საქართველოს ნაკრები კაცნაკლულ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა - 1:1.

პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, თუმცა მშვიდად, კლასის ხარჯზე სძლია ესტონეთს, მაგრამ ჩრდილოეთი მაკედონია სულ სხვა დონის მოწინააღმდეგეა და მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ შეიძლებოდა ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი არ დაეყენებინა ძირითად შემადგენლობაში. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მოედანზე სჭირდებოდა უფრო ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მეტ „შავ სამუშაოს“ შეასრულებდა, დაცვას მეტად დაეხმარებოდა და თავისუფალი ზონების პრობლემა ნაკლებად შეიქმნებოდა, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიას უყვ
არს სწრაფად თამაში, რის შესაძლებლობასაც, სავარაუდოდ, „ჯვაროსნები“ არ მისცემდნენ. მათმა თავკაცმა ანგელოვსკიმ უთუოდ უყურა ჩვენი გუნდის უკანასკნელ თამაშს და საინტერესო იყო, რას მოიფიქრებდა შეტევის ხაზში ჩვენი ლიდერის, კვარაცხელიას გასანეიტრალებლად. მოკლედ, ეს ორი დაახლოებით თანაბარი კლასის მეტოქის მწვრთნელთა დუელიც გახლდათ, სადაც ბევრი რამ იღბალზეც იყო დამოკიდებული და არაერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ შეხვედრას მაყურებელი არ ესწრებოდა, საქართველოს ნაკრებმა, ფაქტობრივად, დაკარგა საკუთარი მოედნის უპირატესობა.

ვაისმა, ესტონეთთან შეხვედრისგან განსხვავებით, სასტარტოში ჯიღაურის, ჩაკვეტაძისა და კაჭარავას ნაცვლად მალი, დავითაშვილი და ქვილითაია დააყენა. შესაძლოა, ეს ტალინურ მატჩამდე ჰქონდა კიდეც გადაწყვეტილი.

თამაშის წინ მოსული ნალექი დრენაჟმა ვერ გაატარა, მოედანზე ალაგ-ალაგ გუბეებიც დადგა და გაზონი დამძიმდა. საწყისი 10 წუთის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სახიფათოდ შეუტია. საჯარიმოში კვარაცხელია ალიოსკიმ წააქცია და პენალტით ჩვენი გუნდი ოქრიაშვილმა დააწინაურა.

24-ე წუთზე დავითაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გოლის გატანა არ დაანება.

34-ე წუთზე მალის შეცდომას სტუმართა იერიში და რისტოვსკის გოლი მოჰყვა. არადა, იქამდე მეტოქეს მომენტი არ ჰქონია. შეიძლება ითქვას, პირველი ტაიმი ლოგიკური შედეგით დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების უხიფათო იერიშებით დაიწყო. კონტრშეტევაზე ხოჭოლავამ გვიხსნა, ხოლო მერე კანკავასთან უხეშობისათვის მსაჯმა მუსლიუ გააძევა და ჩრდილომაკედონიელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ.

ვაისის შეგირდებმა შეუტიეს და კანკავას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. შემდეგ შეცვლაზე შესული შენგელიას თავურიც ოდნავ არაზუსტი იყო. 85-ე წუთზე ვაისმა კვეკვესკირი კაჭარავათი შეცვალა. ბოლოს შენგელიას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და - 1:1 სტუმართა სასარგებლოდ.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 1:1
გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (13, პენ), 1:1 რისტოვსკი (34)
გაძევება: მუსლიუ (64)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, მალი (შენგელია 75), კანკავა, კვეკვესკირი (კაჭარავა 85), დავითაშვილი, ოქრიაშვილი, კვარაცხელია, ქვილითაია (ჩაკვეტაძე 62)

ჩრდ. მაკედონია: შიშკოვსკი, ალიოსკი, მუსლიუ, ველკიოსკი, რისტოვსკი, ადემი (ნიკოლოვი 59), სპიროვსკი, ელმასი, ბარდი, ტრაიკოვსკი, პანდევი (ბეიტულაი 78)

altჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი: მინდა ნოემბერში თბილისში ჩამოვიდეთ და ფინალში საქართველოს ნაკრებს შევხვდეთ

altკვეკვესკირი: მე და კანკავა თბილისამდე 24 საათი მოვდიოდით - არ მესმის, ესტონეთთან 1:0 მოგების გამო ხალხი რატომ დარჩა უკმაყოფილო

altვაისი: გვილია მზადაა, შეიძლება ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი სასტარტოში არ დავაყენო - გავგიჟდი ბიჭების გარეშე

მკითხველის კომენტარები / 178 /
არ მიყურებია ამ თამაშისთვის კაცო?თავიდან ბოლომდე ვუყურე,რა დააშავა კაკაბაძემ?ქვილითაია,დავითაშვილი და მალი იყო დღეს ძირითადის შეცდომა.რადროს მალი იყო
ბაჩი
09 სექტემბერი 2020 00:47
1
გეთანხმები, რომ რა დროს მალი იყო, თუმცა ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდი მის თამაშს, თავიდან სულ შიშის გამო ეგრევე ბურთს იცილებდა, მერე უკვე, როცა გაშინაურდა, ზედმეტები მოინდომა, საბურთალოში რომ არ თამაშობდა დაავიწყდა მგონი, მის შეცდომას მოჰყვა კიდეც გოლი ჩვენს კარში, ამის მიუხედავად მე მისი საფეხბურთო თავხედობა მომეწონა, გამოცდილება დააკლდა იმ მომენტში, თორემ საერთო ჯამში მომეწონა, რაღაც ჯიგრულად მოთამაშე ბიჭია. მისგან კარგი მოთამაშე დადგება, მთავარია მონდომება.
09 სექტემბერი 2020 01:11
3
კაკაბაძეზე არ ვიცი საერთოდ რა ვთქვა რაა..კანკავას კი ბრავო !!!
ქობულეთიდან
08 სექტემბერი 2020 22:23
0
როდემდე უნდა ვთამაშობდეთ ასე უმწვრთნელოდ ვერ გავიგე? როდის დაუნიშნავენ ნაკრებს მწვრთნელს ხომ არავინ იცით? რას ფიქრობს ფედერაცია?
Gogsss
08 სექტემბერი 2020 22:21
4
მაკედონიას ერთი შანცი მიეცა და გამოიყენეს და ისიც ბებერი პნდევის დამსახურებით, მეტი მაკედონიას არაფელი გაუკეთებია მინდორზე სიმულიანტობებია გარდა. ერთი დონის გუნდები გვყავს და შედეგიც ლოგიკური იყო.
გოგა
08 სექტემბერი 2020 22:17
0
კაი ბიჭები ხართ ... მიუხედავად შეცდომისა , მალი მაინც მომწონს ეს ბიჭი, მგონია რო უფრო მოუმატებს, აქ რესურსი, შეცდომა ნესტას და მალდინსაც მოსვლია, შეცდომებზე სწავლობს ყველა!!!/ ესტონეთის შემდეგ უბრალოდ არ ველოდი ასეთ თამაშს, არ გაუმართლათ, მოგებას ვიმსახურრბდით!! განმეორებით თამაშში უნდა მოვუგოთ და ამ ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ, საქართველო რეიტინგში ისე უკანაა რომ ყველა თამაშიდან ქულა უნდა გამოვიტანოთ, როგორც კი ჩვენი ნაკრები რეიტინგში დაწინაურდება , ჩვენი ფეხბურთელების ტრანსფერები რადიკალურად შეიცვლება./ ბელარუსიასთან ამ თამაშის შემხედვარეს ნამდვილად იმედი მომეცა, ერთ თვეში კიდე უნდა აკრიფონ ფორმა ბიჭებმა და გამოსაჯანმრთელებელი უნდა გამოჯანმრთელდეს.../ კვეკვესკირი გავაკრიტიკე წინა კომეტარებში მაგრამ დღეს კარგი იყო!!!!
Vasili
09 სექტემბერი 2020 01:27
9
ვიღაცეებს მინდა მივწერო, ირონიით ვინც გამოდის იმ ხალხის საპირისპიროდ ვინც თავის აზრს წერს... რატომ გევასებათ ეს სხვების "კლავიატურის ლომებად" და "წარუმატებელ უსაქმურებად" მონათვლა არ მესმის :)) არც იცით ვინ-ვინაა. იქნებ მესი წერს თქვე კაი ხალხნო. ფეხბურთი თუ ესმის ვინმეს და რაც მთავარია უყვარს, რა არის ამაში ცუდი. არ გინდათ რა ეს სკეპტიკა და ლანძღვა სხვა ადამიანების უსაფუძვლოდ. ზუსტად ასეთი მსჯელობით შეიძლება ფეხბურთი განვითარდეს ამ ქვეყანაში, როცა ხალხი თავის აზრს წერს და თან როცა ეს სწორია. ამიტომ მომწონს ეს საიტი, რომ კომუნიკაცია შეიძლება. ეს რაღაც პრიორიტეტული კლასის პრეროგატივა კი არაა მარტო, ფეხბურთზე საუბარი. ეს არის თამაში და თანაც სახალხო თამაშია და საჭიროა განხილვა, რომ შეცდომები იქნას არიდებული მაქსიმალურად. უმარტივესი რამეა რეალურად, უბრალოდ ვიღაც ვიღაცეები ფილოსოფიას აკეტებენ ამისგან. და რაც ყველაზე მთავარია სპორტსმენები თამაშით კი თამაშობენ, მაგრამ სწორი გარჩევა ბევრად ნაკლებად ეხერხებათ ვიდრე ზოგ სხვა სფეროს წარმომადგენელს. კარგი ფეხბურთელი კარგ მწვრთნელს და ტაქტიკოსს არ ნიშნავს. ვაისი კარგი ორგანიზატორია, ეტყობა მოტივატორიც, მტკიცე ხასიათი აქვს ეტყობა და ბევრი კარგი თვისება, შემთხვევით ვერ მოხვდებოდა მანდ, მაგრამ საშინელი სტრატეგია, ტაქტიკის ბაიბურში არაა კაცი. მით უფრო გადაწყობის. მომენტს ვერ გრძნობს საერთოდ. ვერ ამჩნევს ცვლილებას თამაშის ხასიათში. არ იცის, რა გააძლიეროს, სად და როგორ. ამიტომ უნდა დახმარება ზუსტადაც გვერდიდან, რომ წაიკითხოს ხოლმე სხვა აზრებიც. იცინეთ რამდენიც გინდათ და აშკარად ჩანს რომ კითხულობს ისიც და ფეხბურთელებიც აქაურ ნაწერს და ბევრ რამეს დადებითად დაეტყო უკვე. გინდ დაიჯერეთ და გინდ არა. ვაისს კი რეალურად ჯერ ჩაკვეტაძემ მოაგებინა პირველი ლიგა, ეხლა კვარაცხელია თამაშობს სხვების მაგივრად. სხვებს კი არ ვუკარგავ შრომას, მარა გოლები ხომაა საჭირო და ეს ორი კაცი აკეთებს საქმეს. აქ მწვრთნელის დამსახურება არის ის, რომ ათამაშებს და ენდობა. შეცვლებში კიდევ ჩანს, როგორ კითხულობს თამაშს. ის მაინც ბოლოს იმას ვიტყვი, რომ მომეწონა ვაისი. თავად ადამიანია კარგი ეტყობა და გუნდს გადაედო ეს ხასიათი, ლაღი და საინტერესო გუნდი დადგა
გადასარევი გიორგი
09 სექტემბერი 2020 01:05
5
თუ მართლაც კითხულობენ ჩვენს კომენტარებს,მაშინ მეგაფონით ხელში ვდგავარ ახლა ტრიბუნაზე და მთელი ხმით ვუყვირი ჩვენს ბიჭებს:-ურტყით ბიჭებო!შორი მანძილიდან ურტყით კარში.როცა ასეთი ამინდია და მოედანზე ფეხი ცურავს,როგორც კი საშუალება მოგეცემათ დარტყმისათვის,დაარტყით.დაარტყით და დამატებაზე გაიქეცით.როცა იქნება მეკარე,აუცილებლად შეცდება.
სოსო
09 სექტემბერი 2020 16:03
0
მეტს ელოდით რამეს, კობიაშვილი ვაისი და მოუნძულე ცხრა კაცისგან?
მაშინ ვერ ყოფილხართ აზრზე, არაუშავს იქ მოუგებთო, როგორ მოუგებ? ამ თამაშით და ამ ტრენერის ხელში, ვინმოგაგებინებს? მაკედონიამ მეორე ნომრით ითამაშა, ეხლა აზრზე არიან, რომ მთლა ისეთი ნაკრები არ გვყავს, როგორც ელოდნენ და დიდი ალბათობით, იქ ჩაგვხდიან.
აგერაა ბელარუსი და ესეთ თამაშით უეჭველი, რომ წავასხათ, მაგაში დარწმუნებული ვარ... თქვენი ხმა არ გავიგო მერე, თორემ ფედერაცია არა ყულაბა კიდო...
==ამან კიდევ ჯიმაო ტოო? ჯიმა არა ყარდაშა კიდევ. რით ვერ ისწავლეთ ქართული ტყიდან გამოსულო წულუკიძის მენახირეებო?...ჯიმა არა სკანი მანი კიდევ...
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
08 სექტემბერი 2020 23:44
31
შენგელიას რო შეეგდო, არადა ბოლო წუთზე სასწაულებრივად გადარჩნენ, მაშინ როგორ შეაფასებდით?
დათო
08 სექტემბერი 2020 23:33
9
შენგელიამდე იყო საკმაო დრო გოლის გასატანად. ნახევარი საათი კაცნაკლულ გუნდს ვეთამაშეთ
!!!!
09 სექტემბერი 2020 00:36
2
კვარაცხელიას თავი მესი გონია უკვე,ძალიან ბევრ უაზრო ფინტს აკეთებს,ზედმეტად იღებს თავის თავზე თამაშს.
თემო
08 სექტემბერი 2020 22:54
28
ჩვენზე უკეტესი გუნდია .კლასი გვაკლია კაი მოვუგეტ ბელარუსს მერე კოსოვოს და გავედიტ ევროპაზე ატ კაციან მაკედონიას რომ ვერ მოუგებ არაფერი არ გვესაკმება იკ.
Kote
08 სექტემბერი 2020 22:41
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული