ლევან კობიაშვილმა ბელარუსთან მატჩზე ფანების დასწრების საკითხზე ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა "POSTV-სპორტი-სთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კონკრეტულ მაგალითზე დაყრდნობით, მას აქვს წინასწარი განწყობა, რომ ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალურ მატჩზე ბელარუსის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" მაყურებელთა გარკვეული ოდენობა დაშვებული იქნება.

"ბელარუსის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე მაყურებელთა დასწრების საკითხზე საუბარი ჩემთვის ძალიან რთულია. წლების წინ როგორც იყო, როცა თავისუფლად სავსე სტადიონზე შევდიოდით, ალბათ, ასე არ იქნება. თუმცა, წინასწარი განწყობა მაქვს, რომ ამ შეხვედრას მაყურებელთა გარკვეული ნაწილი დაესწრება და გეტყვით, რატომ.

სექტემბერში გასამართი შეხვედრების შესახებ 1 თვით ადრე ვიცოდით,
რომ ამ მატჩებს ფანები არ დაესწრებოდნენ. თუმცა მაშინვე გაკეთდა ერთი განცხადება უნგრეთში ჩასატარებელ უეფას სუპერთასის შეხვედრის შესახებ და იმ თამაშზე უეფამ მაყურებელთა გარკვეული ოდენობა დაუშვა.

მიმაჩნია, რომ ეს ღონისძიება პრეცედენტი შეიძლება იყოს. თუ უეფას ეგიდით ჩატარებულმა ამ შეხვედრამ კარგად ჩაიარა, მაყურებელთა დასწრებამ პრობლემები არ გამოიწვია, შესაძლოა, გულშემატკივრები ოქტომბრის მატჩებზეც ვიხილოთ.
ამ ყველაფერს ჩემი ლოგიკით, ჩემი გადმოსახედით ასე ვხედავ. მაგრამ რეალურად არავინ ვიცით, რა მოხდება ხვალ და ზეგ, მსოფლიოსა და საქართველოში რა ვითარება იქნება.

თუ მოხდა ისე, რომ გულშემატკივართა გარკვეული პროცენტი დაუშვეს, ჩვენთვის უფრო რთული პროცესი დაიწყება, შერჩევის პროცედურას ვგულისხმობ.

ყველა ბილეთი გაყიდულია და სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, როგორ უნდა გაკეთდეს ეს, რა პრინციპით უნდა შევუშვათ ერთნი და მეორენი არა. რაღაც იდეა შეიძლება მქონდეს, თუმცა ამის წინასწარ თქმა არ იქნება სწორი", - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

altვაისი: გვილია მზადაა, შეიძლება ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი სასტარტოში არ დავაყენო - გავგიჟდი ბიჭების გარეშე

altსაქართველოს ნაკრებთან შეხვედრამდე ბელარუსმა ყაზახეთს სძლია [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 14 /
თუ ნამდვილად ქართულ ფეხბურთ მოხმარდება 2 ბილეთი მაქვს და იმ 30 ლარს დიდი სიამოვნებით მოვახმარ მარა თუ ხალხის ფული ჯიბეში უნდა ჩაიდონ მათ თვალწინ დავხევ და არ შევარჩენ მოახმარონ ბავშვების განვითარებას და დარწმუნებული ვარ 99% არ მოითხოვს, რაც შეეხება ვიღაც შეუშვან ვიღაც არა რს უფრო დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს
გიორგი
16:19 10-09-2020
0
რა სირცხვილია, ბილეთის საფასურის უკან აღრბა, ეგ ფული მოხმარდეს გაღატაკებულ ქართულ ფეხბურთს არ ჯობია?? ანუ რო ჩათვალოთ პატარა დახმარება თქვენც რომ გაუკეთეთ ქართულ ფეხბურთს, რომ დაგიბრუნონ ეგ თანხა მაინც ტოტალიზატორში უნდა წააგოთ და ან კიდე ლუდი უნდა დალიოო და ნახევარ საათში უნდა მოფსაა, და ამ ერთხელ პატარა დაეხმარო ქართულ ფეხბურთს არ ჯობია??? ეხლა დაიწყოთ რომ ამ ფულს კობიაშვილი და ძმანნი მისნი ჩაიდებენ ჯიბეში, კობიაშვილმა გამოაქვეყნოსვრა თანხა იქნება და ერთი პატარა მოედანი თუნდაც, გაააკეთოს სადმე , რომელიმე სოფელში გულშემატკივრის სახელით!!! / დამიბრუნეთ ბილეთი არა ის კიდე, გენაცვალე ნაკრების სიყვარულში!!!!
Vasili
10:44 09-09-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული