საქართველოს ნაკრები კაცნაკლულ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა - 1:1.

პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, თუმცა მშვიდად, კლასის ხარჯზე სძლია ესტონეთს, მაგრამ ჩრდილოეთი მაკედონია სულ სხვა დონის მოწინააღმდეგეა და მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ შეიძლებოდა ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი არ დაეყენებინა ძირითად შემადგენლობაში. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მოედანზე სჭირდებოდა უფრო ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მეტ „შავ სამუშაოს“ შეასრულებდა, დაცვას მეტად დაეხმარებოდა და თავისუფალი ზონების პრობლემა ნაკლებად შეიქმნებოდა, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიას უყვ
არს სწრაფად თამაში, რის შესაძლებლობასაც, სავარაუდოდ, „ჯვაროსნები“ არ მისცემდნენ. მათმა თავკაცმა ანგელოვსკიმ უთუოდ უყურა ჩვენი გუნდის უკანასკნელ თამაშს და საინტერესო იყო, რას მოიფიქრებდა შეტევის ხაზში ჩვენი ლიდერის, კვარაცხელიას გასანეიტრალებლად. მოკლედ, ეს ორი დაახლოებით თანაბარი კლასის მეტოქის მწვრთნელთა დუელიც გახლდათ, სადაც ბევრი რამ იღბალზეც იყო დამოკიდებული და არაერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ შეხვედრას მაყურებელი არ ესწრებოდა, საქართველოს ნაკრებმა, ფაქტობრივად, დაკარგა საკუთარი მოედნის უპირატესობა.

ვაისმა, ესტონეთთან შეხვედრისგან განსხვავებით, სასტარტოში ჯიღაურის, ჩაკვეტაძისა და კაჭარავას ნაცვლად მალი, დავითაშვილი და ქვილითაია დააყენა. შესაძლოა, ეს ტალინურ მატჩამდე ჰქონდა კიდეც გადაწყვეტილი.

თამაშის წინ მოსული ნალექი დრენაჟმა ვერ გაატარა, მოედანზე ალაგ-ალაგ გუბეებიც დადგა და გაზონი დამძიმდა. საწყისი 10 წუთის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სახიფათოდ შეუტია. საჯარიმოში კვარაცხელია ალიოსკიმ წააქცია და პენალტით ჩვენი გუნდი ოქრიაშვილმა დააწინაურა.

24-ე წუთზე დავითაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გოლის გატანა არ დაანება.

34-ე წუთზე მალის შეცდომას სტუმართა იერიში და რისტოვსკის გოლი მოჰყვა. არადა, იქამდე მეტოქეს მომენტი არ ჰქონია. შეიძლება ითქვას, პირველი ტაიმი ლოგიკური შედეგით დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების უხიფათო იერიშებით დაიწყო. კონტრშეტევაზე ხოჭოლავამ გვიხსნა, ხოლო მერე კანკავასთან უხეშობისათვის მსაჯმა მუსლიუ გააძევა და ჩრდილომაკედონიელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ.

ვაისის შეგირდებმა შეუტიეს და კანკავას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. შემდეგ შეცვლაზე შესული შენგელიას თავურიც ოდნავ არაზუსტი იყო. 85-ე წუთზე ვაისმა კვეკვესკირი კაჭარავათი შეცვალა. ბოლოს შენგელიას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და - 1:1 სტუმართა სასარგებლოდ.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 1:1
გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (13, პენ), 1:1 რისტოვსკი (34)
გაძევება: მუსლიუ (64)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, მალი (შენგელია 75), კანკავა, კვეკვესკირი (კაჭარავა 85), დავითაშვილი, ოქრიაშვილი, კვარაცხელია, ქვილითაია (ჩაკვეტაძე 62)

ჩრდ. მაკედონია: შიშკოვსკი, ალიოსკი, მუსლიუ, ველკიოსკი, რისტოვსკი, ადემი (ნიკოლოვი 59), სპიროვსკი, ელმასი, ბარდი, ტრაიკოვსკი, პანდევი (ბეიტულაი 78)

altჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი: მინდა ნოემბერში თბილისში ჩამოვიდეთ და ფინალში საქართველოს ნაკრებს შევხვდეთ

altკვეკვესკირი: მე და კანკავა თბილისამდე 24 საათი მოვდიოდით - არ მესმის, ესტონეთთან 1:0 მოგების გამო ხალხი რატომ დარჩა უკმაყოფილო

altვაისი: გვილია მზადაა, შეიძლება ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი სასტარტოში არ დავაყენო - გავგიჟდი ბიჭების გარეშე

მკითხველის კომენტარები / 178 /
ქვილითაიას გამოყვანა რომ თავში მოგივა ისეიგი მწვრთნელი კი არა ტაბურეტკა ხარ!!
zako
08 სექტემბერი 2020 22:12
1
გოლი თავისით არ გავა, თუ არ ჩააწოდე და კარში არ დაარტყი!!!
რაგბის ფანი
08 სექტემბერი 2020 22:11
0
ახლა ვფიქრობ, არაფორმაშიმყოფი ქვილითაიას ნაცვლად შენგელია რომ ყოფილიყო.. აუფ, როგორი დასანანი ფრეა, ნერვები მეშლება :(

მადლობა ბიჭებს, ნამდვილად შეგვეძლო, ბოლომდე დაიხარჯნენ
Biankonneri
08 სექტემბერი 2020 22:11
0
1:1 სტუმართა სასარგებლოთ?
რა იყო გასვლაზე გატანილი გოლი მეტად ფასობს ? თუ ჭიდაობაა ვინც ბოლო აიღო ქულა იმას აქვს უპირატესობა ?
მიხაელ
08 სექტემბერი 2020 22:10
2
სამარცხვინო თამაში, სამარცხვინო მწვრთნელი! როდემდე უნდა ვიწვალოდ ვაისი გონზე არ არის ან რა შემადგენლობას აყენებს არ ცომ უნდა მიხვდე რო დროზე შეცვალო?! მალის რა უნდა ნაკრებში რა დამსახურებისთვის? პასი ვერ გააკეთა რო მოწინააღმდეგეს არ გაერტყა გოლი მაგან მოიტანა და დანარჩენ დროშიც სულ იმის შიში იყო კიდევ რამე უბედურება არ ექნა.მარცხენა ფრთა საერთოდ ნოლი. ან დავითაშვილს ეა უნდა ან საერთოდ უთამაშებელ ქვილითაიას?? ვიძახი დიდი ხანია დაგვღუპავს ვაისითქო და ამათმა კიდე კონტრაქტი გაუგრძელეს!!! ვაი...
გულშემატკივარი
08 სექტემბერი 2020 22:08
10
ცუდი თამაში არაგუნდური!უაზრო ზედმეტი ბურთის თრევა და ფინთები.არ ვიცი რა ცუდი იყო დღეს
დათო
08 სექტემბერი 2020 22:08
23
ნორმალურად ითამაშეს, რას ერჩით, იმათ გოლის გარდა არც ერთი ხიფათი არ შეუქმნიათ, ჩვენ კი 3-ჯერ შეგვეძლო გატანა, წითელიც ჩვენ გამოვიმუშავეთ, მსაჯს არ უჩუქნია, სველმა მინდორმაც შეიტანა კორექტივები, ფორტუნა სტუმრებისკენ იყო, ჯაბამ დაგლიჯა.
მინდია
08 სექტემბერი 2020 22:08
38
100% ჯაბა შეუდარებელი იყო!
Biankonneri
08 სექტემბერი 2020 22:14
1
მინდია ბიძიკო შენ ფეხბურთი თუ არ გესმის არ აწვალო არც თუთები და არც კლავიატურა ! რას ნიშნავს მომენტი არ შეუქმნიათ , როცა შექმნეს გაგვიტანეს 10 დარჩნენ და ბურთი არ გაგატანინეს ! წერია უფლება თუ გაქვს და აზრის გამოთქმის იმას კი არ ნიშნავს რომ სისულელე უნდა წერო !
გიო
08 სექტემბერი 2020 22:11
12
ყველა გამოხმაურება
ვინც ამათ ფეხბურთელობა შთააგონა აი იმის ...
კვარა
08 სექტემბერი 2020 22:06
38
კაკაბაძე - მინუს უსასრულობა. სხვა რა, ნუ, უმწვრთნელო გუნდის თაობაზე კიდევ არაგვიშავდა
დინამოელი
08 სექტემბერი 2020 22:04
24
ჰო კაკაბაძე ძაან გაღმაა
გენა
08 სექტემბერი 2020 22:28
0
რას ამბობ ძმაო ვაისი სამუდამოდ უნდა გავიფორმოთ! მუდამ ვაისი...(((
გულშემატკივარი
08 სექტემბერი 2020 22:11
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული