საქართველოს ნაკრები კაცნაკლულ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა - 1:1.

პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, თუმცა მშვიდად, კლასის ხარჯზე სძლია ესტონეთს, მაგრამ ჩრდილოეთი მაკედონია სულ სხვა დონის მოწინააღმდეგეა და მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ შეიძლებოდა ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი არ დაეყენებინა ძირითად შემადგენლობაში. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მოედანზე სჭირდებოდა უფრო ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მეტ „შავ სამუშაოს“ შეასრულებდა, დაცვას მეტად დაეხმარებოდა და თავისუფალი ზონების პრობლემა ნაკლებად შეიქმნებოდა, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიას უყვ
არს სწრაფად თამაში, რის შესაძლებლობასაც, სავარაუდოდ, „ჯვაროსნები“ არ მისცემდნენ. მათმა თავკაცმა ანგელოვსკიმ უთუოდ უყურა ჩვენი გუნდის უკანასკნელ თამაშს და საინტერესო იყო, რას მოიფიქრებდა შეტევის ხაზში ჩვენი ლიდერის, კვარაცხელიას გასანეიტრალებლად. მოკლედ, ეს ორი დაახლოებით თანაბარი კლასის მეტოქის მწვრთნელთა დუელიც გახლდათ, სადაც ბევრი რამ იღბალზეც იყო დამოკიდებული და არაერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ შეხვედრას მაყურებელი არ ესწრებოდა, საქართველოს ნაკრებმა, ფაქტობრივად, დაკარგა საკუთარი მოედნის უპირატესობა.

ვაისმა, ესტონეთთან შეხვედრისგან განსხვავებით, სასტარტოში ჯიღაურის, ჩაკვეტაძისა და კაჭარავას ნაცვლად მალი, დავითაშვილი და ქვილითაია დააყენა. შესაძლოა, ეს ტალინურ მატჩამდე ჰქონდა კიდეც გადაწყვეტილი.

თამაშის წინ მოსული ნალექი დრენაჟმა ვერ გაატარა, მოედანზე ალაგ-ალაგ გუბეებიც დადგა და გაზონი დამძიმდა. საწყისი 10 წუთის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სახიფათოდ შეუტია. საჯარიმოში კვარაცხელია ალიოსკიმ წააქცია და პენალტით ჩვენი გუნდი ოქრიაშვილმა დააწინაურა.

24-ე წუთზე დავითაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გოლის გატანა არ დაანება.

34-ე წუთზე მალის შეცდომას სტუმართა იერიში და რისტოვსკის გოლი მოჰყვა. არადა, იქამდე მეტოქეს მომენტი არ ჰქონია. შეიძლება ითქვას, პირველი ტაიმი ლოგიკური შედეგით დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების უხიფათო იერიშებით დაიწყო. კონტრშეტევაზე ხოჭოლავამ გვიხსნა, ხოლო მერე კანკავასთან უხეშობისათვის მსაჯმა მუსლიუ გააძევა და ჩრდილომაკედონიელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ.

ვაისის შეგირდებმა შეუტიეს და კანკავას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. შემდეგ შეცვლაზე შესული შენგელიას თავურიც ოდნავ არაზუსტი იყო. 85-ე წუთზე ვაისმა კვეკვესკირი კაჭარავათი შეცვალა. ბოლოს შენგელიას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და - 1:1 სტუმართა სასარგებლოდ.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 1:1
გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (13, პენ), 1:1 რისტოვსკი (34)
გაძევება: მუსლიუ (64)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, მალი (შენგელია 75), კანკავა, კვეკვესკირი (კაჭარავა 85), დავითაშვილი, ოქრიაშვილი, კვარაცხელია, ქვილითაია (ჩაკვეტაძე 62)

ჩრდ. მაკედონია: შიშკოვსკი, ალიოსკი, მუსლიუ, ველკიოსკი, რისტოვსკი, ადემი (ნიკოლოვი 59), სპიროვსკი, ელმასი, ბარდი, ტრაიკოვსკი, პანდევი (ბეიტულაი 78)

altჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი: მინდა ნოემბერში თბილისში ჩამოვიდეთ და ფინალში საქართველოს ნაკრებს შევხვდეთ

altკვეკვესკირი: მე და კანკავა თბილისამდე 24 საათი მოვდიოდით - არ მესმის, ესტონეთთან 1:0 მოგების გამო ხალხი რატომ დარჩა უკმაყოფილო

altვაისი: გვილია მზადაა, შეიძლება ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი სასტარტოში არ დავაყენო - გავგიჟდი ბიჭების გარეშე

მკითხველის კომენტარები / 178 /
თერთმეტი თერთმეტზე ჩვენზე უკეთესი გუნდი ჩანდა. ამიტომ ქება დიდება უნდა დამრთავდეს და დაიწყოს მომზადება. მერე გვიან იქნება:წვიმა იყო, მარცხნივ ყველა დამტვრეულია, ცენტრალური თავდამსხმელი არ გვყავს, ყველას მარცხნივ უნდა თამაში და ა.შ. ბელარუსიასთან არ მიიღება.
pesimisti
09 სექტემბერი 2020 10:41
4
საიდან ასკვნი,რომ უკეთესი ჩანდა?პირველი ნახევარი საათი,მთლიანად ჩვენი იყო.გოლი შემთხვევით გავუშვით და ტაიმის ბოლო 15 წუთი არეულები ვჩანდით.ამ პერიოდში,ვერც სტუმრებმა შექმნეს რაიმე რეალური,მეორე ტაიმი კი,თავიდანვე ისევ ჩვენი იყო.გაძევებამდეც და შემდეგაც.ძალიან ბევრი ნაკლი აქვს ნაკრებს,რამდენიმე პოზიციაზე აშკარად სუსტები ვართ,მაგრამ ეს თამაში,გაძევებამდეც მეტწილად ჩვენ მიგვყავდა და მსაჯი რომ უკეთესი ყოფილიყო,კიდევ რამდენიმე მეტოქეს გააფრთხილებდა,რაც მათ კიდევ უფრო შეზღუდავდა.
სოსო
09 სექტემბერი 2020 15:05
1
წავიკითხე კომენტარები და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ აქ კომენტარებს ან პატარა ბავშვები წერენ ანდა ფედერაციადან წერენ კომენტარებს!!!))) თურმე რა მაგრი მწვრთნელი გვყავს ტაში ტუში ტაშებიო))) მადლობ ბიჭებს მადლობ ტრენერს რომ მსოფლიოს ვაოცებთო))) აქ ვიღაცეები წერენ რომელი მწვრთნელი ჯობდა ვაისსო ეტყობა ახალგაზრდები ხართ და შეგახსენებთ რომ ძოძუაშვილის დროს მსოფლიოს მაშინდელ ბრინჯაოს მფლობელ ბულგარეთთის ნაკრებთან ქეციბაიას რომ სოფიაში ერთი-ერთზე გასულს გოლი გაეტანა ევროპაზე ვიყავით მოხვედრილები და ყველა გუნდთან შანსი გვქონდა ხოლმე!!! ტოპ მიულერის დროს კი იტალიას გერმანიას ინგლის და სხვა გრანდებს თანაბარ დონეზე ვეთამაშებოდით!!! ერთი კია ახალგაზრდა თაობა კარგი მოდის და თუ კარგ მწვრთნელს მოუძებნიან შედეგიც გვექნება რაც შეუძლება მალე უნდა მოხდეს ძველითაობის ახლით ჩანაცვლება. ქვილითაია აბურჯანია და მისნაირები კი საერთოდ უნდა ჩამოაშორო ნაკრებს.
mero
09 სექტემბერი 2020 10:38
5
დასანანი ფრეა... კარგი თაობა მოდის!!! იმედი მაქვს 2-3 წლის შემდეგ, ბევრ სიურპრიზს შევთავაზებთ საფეხბურთო სამყაროს... მთავარია სწორი ვარჯიში...
tngh
09 სექტემბერი 2020 10:15
3
კანკავას გარდა ყველა ფეხბურთელს შემიძლია "გავკრა კბილი",მაგრამ ჯაბას გამო თავს შევიკავებ,ისეთი შტაბეჭდილება დამრჩა 2 ტაიმი ფეხბურთი მარტო ჯაბამ ითამაში, ყველგან იყო და უამრავ შავ და სხვის სამუშაოსაც ასრულებდა..საბოლოოდ იმაზე მაგრად დამწყდა გული რომ კაცნაკლულ გუნდს ვერ მოუგეთ,ალბათ კაცნაკლულები რომ არ ყოფილიყვნენ კიდევ უფრო ცუდ დამთავრებულიყო ყველაფერი ჩვენთვის......არადა ამ გუნდთან შეიძლება მოგვიწიოს ჯერჯერობით ყველაზე მთავარი თამაში?!
Dato Dvalidze
09 სექტემბერი 2020 10:07
1
მალი გასაგებია, რომ გამოსცადა ვაისმა, მაგრამ ქვილითაიას საერთოდ რატომ იძახებს ნაკრებში.
gio
09 სექტემბერი 2020 09:28
2
ზოგიერთი “პროფესორი” ესტონეთთან უბანძესი თამაშის მერე აღფრთოვანებული იყო და წერდა მოვიგეთ და თან ვაისი ბოლომდეც არ გაიხსნა მაკედონიას თამაში დაუმალაო.. ანუ მაგ ლოგიკით “პროფესორებო” გუშინ ბელარუსს დაიმალა ვაისმა თამაში?! რეალობა როდის უნდა ვაღიაროთ რომ მეტი არ შეგვიძლია?! სამწუხაროდ, 2020 წლის ამ უსახურ ნაკრებს კარში რომ ვერ ურტყავენ, 40 წლის წინანდელი დინამო ალბათ 100ჯერ აღემატება!!!
რეალობა!!!!
09 სექტემბერი 2020 08:58
3
რეალობა ის არის,რომ დღეს ეს ნაკრები გყავს და ეს ნაკრები, 3-4 წლის წინანდელზე უკეთესია.კარგი იყო მაშინდელი დინამო,მაგრამ გამოიყვანე და ათამაშე თუ შეგიძლია.გამოიყვან?მაშ სად არის შენი რეალობა?
სოსო
09 სექტემბერი 2020 15:12
2
რეალობისთვის თვალის გასწორება როდის უნდა ვისწავლოთ?! სამწუხაროდ გუნდი არა გვყავს არააა !!! რამდენჯერ უნდა დავდგეთ ფაქტის წინაშე და დაგვემართოს მორიგი იმედგაცრუება !!! გუშინ თანამედროვე ფეხბურთთან მიახლოვებულს მხოლოდ კანკავა თამაშობდა!!! ნორმალური შემქმნელი ნახევარმცველო და თავდამსხმელი ხომ არ გვყავს ფაქტია ვინც გვყავს ისინი კი თამაშობენ თავისი დონის შესაფერის ჩემპიონატებში, ესეც ფაქტია სამწუხაროდ!!! ეხლა მორიგი იმედგაცრუების შემდეგ გაუშვებენ ვაისს და დაიწყება მერე თავიდან ახალი მწვრთნელი და ახალი უსაფუძვლო იმედები, როდემდე უნდა ვიაროთ ერთ წრეზე როდემდე?!
გოლი რომ გაიტანო კარში უნდა დაარტყა თუ ამის თავი გაქვს
09 სექტემბერი 2020 08:47
2
სადაც გინდათ იქ ათამაშეთ ძმაო ეგ კაცი, კლასი არ იკარგება. კანკავა ძან მაგარია.
გოგა
09 სექტემბერი 2020 07:20
2
მინდვრის დრენაჟი რომელმა ჩაწყობილმა კომპანიამ გააკეთა, პასუხი რა თქმა უნდა არ მოეთხოვება ჰარამხანა ქვეყანაში..................
???????????????
09 სექტემბერი 2020 07:00
1
ფლეისთეიშენის Fifa-ს საზომით რომ ავიღოთ კაჭარავას სირბილი ექნებოდა მაქსიმუმ 5-10 :))) ცოტა კიდე რო შეანელო უკვე სურათი არი ტიპი
Superman
09 სექტემბერი 2020 04:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული