საქართველოს ნაკრები კაცნაკლულ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა - 1:1.

პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, თუმცა მშვიდად, კლასის ხარჯზე სძლია ესტონეთს, მაგრამ ჩრდილოეთი მაკედონია სულ სხვა დონის მოწინააღმდეგეა და მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ შეიძლებოდა ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი არ დაეყენებინა ძირითად შემადგენლობაში. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მოედანზე სჭირდებოდა უფრო ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მეტ „შავ სამუშაოს“ შეასრულებდა, დაცვას მეტად დაეხმარებოდა და თავისუფალი ზონების პრობლემა ნაკლებად შეიქმნებოდა, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიას უყვ
არს სწრაფად თამაში, რის შესაძლებლობასაც, სავარაუდოდ, „ჯვაროსნები“ არ მისცემდნენ. მათმა თავკაცმა ანგელოვსკიმ უთუოდ უყურა ჩვენი გუნდის უკანასკნელ თამაშს და საინტერესო იყო, რას მოიფიქრებდა შეტევის ხაზში ჩვენი ლიდერის, კვარაცხელიას გასანეიტრალებლად. მოკლედ, ეს ორი დაახლოებით თანაბარი კლასის მეტოქის მწვრთნელთა დუელიც გახლდათ, სადაც ბევრი რამ იღბალზეც იყო დამოკიდებული და არაერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ შეხვედრას მაყურებელი არ ესწრებოდა, საქართველოს ნაკრებმა, ფაქტობრივად, დაკარგა საკუთარი მოედნის უპირატესობა.

ვაისმა, ესტონეთთან შეხვედრისგან განსხვავებით, სასტარტოში ჯიღაურის, ჩაკვეტაძისა და კაჭარავას ნაცვლად მალი, დავითაშვილი და ქვილითაია დააყენა. შესაძლოა, ეს ტალინურ მატჩამდე ჰქონდა კიდეც გადაწყვეტილი.

თამაშის წინ მოსული ნალექი დრენაჟმა ვერ გაატარა, მოედანზე ალაგ-ალაგ გუბეებიც დადგა და გაზონი დამძიმდა. საწყისი 10 წუთის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სახიფათოდ შეუტია. საჯარიმოში კვარაცხელია ალიოსკიმ წააქცია და პენალტით ჩვენი გუნდი ოქრიაშვილმა დააწინაურა.

24-ე წუთზე დავითაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გოლის გატანა არ დაანება.

34-ე წუთზე მალის შეცდომას სტუმართა იერიში და რისტოვსკის გოლი მოჰყვა. არადა, იქამდე მეტოქეს მომენტი არ ჰქონია. შეიძლება ითქვას, პირველი ტაიმი ლოგიკური შედეგით დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების უხიფათო იერიშებით დაიწყო. კონტრშეტევაზე ხოჭოლავამ გვიხსნა, ხოლო მერე კანკავასთან უხეშობისათვის მსაჯმა მუსლიუ გააძევა და ჩრდილომაკედონიელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ.

ვაისის შეგირდებმა შეუტიეს და კანკავას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. შემდეგ შეცვლაზე შესული შენგელიას თავურიც ოდნავ არაზუსტი იყო. 85-ე წუთზე ვაისმა კვეკვესკირი კაჭარავათი შეცვალა. ბოლოს შენგელიას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და - 1:1 სტუმართა სასარგებლოდ.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 1:1
გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (13, პენ), 1:1 რისტოვსკი (34)
გაძევება: მუსლიუ (64)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, მალი (შენგელია 75), კანკავა, კვეკვესკირი (კაჭარავა 85), დავითაშვილი, ოქრიაშვილი, კვარაცხელია, ქვილითაია (ჩაკვეტაძე 62)

ჩრდ. მაკედონია: შიშკოვსკი, ალიოსკი, მუსლიუ, ველკიოსკი, რისტოვსკი, ადემი (ნიკოლოვი 59), სპიროვსკი, ელმასი, ბარდი, ტრაიკოვსკი, პანდევი (ბეიტულაი 78)

altჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი: მინდა ნოემბერში თბილისში ჩამოვიდეთ და ფინალში საქართველოს ნაკრებს შევხვდეთ

altკვეკვესკირი: მე და კანკავა თბილისამდე 24 საათი მოვდიოდით - არ მესმის, ესტონეთთან 1:0 მოგების გამო ხალხი რატომ დარჩა უკმაყოფილო

altვაისი: გვილია მზადაა, შეიძლება ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი სასტარტოში არ დავაყენო - გავგიჟდი ბიჭების გარეშე

მკითხველის კომენტარები / 178 /
ყველაზე მაგარი ქართველი გულშემატკივარია - ყველაფრის მცოდნე, ყველაზე მეტის მცოდნე და შეუმცდარი. მისი მოსაწონი მწვრთნელი ჯერ არ მოსულა საქართველოში. ჩივაძე, ყიფიანი, ჟირესი, კუპერი, ბოსკამპი, ტოპმიოლერი, ქეცბაია,ცხადაძე და რასაკვირველია ვაისი - არცერთმა არ იცის ფეხბურთი, აზრზე არ არიან. ფეხბურთი იცის გიორგამ, ზურამ, ნიკამ და რასაკვირველია გელამ. მერე რა, რომ სხვა არაფერი არ იციან - ფეხბურთი იციან! შეიძლება ზოგჯერ "ფეღბურთიც" დაწერონ, მაგრამ მთავარი ცოდნაა და არა მართლწერა! მოკლედ, ამ შემადგენლობით ორ თამშში 4 ქულა, ძალიან კარგი შედეგია. როდესაც ჩვენ ნაკრებში გვეყოლება მინიმუმ 5 კაცი ევროპის ტოპ ლიგებიდან, რომლებიც რეგულარულად ითამაშებენ თავიანთი კლუბების სასტარტო შემადგენლობაში, შემდეგ ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან აღებული 4 ქული შეიძლება მიიჩნიო წარუმატებლობად.
გიორგი
08 სექტემბერი 2020 23:15
11
მართალი ხარ ცამდე! ჩვენი ხალხის მოსაწონი არც ტრენერი ,არც ფეხბურთელები და არც სფფ პრეზიდენტი დაბადებულა ჯერ? დაგავიწყდათ ის დროები ხომ პრიბალტიკელები წაღმა უკუღმა რომ გვატრიალენდნენ და გოლი კი არა ერთი ნორმალური შეტევა რომ სანატრელი გვქონდა? გადახედეთ ჯერ ნაკრების რამდენი ფეხბურთელი გვაკლდა ? და ვინცაა რამდენი კიდევ უთამაშებელი და ფორმაში არ მყოფია? ბოლო ბოლო გაიგო ტრენერმა რომ ქვილითა ტყუილად ადგილას იკავებს,ალბად კაჭარავაზეც მიხდება .... დაგვიბრუნდებიან დანარჩენებიც ვინც გვყავს ,ჭაკვეთაც ფორმას აკრიბავს და მერე რომ ითამაშებენ ასე უკბილოდ მაშინ თქვით რამე .......გაეტანა კანკავას ან შენგელიას 2 მომენტიდან ერთი და ორი შეხვედრიდან ექვსი ქულა რომ ქონოდა იგივე ხარისხის თამაშიდან მერე რას იტყოდით მეთქი? ეს მაინტერესებს ძალიან .....ახალგამოძახებულებს რაც შეეხება : მარტო მონდომებით საქმე არ კეთდება,შავდება უფრო .....მალის მაგალითად ....დავითაშვილს ბურთი უყვარს ძალიან და ეს ძალიან ცუდია ....ქვილოთა და კაჭარავა საერთოდ არცაა გამოსაძახებელი ......
ემზარ დუისბურგი
09 სექტემბერი 2020 00:24
6
კვარაცხელია არის კოსმოსი ის გახდება უდიდესი ფეხბურთელი კილიან მბაპეს აჯობებს
ბეღურა
08 სექტემბერი 2020 23:13
10
ცოტა დაბლა დაეშვი.ბეღურა ხარ,არწივი კი არა.მბაპემ, მის ასაკში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა დაანგრია.ხვიჩა კი, მეორე ტაიმში,თავის ფლანგზე ჩაიკარგა.მას კიდევ ბევრი აქვს სასწავლი,მბაპესაგან განსხვავებით.
09 სექტემბერი 2020 00:09
7
პირველ რიგში ამინდმა ყველაზე ცუდი სამსახური გაგვიწია. რასაც ქვია ტბორი იდგა და ამან ჩვენებს ტექნიკური უპირატესობა წაართვა. მშრალ ამინდში დარწმუნებული ვარ აუცილებლად მოვიგებდით. მიუხედავად ამინდისა, მაინც გასაკვირია ზოგიერთი ჩვენი მოთამაშის გამუდმებული სრიალი მოედანზე. ეს უკვე წონასწორობის პრობლემაა. მაკედონიელების მხრიდან ანალოგიური არ მახსენდება. ფაქტია, ამ ეტაპზე არასასურველ ფორმაში ვართ და არამხოლოდ ჩვენ. ცუდია, რომ ბოლოში გადამწყვეტ შტურმზე ვერ გაიწიეს ბიჭებმა. გუნდის გაძღოლა ვერავინ იკისრა. პირიქით, უამრავი პასი გაკეთდა უკან სწორედ მაშინ, როდესაც სწრაფი შტურმი იყო მოსაწყობი. ყველაფერს ვაისი ვერ იზამს, მან ყველანაირი კორექტივი შეიტანა ამსათვის, მაგრამ ბოლოს ჩვენების ტექნიკურმა წუნმა და მოდუნების სინდრომმა იჩინა თავი. ერთი ფაქტორიცაა - ყველა თამაშს ვერ მოიგებ და მუდამ საუკეთესო ფორმაში ვერ იქნები. ყველაფერი შედარებითია და ეს რეზულტატი კატასტეოფა არ არის. ცალკე თემაა ეროვნული სტადიონის სადრენაჟო სისტემა, ფაქტია გრამი წყალი არ გაუტარებია და ფაქტოურად ტბა იდგა მოედანზე, რაც პირველ რიგში ხელს ჩვენებს უშლიდა.
ანესთეზეოლოგი
08 სექტემბერი 2020 23:12
4
ჩვენც 10 კაცით ვითამაშეთ ფაქტიურად ქვილითაიას არაფერი გაუკეთებია მთელი თამაში. ამინდმა ძალიან დიდი დაღი დასვა თამაშს და ბევრი ფეხბურთელი დაგვაკლდა სამწუხაროდ თუმცა მოსაგები თამაში იყო. 80 % ნაკრების ფეხბურთელების ვინც იყვნენ დღეს მოედანზე ყველა შორს იყო ოპტიმალური ფორმისგან მიუხედავად ამისა წარმატებები მომავალში ნაკრებს.
გიო
08 სექტემბერი 2020 23:05
1
ძალიან კარგი თაობა მოდის, მომოვალში ძალიან კარგი გუნდი გვეყოლება მთავარია მომოვალ თაობას პასუხისმგებლიანი და ძლიერი მწვრთნელი შევურჩიოთ და გარწმუნებთ ჩემპიონატზე მოხვედრა კი არა უფრო დიდ შედეგებზე მოგვიწევს ყველას ფიქრი!
me
08 სექტემბერი 2020 23:02
9
ჯაბაა შე უბერებელო!
c
08 სექტემბერი 2020 23:01
1
შებ მევასები და ჯაბა დვალი კიდე...
ზესტა
09 სექტემბერი 2020 01:06
4
10 ბალიანით: ლორია -5, კაკაბაძე-7, მალი-5, კვეკვესკირი-7, ხოჭოლავა-7, კვირკველია-7, კვარაცხელია-9, დავითაშვილი-8, კანკავა-10, ოქრი-7, ქვილითაია-5.

ვაისი-7
ქომაგი
08 სექტემბერი 2020 23:00
17
ვაისი არის ჩვეულებრივი ფიზკულტურის მასწავლებელი...კანკავას მარტო დატოვება და ამომტანის გარეშე დატოვება იქნებოდა??? კაჭარავას ნაცვლად გვილია ხო შეეძლო გამოეყვანა...ეხლა ხვდებით რატო ლპება ქვილითაია სკამზე ბელგიაში??
ზალიკო
08 სექტემბერი 2020 22:59
8
ფრე იყო ლოგიკური შედეგი მთავარია ორი თამაში იქ კანკავას კიტეიშვილს ყაზაიშვილს ოქრიაშვილს და კვარაცხელიას ათამაშებს თავდასხმაში ქვილითაიას.გამოსაცდელი ვინც იყო ყველა ათამაშა.მაკედონია კიდე არაფელი გუნდი არაა.
zaza
08 სექტემბერი 2020 22:58
7
კვარაცხელიას თავი მესი გონია უკვე,ძალიან ბევრ უაზრო ფინტს აკეთებს,ზედმეტად იღებს თავის თავზე თამაშს.
თემო
08 სექტემბერი 2020 22:54
28

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული