საქართველოს ნაკრები კაცნაკლულ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა - 1:1.

პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, თუმცა მშვიდად, კლასის ხარჯზე სძლია ესტონეთს, მაგრამ ჩრდილოეთი მაკედონია სულ სხვა დონის მოწინააღმდეგეა და მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ შეიძლებოდა ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი არ დაეყენებინა ძირითად შემადგენლობაში. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მოედანზე სჭირდებოდა უფრო ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მეტ „შავ სამუშაოს“ შეასრულებდა, დაცვას მეტად დაეხმარებოდა და თავისუფალი ზონების პრობლემა ნაკლებად შეიქმნებოდა, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიას უყვ
არს სწრაფად თამაში, რის შესაძლებლობასაც, სავარაუდოდ, „ჯვაროსნები“ არ მისცემდნენ. მათმა თავკაცმა ანგელოვსკიმ უთუოდ უყურა ჩვენი გუნდის უკანასკნელ თამაშს და საინტერესო იყო, რას მოიფიქრებდა შეტევის ხაზში ჩვენი ლიდერის, კვარაცხელიას გასანეიტრალებლად. მოკლედ, ეს ორი დაახლოებით თანაბარი კლასის მეტოქის მწვრთნელთა დუელიც გახლდათ, სადაც ბევრი რამ იღბალზეც იყო დამოკიდებული და არაერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ შეხვედრას მაყურებელი არ ესწრებოდა, საქართველოს ნაკრებმა, ფაქტობრივად, დაკარგა საკუთარი მოედნის უპირატესობა.

ვაისმა, ესტონეთთან შეხვედრისგან განსხვავებით, სასტარტოში ჯიღაურის, ჩაკვეტაძისა და კაჭარავას ნაცვლად მალი, დავითაშვილი და ქვილითაია დააყენა. შესაძლოა, ეს ტალინურ მატჩამდე ჰქონდა კიდეც გადაწყვეტილი.

თამაშის წინ მოსული ნალექი დრენაჟმა ვერ გაატარა, მოედანზე ალაგ-ალაგ გუბეებიც დადგა და გაზონი დამძიმდა. საწყისი 10 წუთის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სახიფათოდ შეუტია. საჯარიმოში კვარაცხელია ალიოსკიმ წააქცია და პენალტით ჩვენი გუნდი ოქრიაშვილმა დააწინაურა.

24-ე წუთზე დავითაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გოლის გატანა არ დაანება.

34-ე წუთზე მალის შეცდომას სტუმართა იერიში და რისტოვსკის გოლი მოჰყვა. არადა, იქამდე მეტოქეს მომენტი არ ჰქონია. შეიძლება ითქვას, პირველი ტაიმი ლოგიკური შედეგით დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების უხიფათო იერიშებით დაიწყო. კონტრშეტევაზე ხოჭოლავამ გვიხსნა, ხოლო მერე კანკავასთან უხეშობისათვის მსაჯმა მუსლიუ გააძევა და ჩრდილომაკედონიელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ.

ვაისის შეგირდებმა შეუტიეს და კანკავას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. შემდეგ შეცვლაზე შესული შენგელიას თავურიც ოდნავ არაზუსტი იყო. 85-ე წუთზე ვაისმა კვეკვესკირი კაჭარავათი შეცვალა. ბოლოს შენგელიას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და - 1:1 სტუმართა სასარგებლოდ.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 1:1
გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (13, პენ), 1:1 რისტოვსკი (34)
გაძევება: მუსლიუ (64)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, მალი (შენგელია 75), კანკავა, კვეკვესკირი (კაჭარავა 85), დავითაშვილი, ოქრიაშვილი, კვარაცხელია, ქვილითაია (ჩაკვეტაძე 62)

ჩრდ. მაკედონია: შიშკოვსკი, ალიოსკი, მუსლიუ, ველკიოსკი, რისტოვსკი, ადემი (ნიკოლოვი 59), სპიროვსკი, ელმასი, ბარდი, ტრაიკოვსკი, პანდევი (ბეიტულაი 78)

altჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი: მინდა ნოემბერში თბილისში ჩამოვიდეთ და ფინალში საქართველოს ნაკრებს შევხვდეთ

altკვეკვესკირი: მე და კანკავა თბილისამდე 24 საათი მოვდიოდით - არ მესმის, ესტონეთთან 1:0 მოგების გამო ხალხი რატომ დარჩა უკმაყოფილო

altვაისი: გვილია მზადაა, შეიძლება ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი სასტარტოში არ დავაყენო - გავგიჟდი ბიჭების გარეშე

მკითხველის კომენტარები / 178 /
ამ ნაკრებს აქვს პერსპექტივა მთავარია ყველა ფეხბურთელი იყოს ჯამრთელად და ერთი ნორმალური მეცრთნელი ვინც დალაგებს ნაკრებს სწორად
Gio
08 სექტემბერი 2020 22:51
1
ორი საშუალოზე დაბალი დონის გუნდის თამაში იყო. ნუ გაუჭირეთ ამ ფეხბურთელებს საქმე, მეტი არ შეუძლიათ და რა ქნან? ეს ვაისი კიდევ მაგათ მაგივრად ხომ ვერ ითამაშებს? ცოტა ობიექტურები ვიყოთ ხალხო.
ტარიელი
09 სექტემბერი 2020 00:30
14
მომკალით და არ ვთვლი, რომ ბურთის თრევა და მატაობა ფეხბურთის თამაშია! ბოლოს ათკაციან მაკედონიას ნახევარ საათში ორი მომენტი ძლივს შევუქმენით - კარში შორიდან დარტყმა არ ვიცით, სტანდარტს და კომბინაციას ვერ ვათამაშებთ. შეტევაში ტემპს ვერ ვუმატებთ და პასის მიცემამდე ბურთს ათასჯერ ეხება ყველა ფეხბურთელი. გუშინაც ვთქვი, რომ მომენტები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რასაც აშკარად ვერ ვახერხებთ. ნამდვილად მესმის , რომ აშკარად არ იყო საფეხბურთო ამინდი, მაგრამ ამდენი შემტევით 1 ბურთი მაინც უნდა გაგვეტანა
: )))))))
08 სექტემბერი 2020 22:53
1
რაო, ვითომ ამაზე ცუდი თამაში არ გინახავთ ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრების "შესრულებით?!".. ანდორასთან იგივე 1:1 უკეთესი იყოს ვითომ?!.. და იმის მიუხედავადაც კი, რომ აშკარად მაკედონელებმა იშოვეს ქულა და ჩვენ კი ორი დავკარგეთ, მაინც მგონია, რომ ეს თამაში აქტივში უფროა ჩასაწერი, ვინემ - პასივში... საქართველოს ნაკრებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე, რომელიც ჩვენ, მინიმუმ, არაფრით ჩამოგვივარდება და ის რიცხობრივი უპირატესობაც სავსებით ლოგიკური და თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე იყო. ჩვენს ნაკრებს მხოლოდ ერთი (თუმცა უმთავრესი) დააკლდა გამარჯვებამდე... დიახ ეს გახლავთ კლასი, ის საშემსრულებლო ოსტატობა, რომელსაც სახელდახელოდ ვერ დახვეწ, რომელიც დაბალი დონის გუნდებსა და ჩემპიონატებში ასპარეზობით არ მაღლდება.. ის კლასი, რომელიც საშუალებას გაძლევს, რომ უმცირესი უპირატესობიდან მაქსიმალური სარგებელი გამოიღო და ის კლასი, რომლის უქონლობაც საგრძნობი უპირატესობის რეალიზებას არ განებებს. ეს ყველაფერი ბოლოდროინდელი თამაშებიდან ყველაზე თვალსაჩინოდ ამ თამაშმა დაგვანახა და სხვა თუ არაფერი, გაკვეთილად მაინც უნდა ჩავითვალოთ აქტივში... რატომღაც მგონია, რომ ღმერთმა ნუ ქნას და მაკედონიელებმა რომ მოგვიგდონ ასეთ ჩოქბჯენში, მინიმუმ ერთბურთიან უპირატესობაში გარდასახავენ და მაშინ კი მოგვიწევს იმის აღიარება, რომ კლასით ჩვენზე მეტი გუნდია და არა იმიტომ, რომ ჩვენზე ნიჭიერები და ფეხბურთის მოყვარულ-დამფასებლები არიან, უბრალოდ ჩვენზე უკეთეს გუნდებში თამაშობენ, მეტი სათამაშო დრო და პრაქტიკა და შესაბამისად კლასის ამაღლების მეტი საშუალება და პერსპექტივა აქვთ... თუ საბოლოოდ მაკედონელებმა მაინც დაგვჩაგრეს, ერთა ლიგის ფინალი იქნება, თუ ჯგუფში პირველი ადგილი, ამას იღბალს და უბედობას ნუ დავაბრალებთ... როგორც წესი, ბედიც ძლიერებს უღიმით, სპორტის შემთხვევაში კლასით ძლიერებს.. არადა, ერთ ნაბიჯში ვართ სანუკვარი ოცნებიდან, ჰაჰა ნაბიჯნახევარში...
მ. ტ.
08 სექტემბერი 2020 23:58
3
სანამ კობიაშვილი იქნება პრეზიდენტი იქნება ასე - არც მკვდარი არც ცოცხალი ქართული ფეხბურთი. ერთად ერთი ჯილდო - მრავალფეროვნრბის პრიზი კაშიასთან ერთად 2018
გოგი
08 სექტემბერი 2020 23:25
25
გიგის- მიდი ან ბარსას უბალეშჩიკე ,ან ბაიერს .....
ემზარ დუისბურგი
08 სექტემბერი 2020 23:36
2
კვარაცხელია არის კოსმოსი ის გახდება უდიდესი ფეხბურთელი კილიან მბაპეს აჯობებს
ბეღურა
08 სექტემბერი 2020 23:13
10
ცოტა დაბლა დაეშვი.ბეღურა ხარ,არწივი კი არა.მბაპემ, მის ასაკში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა დაანგრია.ხვიჩა კი, მეორე ტაიმში,თავის ფლანგზე ჩაიკარგა.მას კიდევ ბევრი აქვს სასწავლი,მბაპესაგან განსხვავებით.
09 სექტემბერი 2020 00:09
7
რას ვიზამთ,რაცა ვართ ესა ვართ!მადლობა ბიჭებს თავდადებული თამაშისთვის,თუმცა გულზე ხელი რომ დავიდოთ,არც ერთი გუნდი ჩვენი ც დივიზიონიდან არ აკმაყოფილებს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის დონეს,მაგრამ მადლობა უეფას ასეთი შესაძლებლობა რომ გაგვიჩინა,რასაც ღრმად ვარ დარწმუნებული გამოვიყენებთ კიდეც!
Alex.F
08 სექტემბერი 2020 22:20
0
არაუშავს გაკვეთილი იყოს.. ევროპაზე მაინც გავალთ !
შოთა
08 სექტემბერი 2020 22:17
1
თუ თვლი რომ ვაისი გასაშვებია მოიწონე
კკ
08 სექტემბერი 2020 22:26
13
ახლა ვფიქრობ, არაფორმაშიმყოფი ქვილითაიას ნაცვლად შენგელია რომ ყოფილიყო.. აუფ, როგორი დასანანი ფრეა, ნერვები მეშლება :(

მადლობა ბიჭებს, ნამდვილად შეგვეძლო, ბოლომდე დაიხარჯნენ
Biankonneri
08 სექტემბერი 2020 22:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული