ჩრდილოეთ მაკედონია ტოპ 5 ლიგის 6 ფეხბურთელით გვესტუმრება

AutoSharing Option
8 სექტემბერს ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. სტუმართა გუნდს ამ მატჩში ტრავმირებული მცველი კირე რისტევსკი (დოჟა) და ნახევარმცველი ივან ტრიჩკოვსკი (აეკი, ლარნაკა) ვერ დაეხმარებიან.

პირველ ტურში ჩრდილომაკედონიელებმა საკუთარ მოედანზე სომხეთს 2:1 სძლიეს, რამაც ბუნებრივია ისინი გაახარა, თუმცა "ჯვაროსნებთან" შეხვედრის წინ საკმაოდ თავშეკავებულები არიან და პრესაც არ აკეთებს ზედმეტად ოპტიმისტურ განცხადებებს.

ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდის მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი თბილისში შემდეგ ფეხბურთელს იახლებს:

მეკარეები: დამიან შიშკოვსკი (დოქსა), დეიან ილიევი (იაგელონია), მარტინ ბოგატინოვი (ეთნიკოსი)

მცველები:
სტეფან რისტოვსკი (სპორტინგი), ვისარ
მუსლიუ (ფეჰერვარი), დარკო ველკოსკი (რიეკა), ეგზონ ბეიტულაი (შკედნია), გიოკო ზაიკოვი (შარლერუა), კრისტიან ტოშევსკი (ტირანა)

ნახევარმცველები:
ენის ბარდი (ლევანტე), ელიფ ელმასი (ნაპოლი), ბობან ნიკოლოვი (ფეჰერვარი), არიან ადემი (ზაგრების დინამო), სტეფან სპიროვსკი (ლარნაკას აეკი)

თავდამსხმელები:
გორან პანდევი (ჯენოა), ეზჯან ალიოსკი (ლიდსი), ილია ნესტოროვსკი (უდინეზე), ალექსანდარ ტრაიკოვსკი (მალიორკა), ვლატკო სტოიანოვსკი (შამბლი), კრსტე ველკოსკი (სარაევო)

მკითხველის კომენტარები / 37 /
ლატვიას რამდენი ტოპ ფეხბურთელი ყავდა რო დაიფრინა თურქები არცერთი ყავდა მიხიჩა და პახარსი მანამდე როგორ გუნდებს მოუგენ საბერძნეთს და ნორვეგიას გასვლა და ჩვენგან კიდე ოთხი ქულა ხოდა აიაქსები და მილანები დაგვჩა გვერდზე.წაგებით არ წავაგებთ ხოლო მოსაგები სადაც გვაქ ბიჭებმაც კარგად იციან.და დარწმუნებული ვარ ევროპაზეც ვითამაშებთ.
zaza
07 სექტემბერი 2020 00:29
2
თქვენი არ ვიცი მაგრამ მე პირადად პესიმისტურად ვარ განწყობილი.მაგინეთ მასხით რაც გინდა ის ქენით მაგრა მასეთ დროს არ ვიცით მოგება თამაშების მითუმეტეს შინ და მაკედონიის დონის გუნდებთან.მენტალური პრობლემაა ეგ სხვა არაფერი.ნუ რავი არ ვიცი მე ასეთი განწყობა მაქვს და რა გითხრათ.ან ფრე ან მარცხი იმედია ვცდები და ბოდიშსაც მოვიხდი ასე სახალხოდ რომ ვწერ ამ უაზრო კომენტარს და ბევრს ხასიათს რომ გიფუჭებთ მაგრამ რო არ დამეწერა ეგრეც არ შემეძლო
აბგდ
07 სექტემბერი 2020 01:05
33
ვფიქრობ მოვიგებთ 3:0ს-ს :))) ჩაკვეტაძე ნელ-ნელა ფორმაში შევიდა და კვარაცხელიას რა შეუძლია ყველამ ნახეთ..ესტონეთთან ცარიელ კარში ვერ გავიტანეთ და მთავარია მსგავსი მომენტების რეალიზაცია მოვახდინოთ..არაფერი განსაკუთრებულ და ტექნიკურ ფეხბურთს არ აჩვენებს მაკედონია, მთავარია ფსიქოლოგიურად განეწყონ კარგად !
ავთო
06 სექტემბერი 2020 23:21
8
ცოტა შეთამაშება აკლიათ და ზოგმა ფეხბურთელმა ეხლა დაიწყო თამაში თავის გუნდში და ამის გამო არ ვარგოდა ხარისხი ესტონეთთან. ჩემი აზრით მაკედონიასთან უკეთესი ხარისხი გვექნება შანსები 60:40 ჩვენს სასარგებლოდ
იაგო
07 სექტემბერი 2020 12:22
2
დღესდღეობით ჩვენი ნაკრების პრობლემა გოლის გატანაა!...
თუ ეგ გამოსწორდა მაგარი გუნდი გვეყოლება!...
არა მკითხე მოამბე
07 სექტემბერი 2020 13:36
0
მე ვთვლი რომ ეს ბიჭები თუ კარგად შეთამაშდნენ და სტაბილურად ერთი შეკრული გუნდი შეიკრა,5 წელიწადში მივიღებთ ანგარიშგასაწევ ძალას საქართველოს ნაკრების სახით.მთელი ნახევარდაცვა მეიმედება.ერთ პოზიციაზე 2-3 ფეხბურთელი მოდის.ეხლა ვაისზეა დამოკიდებული სწორად შეარჩიოს და შეურჩიოს ადგილები.ერთი რაც არ მომეწონა ესტონეთთან თამაშში ეს იყო კვარაცხელიას ფლანგი.მე ვფიქრობ მაკედონიასთან ის ჩვეულ პოზიციას დაუბრუნდება და ოქრიაშვილს ჩაანაცვლებს.ჯამში ყველაფერი კარგად იქნება.დიდი თანადგომა საქართველოს ნაკრებს
picaso
07 სექტემბერი 2020 05:18
0
ჩემი მოკლე კომენტარია. ან 0-0 ან 0-1 მაკედონიის სასარგებლოდ. სანამ შედეგი არ იქნება ცნობილი დისლაიქები არ დაწეროთ
დავით 67
07 სექტემბერი 2020 07:52
10
ძალიან გულსატკენი და სამწუხაროა რომ მაკედონიას 6 ფეხბურთელი ჰყავს ევროპის ტოპ 5 ლიგებში და საქართველოს ერთი ფეხბურთელიც კი აღარ ჰყავს წამყვან ევროპულ ჩემპიონატებში უკვე წლებიაა.
ის ქართველი ფეხბურთელები ვინც ევროპაში დაიბადნენ ან გაიზარდნენ და იქ თამაშობენ ისინიც ვერ ჩამოგვყავს რადგან საქართველოს კანონმდებლობით მოქალაქები რომ გახდნენ იმ ქვეყნის მოქალაქეობის დათმობა მოუწევთ ამ მიზეზით ვერ ჩამოვიდა აკაკი გოგია და ვერ ჩამოვა მიქაუტაძეც რადგან საფრანგეთის და გერმანის მოქალაქეობის დათმობა მოუწევთ და ეს მათთვის ძალიან რთულია ესეც გასაგებია და ზოგადად არაა ევროკავშირი წევრი ქვეყნების ფეხბურთელებისთვის რთულია ევროპაში წინსვლა თუ გასაოცარ ტალანტტათ არ გვაქვს საქმე.
ზაზა
07 სექტემბერი 2020 01:00
4
ორმაგი მოქალაქეობა, რამდენადაც მე ვიცი, შესაძლებელია. პრეზიდენტს აქვს უფლება მიანიჭოს ორმაგი მოქალაქეობა პიროვნებას, ამიტომაც აუცილებელია ამ საქმისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომა და ერთ ორგანიზმად უნდა იმუშაოს, როგორც ფეხბურთის ფედერაციამ, ისე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ყველა იმ ფეხბურთელთან რომელსაც ქართული ფესვები აქვს და ნაკრებს გამოადგება.
დათო
07 სექტემბერი 2020 09:17
0
მოქალაქეობას რაც შეეხება: საკითხი ასეა ,რომ ძირითადად ევროპული ქვეყნები კრძალავენ მეორე ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას. შესაბამისად თუ გერმანიაში ან საფრანგეთში დაიბადები და გსურს მიიღო საქართველოს მოქალქეობა (საჭიროა პრეზიდენტის სახელზე შეავსო განაცხადი იუსტიციის სახლში გადაიხადოს 200 ლარი და 3 თვეში სავარაუდოდ დადებითი პასუხი მოუვა პრეზიდეტანასგან) ორმაგ მოქალაქეობაზე, მაგრამ როგორც საქართველო ორმაგს დაგირეგისტრირებს. იმ მომენტშივე მეორე ევროპული ქვეყნები გიუქმებენ არსებულს. ხვდებით ეხლა არსებულ სურათს და არჩევანს ან კარიერა ან დედა სამშობლო? იქ ზევით ვიღაცამ დაწერა იქნება რეალს ან რომელიმე სხვა გრანდზე ოცნებობსო, 90 ების ბოლოს და 2000 დასაწყისში გამოდიოდა სამუშაო ვიზები და 21 საუკუნეში გახდა მაგის პრობლემა?
მოქალაქეობა
07 სექტემბერი 2020 08:21
0
წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს. დარწმუნებული ვარ მინიმუ არ წავაგებთ.
ვუყურე მაკედონიის თამაშს სომხეთთან და სულაც არ არიან შეუცდომლები. სწრაფი, კომბინაციური, ტექნიკური თამაშით ადვილად დავძლევთ მათ დაცვას.
ერთი რამ მენიშნა, საქართველომაც და მაკედონიამაც ძალების დაზოგვით მოიპოვეს გამარჯვებები, რაც იმას მიმანიშნებს, რომ თამაში დაუმალეს ერთმანეთს.
პოტენციურად უფრო მნიშვნელოვან მატჩში (ოქტომბერში) ერთმანეთის მოწინააღმდეგეები ვართ და ამიტომ ვფიქრობ არც ზეგინდელ თამაშში გააშიფრინებენ თავს მოწინააღმდეგეს.
rati 74
07 სექტემბერი 2020 10:39
2
პანდევი ადრე მაგარი ფეხბურთელი იყო. კვარაცხელიაზე უკეთესი არავინ არ ყავთ. თბილისში არ უნდა წავაგოთ მაინც
gio
07 სექტემბერი 2020 09:02
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული