კვეკვესკირი: მე და კანკავა თბილისამდე 24 საათი მოვდიოდით - არ მესმის, ესტონეთთან 1:0 მოგების გამო ხალხი რატომ დარჩა უკმაყოფილო

AutoSharing Option
ხვალ, 8 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კომენტარი "ჯვაროსანთა" ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა:

"მოგესალმებით. ისეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, რომ ძალიან რთული იყო ამასთან შეგუება, თითქოს ბურთი წაგვართვეს. ფსიქოლოგიურად ძნელი გახლდათ, დაბრუნება კი - უფრო რთული. დიდი პასუხისმგებლობაა ამ ყველაფრის შემდეგ შენი ქვეყნის სახელით თამაში. არ არის მარტივი 3-თვიანი შესვენების შემდეგ 9 დღეში ზედიზედ 3 მატჩის ჩატარება.

მე და ჯაბა 24 საათი მოვდიოდით თბილისში ჩამოსასვლელად, რადგან ეროვნულ ნაკრებში გამოსვლა სულ სხვა ემოციებთანაა დაკავშირებული. არ
მესმის, რატომ დარჩა ხალხი უკმაყოფილო ესტონეთში 1:0 გამარჯვებით. სწორად ვიმოქმედეთ და ქაღალდზე უფრო ძლიერი მეტოქის - ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ სათამაშოდაც მოვემზადეთ.

"დინამო არენაზე" შეკრებილი ქართველი მაყურებელი წნეხი ჩვენთვის არასდროს ყოფილა, პირიქით, უდიდესი ძალაა. ბევრ ჩემს უცხოელ ნაცნობს უთქვამს, რომ თბილისელი პუბლიკის თვალწინ თამაში სტუმარი გუნდისთვის ძალიან ძნელია. მათ გარეშე თამაში კარგი არ იქნება, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვერდით იქნებიან".

მკითხველის კომენტარები / 38 /
24 საათი რა უბედურებაა, ტივის რეისი გახსნეს, თუ აქლემების ქარავანს გამოყევით?
თემურ ლენგი რვა საათში ჩამოდიოდა 100 ათასი მხედრით და თქვენ გზა აგერიათ, თუ რაია ძამა?
ალისტრახო ფლორენცო პიზა კურიტუბია სალადინ ტიბო!
07 სექტემბერი 2020 23:37
20
raia da igia rome reisebi agaraa kazaxistanidan pirdapiri da mouciat sadgac chasvla da mere charterit gadmofrena
suares
08 სექტემბერი 2020 00:46
0
დაიკარგეთ აქიდან“! მოვიგეთო? თქვენ კი არ მოიგეთ, იმათ წააგეს, თორემ რაც თქვენ შეცდომები გქონდათ, ალბათ სხვა გუნდი დაგასამარებდათ, მართლა გუნდი მაქვს მხედველობასი, მართლა გუნდი...
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
07 სექტემბერი 2020 23:35
34
საქართველოს ნაკრები,წინა გათამაშებაში ყველაზე უფრო სუსტ,დ ჯგუფში თამაშობდა.იქ გამარჯვების შემდეგ, აღზევდა ც ჯგუფში და უფრო მაღალ ლიგაში გუნდი პირველ თამაშს რომ მოიგებს,თან გასვლაში და თანაც ულაპარაკოდ,მგონი ღირსია,რომ დაუფასო და ერთი ორი საქებარი სიტყვა მაინც უთხრა.თანაც ამ ბიჭმა რა თქვა ისეთი?ძლივს ჩამოვაღწიეთ და ძალიან დაღლილები ვიყავით,მაგრამ მთელი გულით აქეთკენ მოვისწრაფოდითო.ამდენი ხნის შესვენების შემდეგ,ძალიან ძნელია 9 დღეში 3 თამაშის გამართვა და ამიტომ ძალები დავზოგეთ და თანაც მომდევნო თამაშისთვისაც მოვემზადეთო.ყველაფერი გასაგებია და თანაც ძალიან სწორი.გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს მაკედონიასთან მატჩში.მაკედონიას,შემადგენლობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,შეტევა ჰყავთ უფრო ძლიერი,ჩვენ კი დღევანდელი მოცემულობით,ნახევარდაცვა.დღევანდელ გუნდში,ჩვენს დაცვასაც დიდი პრობლემები უჩანს და ვნახოთ,ვისი აჯობებს.მწვრთნელებზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული.კიდევ, არ უნდა დავივიწყოთ,რომ მაკედონია,შესაძლოა ერთი თვის შემდეგაც შეგვხვდეს,კიდევ უფრო მნიშვნელოვან მატჩში და საიქაოდ,რაღაცები ჩვენც შევინახოთ და იმათაც.ერთი სიტყვით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და ამავე დროს,ბრძოლით დაზვერვა,შესაძლო გენერალური ბრძოლის წინ.
სოსო
08 სექტემბერი 2020 09:16
0
Uზრდელი და უნამოსო Xალხი ხარტ ტქვენსას ვინც არ Aფასებტ რასე გესაუბროტ Aრა ადეკვატური გარეწრებიხარტ Aრავინ ტქვენ არ Gუყვარტ ყველა ასეტს Mოგიტყანტ ჯისჰ ჯილქგი სამსჰობლოს წრ Mოყვარულებ
Zaza
08 სექტემბერი 2020 01:38
4
რომ მოიგეთ ეს გაგვეხარდა! მაგრამ თამაში არ ვარგოდა. ვფიქრობ ნებისმიერი ოდნავ უფრო ძლიერი მეტოქე დაგვსჯიდა! პირადად კვეკვესკირზე შემიძლია ვთქვა, რომ კარგად ითამაშა. საჭიროა მისი უკან დახევა და ბეკენბაუერის ფუნქციების მინიჭება. უნდა უყუროს ფრანციკას თამაშებს დილით, საღამოს, შუადღეზე... ტანი არ უწყობს ხელს მაგრამ ამპლუას გაქაჩავს!
aburjga
07 სექტემბერი 2020 23:22
9
ამ დისლაიქებს რომ ვუყურებ ულვაშებში მეღიმება! მგონი ლიბერალ-დემოკრატების წარმომადგენლები პოსტის წაკითხვის გარეშე მიწერენ ამ დილაიქებს?! )))
aburjga
08 სექტემბერი 2020 12:18
1
ეს ძაან მაგარია ბიჭია. ჯაბას მერე კვეკვესკირი გვილია კიტეიშვილი
კლოპი
07 სექტემბერი 2020 23:15
2
ყველას კი ნუ უსმენთ ვინ რას იტყვის, ყველას პროფესორი გონია თავი, მიაწექით ევროპაზე უნდა გავიდეთ!! ხალხი თქვენს გვერდშიაა!!!!
ემიგრანტი
07 სექტემბერი 2020 23:07
0
Midit dzmao Midit Kai gzas adgas nakrebi yvelaferi gamogivat mtavaria irwmunot rom shegwevt dzala yvelas tol sworad vetamashot
Abooo
07 სექტემბერი 2020 22:38
0
ცუდად ითამაშეთ და იმიტომ გაკრიტიკებენ კონკრეტულად შენთან არ არის პრეტენზია უფრო მწვრთნელის და სამწვრთნელო შტაბის ბრალია. თუ არა და იძახეთ რომ ძალიან მაგრები ხართ და ვნახოთ რა გამოვა აქედან. ცე ჯგუფში შარშან ამოხვედით არ დაგავიწყდეთ თორემ მეც მინდა რომ მაგრები იყოთ და ა ჯგუფში თქვენი ყველას ეშინოდეს. თქვენი აზრით იტალიამ სომხეთს 9:0 რატომ მოუგო ბურთები ჭირდებოდათ? მე მგონი იმიტომ რომ უფრო მაღალი კლასის გუნდია. ჰოდა თქვენც თუ რამეზე გაქვთ პრეტენზია ესტონეთის ნაირ გუნდებს ძლივს არ უნდა უგებდეთ თუნდაც გასვლაზე. აი ამიტომ გაღიზიანდა ხალხი და არა იმიტომ რომ ვინმეს არ უყვარხართ.
Top Fan
07 სექტემბერი 2020 22:34
12
აქამდე არ მოგვწონდა კარგად ითამაშეს მაგრამ წააგეს ეხლა არ მოგვწონს ცუდათ ითამაშეს და მოიგეს. არ ჯობია სულ ცუდათ ითამაშონ და მოიგონ თუნდაც სულ 1-0? ვინ მეთანხმებით?
Lova
07 სექტემბერი 2020 22:11
1
ჰოლანდიელ ვეტერანში მეკარე ედ დე ხუი იგულისხმება?! :-)
:-)
08 სექტემბერი 2020 06:47
0
100% ხარ. უბრალოდ არსებობენ ადამიანები,რომლებიც დაბადებიდან წუწუნები და უკმაყოფილოები არიან ზოგადად ცხოვრებაზე.შეიძლება სხვაზე მეტად ულხინდეთ,მაგრამ სისხლში აქვთ წუწუნი. ესეთი ადამიანები ოპტიმისტებს და ცხოვრებით ბედნიერ ხალხს ენერგიას ართმევენ და მოტივაციას უკარგავენ.ამიტომ მოდი ცნობილი ჰოლანდიელი ვეტერანის გვარზე წადით რა წუწუნა ხალხი;-) სხვებს შეგვარგეთ, ვისაც გამარჯვება გვიხარია.
საქართველო
07 სექტემბერი 2020 22:43
1
ყველა გამოხმაურება
მოგება სანატრელი გვკონდა და ახლა კმაყოფილება ან უკმაყოფილება კი არა მხარსჰი უნდა დავუდგეტ ბიჯებს
vaso
07 სექტემბერი 2020 20:48
2
არანაირი უკმაყოფილების საბაბი არ მაქვს, მითუმეტეს არ ვართ განებივრებულები გასვლითი თამაშებიდან 3 ქულის წამოღების :)
ასე, რომ წარმატებები მაკედონიასთან!
გული მწყდება რომ სტადიონზე ვერ ვიქნებით :(
Biankonneri
07 სექტემბერი 2020 20:22
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული