საქართველოს ნაკრები კაცნაკლულ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა - 1:1.

პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, თუმცა მშვიდად, კლასის ხარჯზე სძლია ესტონეთს, მაგრამ ჩრდილოეთი მაკედონია სულ სხვა დონის მოწინააღმდეგეა და მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ შეიძლებოდა ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი არ დაეყენებინა ძირითად შემადგენლობაში. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მოედანზე სჭირდებოდა უფრო ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მეტ „შავ სამუშაოს“ შეასრულებდა, დაცვას მეტად დაეხმარებოდა და თავისუფალი ზონების პრობლემა ნაკლებად შეიქმნებოდა, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიას უყვ
არს სწრაფად თამაში, რის შესაძლებლობასაც, სავარაუდოდ, „ჯვაროსნები“ არ მისცემდნენ. მათმა თავკაცმა ანგელოვსკიმ უთუოდ უყურა ჩვენი გუნდის უკანასკნელ თამაშს და საინტერესო იყო, რას მოიფიქრებდა შეტევის ხაზში ჩვენი ლიდერის, კვარაცხელიას გასანეიტრალებლად. მოკლედ, ეს ორი დაახლოებით თანაბარი კლასის მეტოქის მწვრთნელთა დუელიც გახლდათ, სადაც ბევრი რამ იღბალზეც იყო დამოკიდებული და არაერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ შეხვედრას მაყურებელი არ ესწრებოდა, საქართველოს ნაკრებმა, ფაქტობრივად, დაკარგა საკუთარი მოედნის უპირატესობა.

ვაისმა, ესტონეთთან შეხვედრისგან განსხვავებით, სასტარტოში ჯიღაურის, ჩაკვეტაძისა და კაჭარავას ნაცვლად მალი, დავითაშვილი და ქვილითაია დააყენა. შესაძლოა, ეს ტალინურ მატჩამდე ჰქონდა კიდეც გადაწყვეტილი.

თამაშის წინ მოსული ნალექი დრენაჟმა ვერ გაატარა, მოედანზე ალაგ-ალაგ გუბეებიც დადგა და გაზონი დამძიმდა. საწყისი 10 წუთის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სახიფათოდ შეუტია. საჯარიმოში კვარაცხელია ალიოსკიმ წააქცია და პენალტით ჩვენი გუნდი ოქრიაშვილმა დააწინაურა.

24-ე წუთზე დავითაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გოლის გატანა არ დაანება.

34-ე წუთზე მალის შეცდომას სტუმართა იერიში და რისტოვსკის გოლი მოჰყვა. არადა, იქამდე მეტოქეს მომენტი არ ჰქონია. შეიძლება ითქვას, პირველი ტაიმი ლოგიკური შედეგით დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების უხიფათო იერიშებით დაიწყო. კონტრშეტევაზე ხოჭოლავამ გვიხსნა, ხოლო მერე კანკავასთან უხეშობისათვის მსაჯმა მუსლიუ გააძევა და ჩრდილომაკედონიელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ.

ვაისის შეგირდებმა შეუტიეს და კანკავას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. შემდეგ შეცვლაზე შესული შენგელიას თავურიც ოდნავ არაზუსტი იყო. 85-ე წუთზე ვაისმა კვეკვესკირი კაჭარავათი შეცვალა. ბოლოს შენგელიას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და - 1:1 სტუმართა სასარგებლოდ.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 1:1
გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (13, პენ), 1:1 რისტოვსკი (34)
გაძევება: მუსლიუ (64)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, მალი (შენგელია 75), კანკავა, კვეკვესკირი (კაჭარავა 85), დავითაშვილი, ოქრიაშვილი, კვარაცხელია, ქვილითაია (ჩაკვეტაძე 62)

ჩრდ. მაკედონია: შიშკოვსკი, ალიოსკი, მუსლიუ, ველკიოსკი, რისტოვსკი, ადემი (ნიკოლოვი 59), სპიროვსკი, ელმასი, ბარდი, ტრაიკოვსკი, პანდევი (ბეიტულაი 78)

altჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი: მინდა ნოემბერში თბილისში ჩამოვიდეთ და ფინალში საქართველოს ნაკრებს შევხვდეთ

altკვეკვესკირი: მე და კანკავა თბილისამდე 24 საათი მოვდიოდით - არ მესმის, ესტონეთთან 1:0 მოგების გამო ხალხი რატომ დარჩა უკმაყოფილო

altვაისი: გვილია მზადაა, შეიძლება ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი სასტარტოში არ დავაყენო - გავგიჟდი ბიჭების გარეშე

მკითხველის კომენტარები / 178 /
ვიცოდი რომ ასე დასრულდებოდა!
ლევანი
08 სექტემბერი 2020 22:53
2

ვერა რა(( თუ არა? ის ბიჭიც ნამეტანს ინდომებს...
ოთარი
08 სექტემბერი 2020 22:32
0
anothosisi,rotori,toboli da gentshi utamashebeli xalxi,raa gundebshiz tamashoben chveni fexburtebeli klasiz shesabamisi aakvt, chveni maximumi D jgufia,kvelam istavla fexburtis tamashi chvens garda.
cotne
08 სექტემბერი 2020 22:32
0
ვაისი მაგას და მაგის ჩამომყვანს! შესარჩევში რომ გვეთამაშა მემგონი ერთი შანსი იყო ყველა თამაში უნდა მოგვეგო? ეხლა კი ფაფუ ვაისის მეხოტბეებო! კაჭარავა რომ ეთემაშებინა თავიდან, თავით და ჩაჭრაზე მაინც ითამაშებდა!
lelo
08 სექტემბერი 2020 22:30
6
კაცი დაბერდა და ვერ გაარკვიეტ კვირკელიაა ტუ კვერკველია
vato
09 სექტემბერი 2020 12:56
1
საქართველოს ნაკრებისთვის უმაყურებლო სტადიონზე ჩრდილო მაკედონიასთან 1:1 საუკეთესო შედეგია. გამარჯვების შანსი იყო, მაგრამ რეალურად აღვიქვათ მოვლენები, ქართულ ფეხბურთში არსებული პოტენციალით, ფრე წარმატებაა. კვარაცხელია პერსპექტიულია, თუმცა საერთაშორისო გაგებით, ჯერ საშუალო დონის ფეხბურთსაც ვერ აჩვენებს. ბურთს აჩერებს, დროს კარგავს, საჭიროების გარეშე, უადგილოდ ცდილობს ცრუ მოძრაობების კეთებას. მოკლედ, თანაბარი ძალის ფეხბურთელებია, რომლითაც ნურავის ექნება რაღაც ილუზიები. ჭაკვეტაძეს და კვარაცხსლიას პერსპექტივა აქვთ, მაგრამ ძალიან დიდი შრომა სჭირდებათ.
მამუკა
09 სექტემბერი 2020 11:24
1
დასანანი ფრეა... კარგი თაობა მოდის!!! იმედი მაქვს 2-3 წლის შემდეგ, ბევრ სიურპრიზს შევთავაზებთ საფეხბურთო სამყაროს... მთავარია სწორი ვარჯიში...
tngh
09 სექტემბერი 2020 10:15
3
მალი გასაგებია, რომ გამოსცადა ვაისმა, მაგრამ ქვილითაიას საერთოდ რატომ იძახებს ნაკრებში.
gio
09 სექტემბერი 2020 09:28
2
სადაც გინდათ იქ ათამაშეთ ძმაო ეგ კაცი, კლასი არ იკარგება. კანკავა ძან მაგარია.
გოგა
09 სექტემბერი 2020 07:20
2
ფლეისთეიშენის Fifa-ს საზომით რომ ავიღოთ კაჭარავას სირბილი ექნებოდა მაქსიმუმ 5-10 :))) ცოტა კიდე რო შეანელო უკვე სურათი არი ტიპი
Superman
09 სექტემბერი 2020 04:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული