საქართველოს ნაკრები კაცნაკლულ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა - 1:1.

პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, თუმცა მშვიდად, კლასის ხარჯზე სძლია ესტონეთს, მაგრამ ჩრდილოეთი მაკედონია სულ სხვა დონის მოწინააღმდეგეა და მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ შეიძლებოდა ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი არ დაეყენებინა ძირითად შემადგენლობაში. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მოედანზე სჭირდებოდა უფრო ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მეტ „შავ სამუშაოს“ შეასრულებდა, დაცვას მეტად დაეხმარებოდა და თავისუფალი ზონების პრობლემა ნაკლებად შეიქმნებოდა, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიას უყვ
არს სწრაფად თამაში, რის შესაძლებლობასაც, სავარაუდოდ, „ჯვაროსნები“ არ მისცემდნენ. მათმა თავკაცმა ანგელოვსკიმ უთუოდ უყურა ჩვენი გუნდის უკანასკნელ თამაშს და საინტერესო იყო, რას მოიფიქრებდა შეტევის ხაზში ჩვენი ლიდერის, კვარაცხელიას გასანეიტრალებლად. მოკლედ, ეს ორი დაახლოებით თანაბარი კლასის მეტოქის მწვრთნელთა დუელიც გახლდათ, სადაც ბევრი რამ იღბალზეც იყო დამოკიდებული და არაერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ შეხვედრას მაყურებელი არ ესწრებოდა, საქართველოს ნაკრებმა, ფაქტობრივად, დაკარგა საკუთარი მოედნის უპირატესობა.

ვაისმა, ესტონეთთან შეხვედრისგან განსხვავებით, სასტარტოში ჯიღაურის, ჩაკვეტაძისა და კაჭარავას ნაცვლად მალი, დავითაშვილი და ქვილითაია დააყენა. შესაძლოა, ეს ტალინურ მატჩამდე ჰქონდა კიდეც გადაწყვეტილი.

თამაშის წინ მოსული ნალექი დრენაჟმა ვერ გაატარა, მოედანზე ალაგ-ალაგ გუბეებიც დადგა და გაზონი დამძიმდა. საწყისი 10 წუთის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სახიფათოდ შეუტია. საჯარიმოში კვარაცხელია ალიოსკიმ წააქცია და პენალტით ჩვენი გუნდი ოქრიაშვილმა დააწინაურა.

24-ე წუთზე დავითაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გოლის გატანა არ დაანება.

34-ე წუთზე მალის შეცდომას სტუმართა იერიში და რისტოვსკის გოლი მოჰყვა. არადა, იქამდე მეტოქეს მომენტი არ ჰქონია. შეიძლება ითქვას, პირველი ტაიმი ლოგიკური შედეგით დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების უხიფათო იერიშებით დაიწყო. კონტრშეტევაზე ხოჭოლავამ გვიხსნა, ხოლო მერე კანკავასთან უხეშობისათვის მსაჯმა მუსლიუ გააძევა და ჩრდილომაკედონიელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ.

ვაისის შეგირდებმა შეუტიეს და კანკავას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. შემდეგ შეცვლაზე შესული შენგელიას თავურიც ოდნავ არაზუსტი იყო. 85-ე წუთზე ვაისმა კვეკვესკირი კაჭარავათი შეცვალა. ბოლოს შენგელიას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და - 1:1 სტუმართა სასარგებლოდ.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 1:1
გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (13, პენ), 1:1 რისტოვსკი (34)
გაძევება: მუსლიუ (64)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, მალი (შენგელია 75), კანკავა, კვეკვესკირი (კაჭარავა 85), დავითაშვილი, ოქრიაშვილი, კვარაცხელია, ქვილითაია (ჩაკვეტაძე 62)

ჩრდ. მაკედონია: შიშკოვსკი, ალიოსკი, მუსლიუ, ველკიოსკი, რისტოვსკი, ადემი (ნიკოლოვი 59), სპიროვსკი, ელმასი, ბარდი, ტრაიკოვსკი, პანდევი (ბეიტულაი 78)

altჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი: მინდა ნოემბერში თბილისში ჩამოვიდეთ და ფინალში საქართველოს ნაკრებს შევხვდეთ

altკვეკვესკირი: მე და კანკავა თბილისამდე 24 საათი მოვდიოდით - არ მესმის, ესტონეთთან 1:0 მოგების გამო ხალხი რატომ დარჩა უკმაყოფილო

altვაისი: გვილია მზადაა, შეიძლება ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი სასტარტოში არ დავაყენო - გავგიჟდი ბიჭების გარეშე

მკითხველის კომენტარები / 178 /
ისე ძალიან მიკვირს იმათი ვინც ამტკიცებს რომ აუცილებლად მოუგებთ მაკედონიას და ა.შ. თითქმის მთელი ტაიმი ცენტრალური მცველის გარეშე რომ გვეთამაშენ და ერთი აზრიანი კომბინაცია რომ ვერ გავათამაშეთ თუნდაც ისეთი ჩვენ კარში გატანილი გოლის დროს მაკედონლებმა, ეგ არაფერი? ანდა პირელ ტაიმში მომენტებში ბურთს რომ გვიმალავდნენ და ჩვენები თავმოჭრილი ქათმებივით დარბოდნენ ვერ შეამჩნიეთ? კვარას რაც შეეხება, თუ ამ ბიჭმა პასი არ ისწავლა და საერთოდ კიდევ ბევრი რამ არფერი განსაკუთრებული მისგან არ დადგება, ხომ ნახეთ? პენალტის შემდე მის თამაშს ალღო აუღეს მცველებმა და მეორე ტაიმში საერთოდ ჩაიკარგა, მოედანი კი მეტო ქისთვისაც მძიმე იყო და კიდევ საკითხავია ვინ უფრო იხეირა.იდეაურ მინდორზე შენელებული კანკავა და კვეკვე როგორ მოასწრებნენ ზონების ჩაკეტვას ვნახავდით.
me
09 სექტემბერი 2020 11:45
3
საბოლოო ჯამში ვაისი საკმაოდ ნორმალური მწვრთვნელია,რადგან ქეცბაიასგან განსხვავებით ლაღ ქართულ ფეხბურთს ათამაშებს.გუშინ მეორე დრიბლინგისტი ზურიკოც დააყენა მაგრამ ამინდმა ხელი შეგვიშალა.ხვიჩასაც მაგრად უშლიდა ხელს.მალი არ უნდა დამეყენებინაო თვითონაც ამბობს მაგრამ მე მგონი მცველები საერთოდ აღარცა ყავდა.მოგებაც შეგვეძლო კანკავას რომ ევაჟკაცა ან შენგელიას რომ გამართლებოდა.ბურთებს ვაისი ხომ არ გაიტანს.
ცუდი არ იყო
09 სექტემბერი 2020 11:35
3
საბოლოო ჯამში ვაისი საკმაოდ ნორმალური მწვრთვნელია,რადგან ქეცბაიასგან განსხვავებით ლაღ ქართულ ფეხბურთს ათამაშებს.გუშინ მეორე დრიბლინგისტი ზურიკოც დააყენა მაგრამ ამინდმა ხელი შეგვიშალა.ხვიჩასაც მაგრად უშლიდა ხელს.მალი არ უნდა დამეყენებინაო თვითონაც ამბობს მაგრამ მე მგონი მცველები საერთოდ აღარცა ყავდა.მოგებაც შეგვეძლო კანკავას რომ ევაჟკაცა ან შენგელიას რომ გამართლებოდა.ბურთებს ვაისი ხომ არ გაიტანს.
ცუდი არ იყო
09 სექტემბერი 2020 11:35
1
საქართველოს ნაკრებისთვის უმაყურებლო სტადიონზე ჩრდილო მაკედონიასთან 1:1 საუკეთესო შედეგია. გამარჯვების შანსი იყო, მაგრამ რეალურად აღვიქვათ მოვლენები, ქართულ ფეხბურთში არსებული პოტენციალით, ფრე წარმატებაა. კვარაცხელია პერსპექტიულია, თუმცა საერთაშორისო გაგებით, ჯერ საშუალო დონის ფეხბურთსაც ვერ აჩვენებს. ბურთს აჩერებს, დროს კარგავს, საჭიროების გარეშე, უადგილოდ ცდილობს ცრუ მოძრაობების კეთებას. მოკლედ, თანაბარი ძალის ფეხბურთელებია, რომლითაც ნურავის ექნება რაღაც ილუზიები. ჭაკვეტაძეს და კვარაცხსლიას პერსპექტივა აქვთ, მაგრამ ძალიან დიდი შრომა სჭირდებათ.
მამუკა
09 სექტემბერი 2020 11:24
1
ძალიან ცუდი გუნდი გვყავს !
გიორგი
09 სექტემბერი 2020 11:17
9
ჩემი აზრით, გიჟებივით დარბიან ჩვენი ბიჭები. ეს იმიტომ მოსდით რომ ძალების გადანაწილება არიციან
სტალინი
09 სექტემბერი 2020 11:13
3
მე მგონ დაცვის მარცხენა ფრთაზე უნა დააყენოს გრიგალავა, მართალია შეტევას ვერაფრით შეეწევა, მარა დაცვას მარცხნიდან ჩაკეთავს საიმედოთ. გუშინ გრიგალავა რომ მდგარიყო მალის ადგილას წყნარ 1-0-ს მივაღწევდით. თუმცა სამომავლოდ მალის კიდევ უნდა მიეცეს შანსი არაა ჩამოსაწერი.
hhh
09 სექტემბერი 2020 10:59
0
Chven nakrebs mwvrtvneli wirdeba. arveladze an vinme ucxoeli.cxadadze momwonda ar iyo cudi treneri.vaisi kide mundialos shesarchevshi erti tamashi ver movoget da moldovastan dzlivs gavitqnet ori goli.da vaisic darchq.erta loga wust gundebtan magrad chaatara.magram gundi ro agebs minimaluri sxvaobit da aris 80 wuti da pirvel cvilebas aketeb ese igi mwvrtneli ar xar.ra jigauri ra mali ra undat magat nakrebis dziritadshi.roca tabidzesac da grigalavas sjeudzliat flangze tamashi.mwvrtnelis suleluri gadawyvetilebebis gamo ver moviget.kiteishvili gvaklda da plis es mwvrtneli ninuas da zarandias ar atamashebs.chakvetadzec ar atamasha. kvqras bravo tamashi umagles doneze icis. Rusetis ligis ert-erti sauketeso fexbirtelia.teqnikit sauketesoc.



daviti
09 სექტემბერი 2020 10:56
5
არასწორად დააყენა ვაისმა სასტავი, ასეთ საპასუხისმგებლო თამაშში მალის დებიუტი, ოქრიაშვილის პლეიმეიკერად დაყენება, დავითაშვილი არ შეცვალა და კიდევ მრავალი სხვა. თუ ათ კაციან მაკედონიას ვერ მოუგებ მაშინ ევროპაზე რა გინდა? (ჯგუფის პირველი ადგილი ჩავაბარეთ მაკედონიაას!
x.x
09 სექტემბერი 2020 10:49
7
ადრეც გავაკეთე კომენტარი ცენტრალურ თავდამსხმელზე და ახლაც იგივე აზრზე ვარ. ვერ ვხვდები ტაქტიკურ მონახაზში ქვილითაიას ან კაჭარავას რა როლი აკისრიათ. ბურთზე ეგენი ვერ იბრძვიან, თამაშს ვერ ამწვავებენ, დაცვას არ ეხმარებიან (ამაში არც სხვები ბრწყინავენ). ჩემი აზრით ჯობს კარგი თავდამსხმელის გამოჩენამდე შემტევი ნახევარმცველებით გავიდეთ ფონს, ასე მეტი შანსი გვექნება.
შეტევა
09 სექტემბერი 2020 10:46
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული