საქართველოს ნაკრები კაცნაკლულ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა - 1:1.

პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, თუმცა მშვიდად, კლასის ხარჯზე სძლია ესტონეთს, მაგრამ ჩრდილოეთი მაკედონია სულ სხვა დონის მოწინააღმდეგეა და მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ შეიძლებოდა ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი არ დაეყენებინა ძირითად შემადგენლობაში. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მოედანზე სჭირდებოდა უფრო ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მეტ „შავ სამუშაოს“ შეასრულებდა, დაცვას მეტად დაეხმარებოდა და თავისუფალი ზონების პრობლემა ნაკლებად შეიქმნებოდა, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიას უყვ
არს სწრაფად თამაში, რის შესაძლებლობასაც, სავარაუდოდ, „ჯვაროსნები“ არ მისცემდნენ. მათმა თავკაცმა ანგელოვსკიმ უთუოდ უყურა ჩვენი გუნდის უკანასკნელ თამაშს და საინტერესო იყო, რას მოიფიქრებდა შეტევის ხაზში ჩვენი ლიდერის, კვარაცხელიას გასანეიტრალებლად. მოკლედ, ეს ორი დაახლოებით თანაბარი კლასის მეტოქის მწვრთნელთა დუელიც გახლდათ, სადაც ბევრი რამ იღბალზეც იყო დამოკიდებული და არაერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ შეხვედრას მაყურებელი არ ესწრებოდა, საქართველოს ნაკრებმა, ფაქტობრივად, დაკარგა საკუთარი მოედნის უპირატესობა.

ვაისმა, ესტონეთთან შეხვედრისგან განსხვავებით, სასტარტოში ჯიღაურის, ჩაკვეტაძისა და კაჭარავას ნაცვლად მალი, დავითაშვილი და ქვილითაია დააყენა. შესაძლოა, ეს ტალინურ მატჩამდე ჰქონდა კიდეც გადაწყვეტილი.

თამაშის წინ მოსული ნალექი დრენაჟმა ვერ გაატარა, მოედანზე ალაგ-ალაგ გუბეებიც დადგა და გაზონი დამძიმდა. საწყისი 10 წუთის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სახიფათოდ შეუტია. საჯარიმოში კვარაცხელია ალიოსკიმ წააქცია და პენალტით ჩვენი გუნდი ოქრიაშვილმა დააწინაურა.

24-ე წუთზე დავითაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გოლის გატანა არ დაანება.

34-ე წუთზე მალის შეცდომას სტუმართა იერიში და რისტოვსკის გოლი მოჰყვა. არადა, იქამდე მეტოქეს მომენტი არ ჰქონია. შეიძლება ითქვას, პირველი ტაიმი ლოგიკური შედეგით დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების უხიფათო იერიშებით დაიწყო. კონტრშეტევაზე ხოჭოლავამ გვიხსნა, ხოლო მერე კანკავასთან უხეშობისათვის მსაჯმა მუსლიუ გააძევა და ჩრდილომაკედონიელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ.

ვაისის შეგირდებმა შეუტიეს და კანკავას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. შემდეგ შეცვლაზე შესული შენგელიას თავურიც ოდნავ არაზუსტი იყო. 85-ე წუთზე ვაისმა კვეკვესკირი კაჭარავათი შეცვალა. ბოლოს შენგელიას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და - 1:1 სტუმართა სასარგებლოდ.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 1:1
გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (13, პენ), 1:1 რისტოვსკი (34)
გაძევება: მუსლიუ (64)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, მალი (შენგელია 75), კანკავა, კვეკვესკირი (კაჭარავა 85), დავითაშვილი, ოქრიაშვილი, კვარაცხელია, ქვილითაია (ჩაკვეტაძე 62)

ჩრდ. მაკედონია: შიშკოვსკი, ალიოსკი, მუსლიუ, ველკიოსკი, რისტოვსკი, ადემი (ნიკოლოვი 59), სპიროვსკი, ელმასი, ბარდი, ტრაიკოვსკი, პანდევი (ბეიტულაი 78)

altჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი: მინდა ნოემბერში თბილისში ჩამოვიდეთ და ფინალში საქართველოს ნაკრებს შევხვდეთ

altკვეკვესკირი: მე და კანკავა თბილისამდე 24 საათი მოვდიოდით - არ მესმის, ესტონეთთან 1:0 მოგების გამო ხალხი რატომ დარჩა უკმაყოფილო

altვაისი: გვილია მზადაა, შეიძლება ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი სასტარტოში არ დავაყენო - გავგიჟდი ბიჭების გარეშე

მკითხველის კომენტარები / 178 /
მოსაგები მატჩი იყო , ერთხელ დაარტყეს და გაგვიტანეს ისიც დებიუტანტის შეცდომით რომელიც თავის პოზიციაზეც კი არ იდგა , პირველი მატჩი ქონდა ნაკრებში, ვაისის მინუსი. 4-4 ქულა გვაქვს ეგ არაფერი , გასვლაზე მოვუგებთ , ჩვენებს მეორე ნომრად უფრო კარგად გამოსდით
ლაშა
08 სექტემბერი 2020 22:23
2
ეს ჩემი კომენტარია , კიდე წერს აქ ადამიანი საზღვარგარეთიდან და იმასაც დავაკვირდი სულ ლაშა აწერია ასე რომ მე "ლშ" გავხდები , რამე გაუგებრობა რო არ მოხდეს (ხუმრობით რა თქმა უნდა )
ლშ
09 სექტემბერი 2020 00:42
0
რაც ჟურნალისტები ხართ ის ფეხბურთელები არიან მკვდრები
sar
08 სექტემბერი 2020 22:22
3
არ გაგვიმართლა, თუმცა ბევრი რაღაც ვერ გავიგე- როდის აქეთ გახდა დავითაშვილი გარემარბი ან მალი მარცხენა მცველი ან გვილია სკამზე რატო დარჩა ბოლომდე ან სველ მინდორზე(სამარცხვინოა ეროვნულ არენას დრენაჟი არ ქონდეს ფაქტიურად) აქცენტი შორიდან დარტყმებზე რატო არ გაკეთდა
BOSS
08 სექტემბერი 2020 22:21
1
როდემდე უნდა ვთამაშობდეთ ასე უმწვრთნელოდ ვერ გავიგე? როდის დაუნიშნავენ ნაკრებს მწვრთნელს ხომ არავინ იცით? რას ფიქრობს ფედერაცია?
Gogsss
08 სექტემბერი 2020 22:21
4
როდის უნდა ვისწავლოთ რეალობისთვის თვალის გასწირება, ჩვენი ნაკრები არის საშუალო ევროპულზე დაბალი დონის, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ფეხბურთში გაურკვეველი ადამიანი ესტონითისნაირ ნაკრებებთან გამარჯვებით აღფრთოვანდება ხოლმე.... სტატისტიკაც საინტერესოა, უმრავლესობაში თამაშისას და ზოგადად მთელ თამაშში რამდენჯერ დავარტყით კარში?! თავდამსხმელი ხომ ფაქტიურად არ გვყავს სამწუხაროდ!!!! ჯობია დროულად გავუსწოროთ რეალობას თვალი რომ ზედმეტი იმედგაცრუება არ დაგვემართოს!!!!
?!
08 სექტემბერი 2020 22:21
5
6 ჯერ დავარტყით კარის მიმატთულებით და 1 ჯერ დაარტუეს და გაგვიტანეს , მეკარეს სტატისტიკურად 5 სეივი ქონდა მაკედონიის.მარა რა თქმა უნდა მეტი მომენტი იყო საჭირო გოლის გასატანად ფაქტია
ლშ
09 სექტემბერი 2020 00:40
0
რას ვიზამთ,რაცა ვართ ესა ვართ!მადლობა ბიჭებს თავდადებული თამაშისთვის,თუმცა გულზე ხელი რომ დავიდოთ,არც ერთი გუნდი ჩვენი ც დივიზიონიდან არ აკმაყოფილებს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის დონეს,მაგრამ მადლობა უეფას ასეთი შესაძლებლობა რომ გაგვიჩინა,რასაც ღრმად ვარ დარწმუნებული გამოვიყენებთ კიდეც!
Alex.F
08 სექტემბერი 2020 22:20
0
sustebi vart fexburtshi unda vagiarot,ragazas taifafxureben vitom da eg goniat fexburti,ise rubins rom ver gavzdit aba meti ra unda motxovos kazma amat)))
qomagi
08 სექტემბერი 2020 22:20
0
ცოტა ზედმეტს ხო არ შვება ჩვენი "ნიჭიერა"?
ლაშა
08 სექტემბერი 2020 22:20
3
დაუძლურებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა ნაკრებმა,მთელი ტაიმი კაცნაკლულ მაკედონიას ეთამაშო და ვერაფერი მოახერხო კრიტიკას იმსახურებს, ცუდი თამაში იყო, სხვანაირად ვერ შევაფასებდი.
Roma
08 სექტემბერი 2020 22:19
7
მომკალით და ვაისის ხელს ვერ ვატყობ გუნდს, პირველი ერთა ლიგა ჩაკვეტაძემ მოიგო პირადად ისიც ჭე კლასის გუნდებთან, ეხლა კიდე ისეთ ფეხბურთს ვთამაშობთ რასაც ყოველთვის ვთამაშობდით, არანაირი კომბინაცია, არანაირი გონივრული ცვლილებები, არანაირი ტაქტიკა, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გადიან ფონს ისიც მაქსიმუმ საჯარიმომდე მიდიან. მგონია რომ ცხადაძის დროს ყველაზე გამართულ შეტევას ვთამაშობდით, ვიღაც გაიხსენებს ახლა პოლონეთთან წაგებულ თამაშს დიდი ანგარიშით, ეგეც იმის მანიშნებელია რომ შეტევას ვთამაშობდით.
emigranti
08 სექტემბერი 2020 22:19
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული