საქართველოს ნაკრები კაცნაკლულ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა - 1:1.

პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, თუმცა მშვიდად, კლასის ხარჯზე სძლია ესტონეთს, მაგრამ ჩრდილოეთი მაკედონია სულ სხვა დონის მოწინააღმდეგეა და მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ შეიძლებოდა ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი არ დაეყენებინა ძირითად შემადგენლობაში. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მოედანზე სჭირდებოდა უფრო ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მეტ „შავ სამუშაოს“ შეასრულებდა, დაცვას მეტად დაეხმარებოდა და თავისუფალი ზონების პრობლემა ნაკლებად შეიქმნებოდა, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიას უყვ
არს სწრაფად თამაში, რის შესაძლებლობასაც, სავარაუდოდ, „ჯვაროსნები“ არ მისცემდნენ. მათმა თავკაცმა ანგელოვსკიმ უთუოდ უყურა ჩვენი გუნდის უკანასკნელ თამაშს და საინტერესო იყო, რას მოიფიქრებდა შეტევის ხაზში ჩვენი ლიდერის, კვარაცხელიას გასანეიტრალებლად. მოკლედ, ეს ორი დაახლოებით თანაბარი კლასის მეტოქის მწვრთნელთა დუელიც გახლდათ, სადაც ბევრი რამ იღბალზეც იყო დამოკიდებული და არაერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ შეხვედრას მაყურებელი არ ესწრებოდა, საქართველოს ნაკრებმა, ფაქტობრივად, დაკარგა საკუთარი მოედნის უპირატესობა.

ვაისმა, ესტონეთთან შეხვედრისგან განსხვავებით, სასტარტოში ჯიღაურის, ჩაკვეტაძისა და კაჭარავას ნაცვლად მალი, დავითაშვილი და ქვილითაია დააყენა. შესაძლოა, ეს ტალინურ მატჩამდე ჰქონდა კიდეც გადაწყვეტილი.

თამაშის წინ მოსული ნალექი დრენაჟმა ვერ გაატარა, მოედანზე ალაგ-ალაგ გუბეებიც დადგა და გაზონი დამძიმდა. საწყისი 10 წუთის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სახიფათოდ შეუტია. საჯარიმოში კვარაცხელია ალიოსკიმ წააქცია და პენალტით ჩვენი გუნდი ოქრიაშვილმა დააწინაურა.

24-ე წუთზე დავითაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გოლის გატანა არ დაანება.

34-ე წუთზე მალის შეცდომას სტუმართა იერიში და რისტოვსკის გოლი მოჰყვა. არადა, იქამდე მეტოქეს მომენტი არ ჰქონია. შეიძლება ითქვას, პირველი ტაიმი ლოგიკური შედეგით დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების უხიფათო იერიშებით დაიწყო. კონტრშეტევაზე ხოჭოლავამ გვიხსნა, ხოლო მერე კანკავასთან უხეშობისათვის მსაჯმა მუსლიუ გააძევა და ჩრდილომაკედონიელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ.

ვაისის შეგირდებმა შეუტიეს და კანკავას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. შემდეგ შეცვლაზე შესული შენგელიას თავურიც ოდნავ არაზუსტი იყო. 85-ე წუთზე ვაისმა კვეკვესკირი კაჭარავათი შეცვალა. ბოლოს შენგელიას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და - 1:1 სტუმართა სასარგებლოდ.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 1:1
გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (13, პენ), 1:1 რისტოვსკი (34)
გაძევება: მუსლიუ (64)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, მალი (შენგელია 75), კანკავა, კვეკვესკირი (კაჭარავა 85), დავითაშვილი, ოქრიაშვილი, კვარაცხელია, ქვილითაია (ჩაკვეტაძე 62)

ჩრდ. მაკედონია: შიშკოვსკი, ალიოსკი, მუსლიუ, ველკიოსკი, რისტოვსკი, ადემი (ნიკოლოვი 59), სპიროვსკი, ელმასი, ბარდი, ტრაიკოვსკი, პანდევი (ბეიტულაი 78)

altჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი: მინდა ნოემბერში თბილისში ჩამოვიდეთ და ფინალში საქართველოს ნაკრებს შევხვდეთ

altკვეკვესკირი: მე და კანკავა თბილისამდე 24 საათი მოვდიოდით - არ მესმის, ესტონეთთან 1:0 მოგების გამო ხალხი რატომ დარჩა უკმაყოფილო

altვაისი: გვილია მზადაა, შეიძლება ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი სასტარტოში არ დავაყენო - გავგიჟდი ბიჭების გარეშე

მკითხველის კომენტარები / 178 /
მაგრად ვხალისობ, უბნის ბირჟაზე და ინტერნეტ გვერდებზე კომენტარებში ყველაფრის მცოდნეები რომ აზრებს აფრქვევენ. მათ ხომ ვაისზე, ზიდანზე, გვარდიოლაზე, მაურინიოზე და ა.შ. უმაღლესი დონის მწვრთნელებზე მეტად ესმით ვინ სად, როდის, რა პოზიციაზე ათამაშონ. კარგით რა, უხერხულია, საკუთარ გაუთვითცნობიერებულობას საჯაროდ რომ ამჟღავნებთ. საბოლოოდ კი ის აღმოჩნდება, ტოტალიზატორში წაგებული, ხელმოცარული ადამიანების აზრებია:)!
სპორტსმენი
09 სექტემბერი 2020 14:12
11
აბა შენ გულშემატკივარი რა გგონია?ის მწვრთნელიც არის,გულშემატკივარიც,სპორტსმენიც და ხანდახან სპორტული არენაც.თავის თავს,ყველა პოზიციაზე წარმოიდგენს და ყველაფერზე აქვს თავისი აზრი.სხვანაირად ნამდვილი გულშემატკივარი ვერ იქნები.
სოსო
09 სექტემბერი 2020 19:08
0
შენ ეტყობა მაგარი პრადვინუტი ხარ)))
filosofos
09 სექტემბერი 2020 15:07
0
ყველა გამოხმაურება
სამწუხაროა რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ ერთ ფეხბურთელზე, მალიზე ნუ გადავტეხავთ ყველაფერს. ჯერ ახალგაზრდაა და კიდევ შეძლებს განვითარებას. დღეს განმეორებით ვუყურე სრულ მატჩს და ნიკას მაგ ერთი შეცდომის გარდა სხვა არაფერი გაუფუჭებია.
ვინც გასაკრიტიკებელია ქვილითაი და მისი ძირითადში დამყენებელია. ვერც ერთი მოგებული ორთაბრძოლა, არც ერთი დარტყმა, არც ერთი დრიბლინგი და გამწვანება.
ნამდვილად არ არის ფორმაში და ეს ელემენტარულად მოძრაობაზე და სისწრაფეზე ეტყობოდა. იმედია ამ ერთ თვეში აკრიფავს ფორმას, რადგან ბელორუსთან აუცილებლად გვჭირდება მაღალი ფორვარდი მისი ან კაჭარავას სახით.
არ მომეწონა დავითაშვილი, უფროსი ასაკის ფეხბურთელებში, რომ ბავშვს შეუშვებ სათამაშოდ ისე გამოიყურებოდა, არადა მართლა ბავშვია ჯერ.
საუკეთსო სამეულს კი ჩემი აზრით ასეთი თანმიმდევრობით დავალაგებდი:
1. კანკავა- ჯაბაზე იმდენი ითქვა, რომ აღარ ვთვლი საჭიროდ რაიმე დავამატო.
2. ოქრიაშვილი- გოლი გაიტანა და პრინციპში საგოლე გადაცემაც გააკეთა შენგელიაზე, რომ გაგვმართლებოდა. მთელი თამაში მოძრაობდა და ჩემდა გასაკვირად დაღლა არ დაეტყო.
3. კვარაცხელია- პენატი მოიპოვა და რამოდენიმეჯერ კარგად გაამწვავა.მოედნის საფარი რომ უკეთესი ყოფილიყო გაცილებით პროდუქიული იქნებოდა. სწორედ ამ მიზეზით ბევრი დაკარგვა ქონდა.
rati 74
09 სექტემბერი 2020 14:02
1
ამ ფრეს აქვს თავისი ობიექტური მიზეზები დაგვაკლდა ძირითადის ბევრი ფეხბურთელი ვინც მოედანზე იყო 90% შორს იყო ოპტიმალური ფორმისგან ,გარდა ამისა ამინდდმა და მოედნის საფარმაც გაფუჭა თამაში და ვეც მაკედონიამ ითამაშა და ვერც ჩვენ თუმცა ვფიქრობ ,რომ მაინც მოსაგები თამააში იყოო და კლასი დაგვაკლდა.
Gio
08 სექტემბერი 2020 22:39
3
რა ცვლლება გააკეტა?! კუთხურის ჩამოწოდება როდის უნდა ისწავლონ?!
გიორგი
08 სექტემბერი 2020 22:38
1
მე მაინც მგონია რომ ჩვენებს მეტი შეუძლიათ ამაში დარწმუნებული ვარ და ამას ვნახავთ ერთ თვეში ისე რა გინდათ სამი საგოლე მომენტი გვქონდა იმათ კი ის ერთი გოლიც ჩვენი შევუქმენით ამიტომ ჯერ ბელორუსს და მერე მაკედონიასაც გვარღვევტ .
civi
08 სექტემბერი 2020 22:32
3
ქვილითაიამ რომ დაანებოს თამაშს თავი დროა. ორ მეტში ჩაუვლიდნენ ბურთით და რეაქცია არ ქონდა. ყაზაიშვილისგან ვერ ვიტანდი იგივეს. ოქრიაშვილი თუ დარბის ქვილითაია რატომ დადის მოედანზე? ეგ ბურთი კიდევ ათრიეთ ძუ..ა ძაღლივით და ითამაშეთ ორღობის ფეხბურთი
David
08 სექტემბერი 2020 22:18
5
მაკედონია იათამაშებს ვაფშე სხვა ფეხბურთს სახლში თან კაცი გაუგდეს და დაცვას მიაწვა ფრეზეც დიდატ კმაყოფილნი იყვნენენ სახლში კი უეჩველი შეგვიტევენ მანდ გამოცჰნდება კონტრშეტევაზე ჩვენი ტალანტების ძალა
nika
08 სექტემბერი 2020 22:17
1
saxanzro mankanebi mainz moekvanat,ramenairad amoetumbat eg tkali)))
vakeli
08 სექტემბერი 2020 23:47
2
kazaishvili ar vizaxi varkvlavia metki,magram dgesdgeisobit sxva shemtevebtan shedarbit klasi ufro magali aak,chven axalgazrdebs kidev bevri gamozdilebis dagroveba unda da tin bevri aakvt dasamtkizebeli
amirani
08 სექტემბერი 2020 23:45
7
საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია, მაგრამ ამ ყველაფერს თავისი დაღი ძლიერმა წვიმამ დაასვა, კიდევ იმან რომ მაკედონელები მხოლოდ ჩვენთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ და არა თამაშს... არც ჩვენები არიან ოპტიმალურ ფორმაში. ვინც მარტო კრიტიკულად უყურებთ ჩვენების თამაშს და უაზრო კომენტარების წერა არ გეზარებათ იქნებ სხვა სპორტი გეცადათ... იბრძოლეს ბიჭებმა 11(10) მეკარესთან და მაკედონიამ ფრეს მიაგწია... ვინც სხვა რამეს უყურეთ თქვენ იცით...
ბექა
08 სექტემბერი 2020 22:44
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული