველის კომენტარები / 37 /
არ ითამაშებენ ჩვენები მთელი ძალით არც ბელარუსები და არც კოსოვო ლამის საუკუნის თამაშები აქვთ წინ.პლიუს ყაზაიშვილს და კიტეიშვილს ათამაშებს ოქტომბერში.
Zaza
08 სექტემბერი 2020 00:27
0
იქნებ ისიც დაგეწერაᲗ ამ ტოპ ლიგებᲨი მოᲗამაᲨე მაკედონიელებიდან რამდენი ხეხავს საᲗადარიგოᲗა სკამს? Ჩვენ ბიᲭებს ყურებზე ხახვი არ დააᲭრან! Თქვენი იმედი გვაქ Ძმებო!!! აბა ქარᲗველებო გავამხნევოდ Ჩვენი ბიᲭები!!! ხვალ დიდი დᲦეა!!! ვოლოდია გამოუᲫეხი Ჩვენ ბიᲭებს
ზურა
07 სექტემბერი 2020 20:00
0
ესტონეთთან მოგების შემდეგ, რამდენიმე ცვლილებას ვისურვებდი. პირველ რიგში თავდასხმა იყო სუსტი. მიუხედავად გოლის გატანისა კაჭარავა სუსტია. ბურთს ვერ იღებს და პასსაც ვერ აკეთებს.

დაცვაში კარგი იქნება თუ გრიგალავა დაბრუნდა. თან ცაციაა, თან ფიზიკურადაც ძლიერია სტანდარტულებისთვის. იმედი მაქვს რადგან მცირე ტრამვის მიუხედავად მაინც გამოიძახა, შეუძლია თამაში და უბრალოდ ესტონეთთან არ გარისკა. თან რაღაცები დაუმალა მაკედონას ვაისმა. იმედი მაქვს...

ნახევარდაცვაში ჩაკვეტაზე აფერხებს ცოტა თამაშს. ფორმაში არ არის აშკარად. დავითაშვილის ცდა შეიძლება, თუმცა თუ ჩაკვეტაძე დატოვა არც ეგ იქნება დიდად პრობლემა.

მოკლედ მე ასე წარმომიდგენია

ლორია,
კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, გრიგალავა (ან ისევ ჯიღაური)
კვეკვესკირი, კანკავა
დავითაშვილი, კვარაცხელია, ოქრიაშვილი
წინ ვინმე
ამ შემადგენლობას ვისურვებდი
07 სექტემბერი 2020 15:43
1
იცით რააა ტოპ ლიგაში რომ გყავს მოთამაშე ქართველი და ათამაშებ ნაკრებში მერე იკიდებს ფეხებზე ნაკრებს. ავიღოთ კალაძე რომელმაც ორჯერ ლიგა მოიგო და ნაკრებში ორი გოლი გაიტანა თან საკუთარ კარში, ეგ იმიტომ რომ იცოდა ვერავინ ვერ ამოაგდებდა ნაკრებიდან "ის ხომ ტოპ ლიგაში თამაშობდა" ასე ფიქრობდა მთელი საქართველო და თვითონ კალაძეც, ესააა ჩვენი უბედური მენტალიტეტი. ახლა არ გვყავს ტოპ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელი მაგრამ გვყავს ერთ დონეზე მოთამაშე ერთი და იგივე პოზიციის 2 ან 3 ფეხბურთელი, ვისაც დააყენებს ვაისი ცდილობს ბოლომდე დაიხარჯოს რომ მეორე თამაშზე კიდე სასტავში მოხდეს. ახლა ავიღოთ ჩაკვე ვისიც ძალიან მეიმედება და თუ ასე გააგრძელებს თამაშს დავითაშვილი შეცვლის არც ეგააა პრობლემა და თუ დავითაშვილი მოუკლებს იმას გვილია შეცვლის და ასე შემდეგ. ესააა კონკურენციიის დადებითი მხარე და ის რომ არ თამაშობენ ტოპ ლიგაში ყველა ბოლომდე იხარჯება. მერე რა რომ ტოპ ლიგის მოთამაშეები ყავს მაკედონიას დღევანდელი ჩვენი ნაკრები 1 თავით მაღლა დგას მათზე იმიტომ რომ ყველა ცდილობს საუკეთესოდ წარმოაჩინოს თავი. ღმერთი ჩვენსკენ. 2:0 ვიგებთ.
roma bejanidze
07 სექტემბერი 2020 15:26
1
დღესდღეობით ჩვენი ნაკრების პრობლემა გოლის გატანაა!...
თუ ეგ გამოსწორდა მაგარი გუნდი გვეყოლება!...
არა მკითხე მოამბე
07 სექტემბერი 2020 13:36
0
ცოტა შეთამაშება აკლიათ და ზოგმა ფეხბურთელმა ეხლა დაიწყო თამაში თავის გუნდში და ამის გამო არ ვარგოდა ხარისხი ესტონეთთან. ჩემი აზრით მაკედონიასთან უკეთესი ხარისხი გვექნება შანსები 60:40 ჩვენს სასარგებლოდ
იაგო
07 სექტემბერი 2020 12:22
2
რომელ მენტალურ პრობლემას იძახი? ჩაკვემ ევროპის პირველობაზე ათრია ნახევარი ევროპის გრანდები. კვარას და დავითაშვილს მაგრად კიდია სახელები ვის წინააღმდეგ თამაშობენ.. ეგ პრობლემა ქონდათ არველაძე კალაძე კობიაშვილის პაკალენიას თან ფეხებს რო უფრთხილდებოდნენ... ქეცბაია კაცი რომელიც თვეობით უთამაშებელი იყო ჩამოდიოდა ნაკრებში და გინდ წაეგოთ ჩვენებს და გინდ მოეგოთ საუკეთესო ფეხბურთელი სულ ეგ იყო ჩვენს ნაკრებში........ აი ეგ არის ქვეყნის სიყვარული. მაგრამ დღეს ქეცბა ცუდია და ის ქართველი გაპიარებულები კარგი...
??
07 სექტემბერი 2020 11:31
2
სწორედ ესეთი მიდგომების გამო გვყავს ერთ თამაშიანი ვარსკვლავები, რომლებსაც გონიათ, რომ მაგრები არიან და ისტორია მათით იწყება, ამ თაობამ ჯერ ვერ მიაღწია კი არა თეორიული შანსიც არ არის რამე სერიოზულს მიაღწიოს, პირველ რიგში საქმისადმი დამოკიდებულების გამო, ძალიან ჩახედული ვარ იმაში რაზეც ვლაპარაკობ. ყველა ჩვენი დღევანდელი ერთ დღიანი ვარსკვლავების ინტერვიუ, რომ წაიკითხო მანჩესტერი ეპატიჟებოდა მაგრამ ევროკავშირის ქვეყნიდან არ იყო და ხელი შეეშალა თუმცა სავსეა წამყვანი ევროპული გუნდები სულ პატარა ასაკის ფეხბურთელებით აფრიკიდან და არაევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და დაფრინავენ ისე თამაშობენ. არავინ ჩვენებს არსად არ ჩაგრავს და არავის არ ერჩიან ძალიან დაბალი კლასის და მენტალიტეტის ფეხბურთელები გვყავს ამ ეტაპზე და ჯობია თვალი გავუსწოროთ ამას.
ქომაგი
07 სექტემბერი 2020 14:59
1
მართალია ეს კაცი და რას ეკამათები?!დიახაც ქეცბასა და ნემსოს გარდა თითქმის ყველა ფეხებს უფრთხილდებოდა,სწორედ კალაძისა და კობიაშვილის თამადობით!!! კი ბატონო,კარგი საკლუბო კარიერა ჰქონდათ,რაც ამ თაობისთვის ჯერჯერობით მიუღწეველი დონეა,მაგრამ ნაკრებისთვის ბევრი არაფერი გაუკეთებიათ,მითუმეტეს თუ მათ მაღალ სათამაშო კლასს(ყოველგვარი ცინიზმის გარეშე ვამბობ)გავითვალისწინებთ!!!ზუსტად მაგ პერიოდში,საქართველოზე და კონკრეტულად მაგ თაობაზე არაფრით უკეთესმა და მაღლა მდგომმა სლოვენიამ და ლატვიმ ითამაშეს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე!!!ასე რომ მორჩით იმ თაობის გაპრავებას,მხოლოდ თქვენ არ გაქვთ მახსოვრობა!!!
ქომაგი-ს
07 სექტემბერი 2020 13:40
0
ყველა გამოხმაურება
მოვიგეთ,კარგია 3 ქულა,თუმცა თამაშის ხარისხი იყო კატასტროფული,ნებისმიერი სხვა გუნდი,რომელიც ოდნავ უფრო სწრაფ შეტევებს განახორციელებს,ჩვენი ეს დაცვა ვერ გაუძლებს და კიდევ ერთი,გუნდს არ ყავს ფეხბურთელი რომელიც მეტოქეს საჯარიმოსთან შეეცდება პრობლემები შეუქმნას,სტანდარტულების ასე გამოუყენებლობა დღევანდელ ფეხბურთში (კუთხური ვერ ჩააწოდა მწვავედ გუნდმა)უბრალოდ არ შეიძლება.
sake
07 სექტემბერი 2020 11:09
3
წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს. დარწმუნებული ვარ მინიმუ არ წავაგებთ.
ვუყურე მაკედონიის თამაშს სომხეთთან და სულაც არ არიან შეუცდომლები. სწრაფი, კომბინაციური, ტექნიკური თამაშით ადვილად დავძლევთ მათ დაცვას.
ერთი რამ მენიშნა, საქართველომაც და მაკედონიამაც ძალების დაზოგვით მოიპოვეს გამარჯვებები, რაც იმას მიმანიშნებს, რომ თამაში დაუმალეს ერთმანეთს.
პოტენციურად უფრო მნიშვნელოვან მატჩში (ოქტომბერში) ერთმანეთის მოწინააღმდეგეები ვართ და ამიტომ ვფიქრობ არც ზეგინდელ თამაშში გააშიფრინებენ თავს მოწინააღმდეგეს.
rati 74
07 სექტემბერი 2020 10:39
2
ჩვენ რანი ვართ?ისაა საქმე, მეტოქის რენტგენს რომ აკეთებთ, ხვიჩა კარგია РПЛ-ში, აბა სომხებმა და მხითარიანმა რაღა თქვას?))
vaxo
07 სექტემბერი 2020 10:34
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული