ხვალ, 8 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კომენტარი "ჯვაროსანთა" ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა:
"მოგესალმებით. ისეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, რომ ძალიან რთული იყო ამასთან შეგუება, თითქოს ბურთი წაგვართვეს. ფსიქოლოგიურად ძნელი გახლდათ, დაბრუნება კი - უფრო რთული. დიდი პასუხისმგებლობაა ამ ყველაფრის შემდეგ შენი ქვეყნის სახელით თამაში. არ არის მარტივი 3-თვიანი შესვენების შემდეგ 9 დღეში ზედიზედ 3 მატჩის ჩატარება.
მე და ჯაბა 24 საათი მოვდიოდით თბილისში ჩამოსასვლელად, რადგან ეროვნულ ნაკრებში გამოსვლა სულ სხვა ემოციებთანაა დაკავშირებული. არ
მესმის, რატომ დარჩა ხალხი უკმაყოფილო ესტონეთში 1:0 გამარჯვებით. სწორად ვიმოქმედეთ და ქაღალდზე უფრო ძლიერი მეტოქის - ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ სათამაშოდაც მოვემზადეთ.
"დინამო არენაზე" შეკრებილი ქართველი მაყურებელი წნეხი ჩვენთვის არასდროს ყოფილა, პირიქით, უდიდესი ძალაა. ბევრ ჩემს უცხოელ ნაცნობს უთქვამს, რომ თბილისელი პუბლიკის თვალწინ თამაში სტუმარი გუნდისთვის ძალიან ძნელია. მათ გარეშე თამაში კარგი არ იქნება, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვერდით იქნებიან".

ასე, რომ წარმატებები მაკედონიასთან!
გული მწყდება რომ სტადიონზე ვერ ვიქნებით :(
პირდად მე უკმაყოფილება გამოვთქვი ხვიჩამ თავის ადგილზე რომ არ ითამაშა.
დარწმუნებული ვარ უფრო მეტ სარგებელს მოუტანდა ნაკრებს. სხა პრეტენზია პირველი თამაშის კვალობაზე არ არის. სრული უპრატესობა გქონდათ და ეჭვიც არ შეგვპარვია მოგებაში. გილოცავთ და წარმატებას გისურვებთ.
სხვა ქართველების წარმატება რომ არ ახარებთ და ბოღმიანად იგესლებიან!!...
საჯნტერესო კითხვა მაქვს ეს კაცი ჭადრაკს თამაშობს ნეტა?