საქართველოს ნაკრები კაცნაკლულ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა - 1:1.

პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, თუმცა მშვიდად, კლასის ხარჯზე სძლია ესტონეთს, მაგრამ ჩრდილოეთი მაკედონია სულ სხვა დონის მოწინააღმდეგეა და მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ შეიძლებოდა ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი არ დაეყენებინა ძირითად შემადგენლობაში. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მოედანზე სჭირდებოდა უფრო ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მეტ „შავ სამუშაოს“ შეასრულებდა, დაცვას მეტად დაეხმარებოდა და თავისუფალი ზონების პრობლემა ნაკლებად შეიქმნებოდა, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიას უყვ
არს სწრაფად თამაში, რის შესაძლებლობასაც, სავარაუდოდ, „ჯვაროსნები“ არ მისცემდნენ. მათმა თავკაცმა ანგელოვსკიმ უთუოდ უყურა ჩვენი გუნდის უკანასკნელ თამაშს და საინტერესო იყო, რას მოიფიქრებდა შეტევის ხაზში ჩვენი ლიდერის, კვარაცხელიას გასანეიტრალებლად. მოკლედ, ეს ორი დაახლოებით თანაბარი კლასის მეტოქის მწვრთნელთა დუელიც გახლდათ, სადაც ბევრი რამ იღბალზეც იყო დამოკიდებული და არაერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ შეხვედრას მაყურებელი არ ესწრებოდა, საქართველოს ნაკრებმა, ფაქტობრივად, დაკარგა საკუთარი მოედნის უპირატესობა.

ვაისმა, ესტონეთთან შეხვედრისგან განსხვავებით, სასტარტოში ჯიღაურის, ჩაკვეტაძისა და კაჭარავას ნაცვლად მალი, დავითაშვილი და ქვილითაია დააყენა. შესაძლოა, ეს ტალინურ მატჩამდე ჰქონდა კიდეც გადაწყვეტილი.

თამაშის წინ მოსული ნალექი დრენაჟმა ვერ გაატარა, მოედანზე ალაგ-ალაგ გუბეებიც დადგა და გაზონი დამძიმდა. საწყისი 10 წუთის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სახიფათოდ შეუტია. საჯარიმოში კვარაცხელია ალიოსკიმ წააქცია და პენალტით ჩვენი გუნდი ოქრიაშვილმა დააწინაურა.

24-ე წუთზე დავითაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გოლის გატანა არ დაანება.

34-ე წუთზე მალის შეცდომას სტუმართა იერიში და რისტოვსკის გოლი მოჰყვა. არადა, იქამდე მეტოქეს მომენტი არ ჰქონია. შეიძლება ითქვას, პირველი ტაიმი ლოგიკური შედეგით დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების უხიფათო იერიშებით დაიწყო. კონტრშეტევაზე ხოჭოლავამ გვიხსნა, ხოლო მერე კანკავასთან უხეშობისათვის მსაჯმა მუსლიუ გააძევა და ჩრდილომაკედონიელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ.

ვაისის შეგირდებმა შეუტიეს და კანკავას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. შემდეგ შეცვლაზე შესული შენგელიას თავურიც ოდნავ არაზუსტი იყო. 85-ე წუთზე ვაისმა კვეკვესკირი კაჭარავათი შეცვალა. ბოლოს შენგელიას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და - 1:1 სტუმართა სასარგებლოდ.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 1:1
გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (13, პენ), 1:1 რისტოვსკი (34)
გაძევება: მუსლიუ (64)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, მალი (შენგელია 75), კანკავა, კვეკვესკირი (კაჭარავა 85), დავითაშვილი, ოქრიაშვილი, კვარაცხელია, ქვილითაია (ჩაკვეტაძე 62)

ჩრდ. მაკედონია: შიშკოვსკი, ალიოსკი, მუსლიუ, ველკიოსკი, რისტოვსკი, ადემი (ნიკოლოვი 59), სპიროვსკი, ელმასი, ბარდი, ტრაიკოვსკი, პანდევი (ბეიტულაი 78)

altჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი: მინდა ნოემბერში თბილისში ჩამოვიდეთ და ფინალში საქართველოს ნაკრებს შევხვდეთ

altკვეკვესკირი: მე და კანკავა თბილისამდე 24 საათი მოვდიოდით - არ მესმის, ესტონეთთან 1:0 მოგების გამო ხალხი რატომ დარჩა უკმაყოფილო

altვაისი: გვილია მზადაა, შეიძლება ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი სასტარტოში არ დავაყენო - გავგიჟდი ბიჭების გარეშე

მკითხველის კომენტარები / 178 /
ვიცოდი რომ ასე დასრულდებოდა!
ლევანი
08 სექტემბერი 2020 22:53
2
მომკალით და არ ვთვლი, რომ ბურთის თრევა და მატაობა ფეხბურთის თამაშია! ბოლოს ათკაციან მაკედონიას ნახევარ საათში ორი მომენტი ძლივს შევუქმენით - კარში შორიდან დარტყმა არ ვიცით, სტანდარტს და კომბინაციას ვერ ვათამაშებთ. შეტევაში ტემპს ვერ ვუმატებთ და პასის მიცემამდე ბურთს ათასჯერ ეხება ყველა ფეხბურთელი. გუშინაც ვთქვი, რომ მომენტები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რასაც აშკარად ვერ ვახერხებთ. ნამდვილად მესმის , რომ აშკარად არ იყო საფეხბურთო ამინდი, მაგრამ ამდენი შემტევით 1 ბურთი მაინც უნდა გაგვეტანა
: )))))))
08 სექტემბერი 2020 22:53
1
რა კარგ ჯგუფში ვიყავით აფსუს: ანდორა, სან მარინო, ლიხტენშტაინი, ფარერები, გიბრალტარი, ლუქსემბურგი, მალტა. არ შეიძლება უკან დაგვაბრუნონ?
მამუკა
08 სექტემბერი 2020 22:51
9
ამ ნაკრებს აქვს პერსპექტივა მთავარია ყველა ფეხბურთელი იყოს ჯამრთელად და ერთი ნორმალური მეცრთნელი ვინც დალაგებს ნაკრებს სწორად
Gio
08 სექტემბერი 2020 22:51
1
კანკავა = საქართველოს ნაკრები.
გულშემატკივარი
08 სექტემბერი 2020 22:48
7
საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია, მაგრამ ამ ყველაფერს თავისი დაღი ძლიერმა წვიმამ დაასვა, კიდევ იმან რომ მაკედონელები მხოლოდ ჩვენთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ და არა თამაშს... არც ჩვენები არიან ოპტიმალურ ფორმაში. ვინც მარტო კრიტიკულად უყურებთ ჩვენების თამაშს და უაზრო კომენტარების წერა არ გეზარებათ იქნებ სხვა სპორტი გეცადათ... იბრძოლეს ბიჭებმა 11(10) მეკარესთან და მაკედონიამ ფრეს მიაგწია... ვინც სხვა რამეს უყურეთ თქვენ იცით...
ბექა
08 სექტემბერი 2020 22:44
5
ყველაზე სუსტი რგოლი მწვრთნელია დღეს მაკედონიამ საქართველოს აჯობა მწვრთნელით ასე რომ ტაკტიკული დუელი აშკარად მოუგო ვაისს
Lova
08 სექტემბერი 2020 22:42
8
ჩვენზე უკეტესი გუნდია .კლასი გვაკლია კაი მოვუგეტ ბელარუსს მერე კოსოვოს და გავედიტ ევროპაზე ატ კაციან მაკედონიას რომ ვერ მოუგებ არაფერი არ გვესაკმება იკ.
Kote
08 სექტემბერი 2020 22:41
15
ჩვენზე უკეტესი გუნდია .კლასი გვაკლია კაი მოვუგეტ ბელარუსს მერე კოსოვოს და გავედიტ ევროპაზე ატ კაციან მაკედონიას რომ ვერ მოუგებ არაფერი არ გვესაკმება იკ.
Kote
08 სექტემბერი 2020 22:40
8
სამწუხაროდ მეორე ტაიმში ვუყურე მარტო, (1 არხს უნდა ვაგინო რატომ თიშავს საზღვარგარეთ ჩვენებებს? ჩამირთეს საპნის ოპერა, რაც მაგათ ვაგინე ერთი არ აცდეთ)
არ გამოიყურებოდნენ ჩვენები სუსტად,
სამწუხაროდ შეტევაში იგივე პრობლემაა თავდამსხმელი არ გვყავს ფაქტიურად,
თორემ წინა შეხვედრაშიც და ეხლაც კარგი შემსრულებელი მინიმუმ 2 გოსლ მაინც გაიტანდა,
ამ შემადგენლობით მგონია რომ გვაქვს შანსი ევროპაზე გავიდეთ, ვუყურე ჩვენი მეტოქეების თამაშებს და იმდენი სუსტი წერტილი აქვს ყველას ნახევარიც რომ გამოვიყენოთ გადავუვლით
წარმატებები ჩვენს ნაკრებს!
ლაშა
08 სექტემბერი 2020 22:39
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული