საქართველოს ნაკრები კაცნაკლულ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა - 1:1.

პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, თუმცა მშვიდად, კლასის ხარჯზე სძლია ესტონეთს, მაგრამ ჩრდილოეთი მაკედონია სულ სხვა დონის მოწინააღმდეგეა და მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ შეიძლებოდა ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი არ დაეყენებინა ძირითად შემადგენლობაში. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მოედანზე სჭირდებოდა უფრო ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მეტ „შავ სამუშაოს“ შეასრულებდა, დაცვას მეტად დაეხმარებოდა და თავისუფალი ზონების პრობლემა ნაკლებად შეიქმნებოდა, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიას უყვ
არს სწრაფად თამაში, რის შესაძლებლობასაც, სავარაუდოდ, „ჯვაროსნები“ არ მისცემდნენ. მათმა თავკაცმა ანგელოვსკიმ უთუოდ უყურა ჩვენი გუნდის უკანასკნელ თამაშს და საინტერესო იყო, რას მოიფიქრებდა შეტევის ხაზში ჩვენი ლიდერის, კვარაცხელიას გასანეიტრალებლად. მოკლედ, ეს ორი დაახლოებით თანაბარი კლასის მეტოქის მწვრთნელთა დუელიც გახლდათ, სადაც ბევრი რამ იღბალზეც იყო დამოკიდებული და არაერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ შეხვედრას მაყურებელი არ ესწრებოდა, საქართველოს ნაკრებმა, ფაქტობრივად, დაკარგა საკუთარი მოედნის უპირატესობა.

ვაისმა, ესტონეთთან შეხვედრისგან განსხვავებით, სასტარტოში ჯიღაურის, ჩაკვეტაძისა და კაჭარავას ნაცვლად მალი, დავითაშვილი და ქვილითაია დააყენა. შესაძლოა, ეს ტალინურ მატჩამდე ჰქონდა კიდეც გადაწყვეტილი.

თამაშის წინ მოსული ნალექი დრენაჟმა ვერ გაატარა, მოედანზე ალაგ-ალაგ გუბეებიც დადგა და გაზონი დამძიმდა. საწყისი 10 წუთის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სახიფათოდ შეუტია. საჯარიმოში კვარაცხელია ალიოსკიმ წააქცია და პენალტით ჩვენი გუნდი ოქრიაშვილმა დააწინაურა.

24-ე წუთზე დავითაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გოლის გატანა არ დაანება.

34-ე წუთზე მალის შეცდომას სტუმართა იერიში და რისტოვსკის გოლი მოჰყვა. არადა, იქამდე მეტოქეს მომენტი არ ჰქონია. შეიძლება ითქვას, პირველი ტაიმი ლოგიკური შედეგით დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების უხიფათო იერიშებით დაიწყო. კონტრშეტევაზე ხოჭოლავამ გვიხსნა, ხოლო მერე კანკავასთან უხეშობისათვის მსაჯმა მუსლიუ გააძევა და ჩრდილომაკედონიელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ.

ვაისის შეგირდებმა შეუტიეს და კანკავას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. შემდეგ შეცვლაზე შესული შენგელიას თავურიც ოდნავ არაზუსტი იყო. 85-ე წუთზე ვაისმა კვეკვესკირი კაჭარავათი შეცვალა. ბოლოს შენგელიას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და - 1:1 სტუმართა სასარგებლოდ.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 1:1
გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (13, პენ), 1:1 რისტოვსკი (34)
გაძევება: მუსლიუ (64)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, მალი (შენგელია 75), კანკავა, კვეკვესკირი (კაჭარავა 85), დავითაშვილი, ოქრიაშვილი, კვარაცხელია, ქვილითაია (ჩაკვეტაძე 62)

ჩრდ. მაკედონია: შიშკოვსკი, ალიოსკი, მუსლიუ, ველკიოსკი, რისტოვსკი, ადემი (ნიკოლოვი 59), სპიროვსკი, ელმასი, ბარდი, ტრაიკოვსკი, პანდევი (ბეიტულაი 78)

altჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი: მინდა ნოემბერში თბილისში ჩამოვიდეთ და ფინალში საქართველოს ნაკრებს შევხვდეთ

altკვეკვესკირი: მე და კანკავა თბილისამდე 24 საათი მოვდიოდით - არ მესმის, ესტონეთთან 1:0 მოგების გამო ხალხი რატომ დარჩა უკმაყოფილო

altვაისი: გვილია მზადაა, შეიძლება ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი სასტარტოში არ დავაყენო - გავგიჟდი ბიჭების გარეშე

მკითხველის კომენტარები / 178 /
ქვილითაიამ რომ დაანებოს თამაშს თავი დროა. ორ მეტში ჩაუვლიდნენ ბურთით და რეაქცია არ ქონდა. ყაზაიშვილისგან ვერ ვიტანდი იგივეს. ოქრიაშვილი თუ დარბის ქვილითაია რატომ დადის მოედანზე? ეგ ბურთი კიდევ ათრიეთ ძუ..ა ძაღლივით და ითამაშეთ ორღობის ფეხბურთი
David
08 სექტემბერი 2020 22:18
5
არაბიძე კუთხურებს მაინც აწვდიდა ნორმალურად რაუბედურებაა ბურთი როგორ ვერ უნდა აწიო და ჩააგდო იქ სადაც ყველაზე მეტი ფეხბურთელი იყრის თავს, შენგელია და ჩაკვეტაძე მაინც დასვენებულები შემოვიდნენ თითქოს ფეხებზე სიმძიმეები ეკიდათ ისე მოძრაობდნენ, და ამ ვაისმა როდის უნდა დაანებოს ამ ახალი ველოსიპედის გამოგონებას თავი მიეცი რაა 90 წუთი მარცხენა ფლანგზე იმ ფეხბურთელს ვინც აპრიორი იცი რომ ამ ფლანგზე რაღაცის გამკეთებელიაა, მთელი წინა სეზონი ჩაკვეტაძემ ამ ფლანგიდან აიკლო ყველა და ახლა კვარაცხელია იკლებს მთელს რუსეთს, სადმე წაგიკითხაავთ ან თუ მოგისმენიათ სადმე რომ ოქრიაშვილი ან დავითაშვილი თავინთ კლუბებში მარცხენა ფლანგს ასე ხმარობდნენ? მე არა! ეს ქვილითაია ხო საერთოდ ამ ბიჭის თამაში ნიშნავს ერთით ნაკლებ მოთამაშეს სტადიონზე
გოგა მართალი
08 სექტემბერი 2020 22:17
2
არაუშავს გაკვეთილი იყოს.. ევროპაზე მაინც გავალთ !
შოთა
08 სექტემბერი 2020 22:17
1
მაკედონია იათამაშებს ვაფშე სხვა ფეხბურთს სახლში თან კაცი გაუგდეს და დაცვას მიაწვა ფრეზეც დიდატ კმაყოფილნი იყვნენენ სახლში კი უეჩველი შეგვიტევენ მანდ გამოცჰნდება კონტრშეტევაზე ჩვენი ტალანტების ძალა
nika
08 სექტემბერი 2020 22:17
1
მაკედონიას ერთი შანცი მიეცა და გამოიყენეს და ისიც ბებერი პნდევის დამსახურებით, მეტი მაკედონიას არაფელი გაუკეთებია მინდორზე სიმულიანტობებია გარდა. ერთი დონის გუნდები გვყავს და შედეგიც ლოგიკური იყო.
გოგა
08 სექტემბერი 2020 22:17
0
ისედაც თავდასხმელი არა გვყავს და უთამაშებელ ქვილითაიას თავიდანვე აყენებს! ეხლა ხომ მაინც დაიჯერებ ვაის, რომ უთამაშებელი კაცი ნაკრებში არ უნდა გამოიუძახო!
მწრთვნელი
08 სექტემბერი 2020 22:17
1
ეს გუნდური თამაშია ჯიმა!
gela
08 სექტემბერი 2020 22:16
2
ესენი ფეხბურთელები არ არიან ფეხბურთელი რომელიც სწორ პასს ვერ აკეთებს და უაზროდ ათრევს აქეთ იქით ბურთს ჯობია საერთოდ შეეშვას ფეხბურთის თამაშს. მე მაგალითად ამათ ფეხბურთელებს ვერ ვუწოდებ. ამათ კოსო ვალეტივით გადახევს სადაც დაიჭერს
lasha
08 სექტემბერი 2020 22:15
7
თამაში წააგო მევრთნელმა , ფედერაციამ და დინამოს დირექციამ
სანამ არ შეწყდება ახალოლობით უთამაშებელი ფეხბურთელების სასტარტოში დაყენება მანამდე არ გვეშველება არაფერი ! ქეცბაიას ამას ვერ გაუბედავდნენ ! ქეცბაია ან არცელაძე ნაკრებში
გიო
08 სექტემბერი 2020 22:14
10
თქვენც ხართ რა ჟურნალისტები იმის მაგივრად რონ ნაკრები გაამხნევო 1~1სტუმართა სასარგებლოდ რატომაა მითხარით?რა ფესიმისტები ხართ.მალის დაყენება არ იყო კარგი გადაწყვეტილება მაგას ისევ ჯიღაური ჯობდა თან მისი ფლანგი არ იყო მაგრამ რაღაც მომენტში კარგია რომ ცდის და ახალგაზრდებს აძლევს შანსს.ქვილითაია ზედმეტი იყო ამდენი ხნის უთამაშებელ ფეხბურთელს რატომ აყენებს ვერ ვხვდები.გვილია რატომ არ ათამაშა რას ერჩის ვაკოს
თემური
08 სექტემბერი 2020 22:13
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული