საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაში შეაფასეს

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ (1:1) დასრულებული მატჩი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა შეაფასეს:

ხვიჩა კვარაცხელია: "ვფიქრობ, გუნდმა ორივე შეხვედრაში კარგი თამაში აჩვენა. სამწუხაროა, რომ დღეს არ გაგვიმართლა. ბევრი მომენტი იყო, რომლებიც უნდა გამოგვეყენებინა. ახლა ვემზადებით ბელარუსთან თამაშისთვის. დარწმუნებული ვარ, უმაღლეს დონეზე ვითამაშებთ და აუცილებლად გავახარებთ ქართველ გულშემატკივარს".

ლევან შენგელია: "დღევანდელი თამაშის შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილნი ვერ ვიქნებით. გვინდოდა, მოგვეგო. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გულშემატკივარი გაგვეხარებინა; ასევე, ოქტომბრის თამაშს უფრო კარგი განწყობით შევხვედროდით. შევეცდებით, რომ შემდეგ თამაშში სასურველ შედეგს მივაღწიოთ".

ნიკა კვეკვესკირი:
"ყველას გვესმოდა, რომ ფურცელზე ჩრდილოეთი მაკედონია ჩვენთან ერთად ამ ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება, რადგან თანაბარი ჯგუფია და თითოეულ გუნდს სურს, ეს ჯგუფი წარმატებით დაასრულოს. ამას გარდა, დამატებით მოტივაციას სძენდა ის ფაქტი, რომ მაკედონია ერთალ ლიგის ოთხთა ფინალში არის გასული. იყო მოტივაციაც, ცოტა ნერვიულობაც იმასთან დაკავშირებით, რომ ამ გუნდს, შესაძლოა და იმედია, რომ ფინალშიც შევხვდებით. გვინდოდა, რომ გამარჯვებით დაწყებული ჯგუფი წარმატებით გაგვეგრძელებინა. ჩვენს გეგმებში ნამდვილად არ იყო საკუთარ მოედანზე ქულების დაკარგვა. ჩვენ გეგმაში გამარჯვება იყო, რადგან ვცდილობთ, ეს ჯგუფიც წარმატებით გადავლახოთ და აღვზევდეთ B დივიზიონში.

რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, სანამ გოლს გავუშვებდით, რომელიც ინდივიდუალურ შეცდომას მოჰყვა, შეხვედრა გარდამტეხი უპირატესობით მიდიოდა. ვფლობდით უპირატესობას და გაშვებულმა გოლმა გუნდზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა, მოწინააღმდეგეს კი თავდაჯერება მისცა, გაიხსნენ და პირველი ტაიმის მეორე ნახევარში თითქოს სათამაშო უპირატესობა მათ მხარეს გადავიდა. რეალურად ეს არ ასახულა რაიმე სახიფათო მომენტში. მეორე ტაიმში გვქონდა ასპროცენტიანი საგოლე მომენტები, რომლებიც სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 13 /
კვეკვესკირზე რომ დავწერე ვეღარ ქაჩავს ნაკრების დონეს მეთქი ლამის დამცხეს.აი ისიც...
გულშემატკივარი
18 სექტემბერი 2020 14:38
0
კვეკვესკირო , ყველამ რომ თქვას , შენ არ უნდა აკადრო ქართულ ფეხბურთს , რომ საქართველოს ნაკრები , ესტონეთისა და სომხეთის ნაკრებების დონის გუნდია _ რ ა ღ ა გ ვ ი ჭ ი რ ს ! . .
oo7
11 სექტემბერი 2020 16:15
0
კვეკვესკირი გოლზე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობ? რისტოსკიმ ფეხებშუა რომ გაგიძვრინა პანდევზე პასი და გაიქცა გასახსნელად რატო დარჩი და არ გაყევი? რატო არ ამოკეტე, რატომ მიეცი საშუალება რომ გახსნილიყო, რატო წაბორიალდი პანდევისკენ და არა ჩვენს დაცვაში დარჩენილი ცარიელი სივრცისკენ დაძრული რისტოვსკისკენ? შენ ვერ ხვდები რომ შენი პასიურობის ბრალია ეგ გოლი? მწრთვნელებიც ვერ ხვდებიან? ჩანაწერი არა აქვთ რომ უყურონ? ჯურნალისტებიც დაბრმავდით?
მოდერატორს თქვენი საიტისას ძინავს?
აუუუ კვეკვესკირი
10 სექტემბერი 2020 16:38
0
კვეკვესკირი მალი რატომ ვერ დააზღვიე გოლის მომენტში, თუ გაქცევა დაგეზარა!? მალიმ ბურთი კი დაკარგა, მაგრამ როცა მაკედონიელ მცველს გამოეკიდა შენ ჩაგიქროლა გვერდზე მდაგარს წყნარდ რომ მიაბიჯებდი გაქცევის მაგივრად!
მწრთვნელი
09 სექტემბერი 2020 21:00
4
ეუჰ, ეს რა მესმის, თურმე კვეკვესკირის ბრალი ყოფილა ყველაფერი და კიდევ თურმე , ალბათ ლორიასიც, პირისპირ, რომ ვერ მოიგერია ბურთი. უყურე შენ!

კი მაგრამ უჯან ცარიელი სვტცე რომ იყო მხოლოდ, და ბურთი რომ ამ ვითარებაში ჩააბარა მეტოქეს მალიამ, ეს არაფერი, აი სხვების ბრალი ყოფილა, უყურე შენ!
kote
09 სექტემბერი 2020 21:16
7
ევრიკა. ჩვენი სამხედრო ინდუსტრიის ფლაგმანს "დელტას" ვთხოვოთ, რომ ბელორუსებთან შეხვედრის წინ გამოყოს მეტეო რაკეტები წვიმის ღეუბლების გასაფანტად და ვესროლოთ დაუნანებლად.

თირემ სტადიონს დრენაჟი არ აქვს, რომ გაწვიმდეს და იგივე წყალდიდობა მოხდეს სტადიონზე, ცუდად იქნება მგონი ჩვენი საქმე.

სულ რამდენიმე რაკეტაზე საქმე და ასეთ დროს დანანება შეიძლება? არა!
არქიმედი
09 სექტემბერი 2020 18:47
0
დიდი ხნის უკან ჩვენ წყალბურთშიც პიონერები, მაგრები ვიყავით! ეს რა სამარცხვინო საფარი ყოფილა დინამოზე, ეს რა საშინელება იყო...?! ამაში დაიხარჯა იმხელა ფული?!
aburjga
10 სექტემბერი 2020 14:53
0
ფეხბურთის ფედერაციამ გამოარკვიოს დინამოს სტადიონზე დრენაჟის პრობლემა რის გამო შეიქმნა!
4
09 სექტემბერი 2020 18:29
0
კვეკვესკირი ამბობს რომ გოლი ჩვენს კარში ინდივიდუალურ შეცდომას მოჰყვა. გასაგებია მალის გულისხმობს. კი ბატონო, საერთოდ რატომ დააყენა გამოუცდელი და არცთუ მაღალი კვალიფიკაციის ფეხბურთელი ვაისმა, გაუგებარია. მაგრამ დააკვირდით თვითონ კვეკვესკირის მოქმედებას გოლის დროს. მას ხომ შეეძლო გადაეკეტა ეს ზონა..
merabi-1960
09 სექტემბერი 2020 11:46
3
სანამ ნაკრებში არ ითამაშებენ ნაციონალური მოძრაობის მიერ აღზრდილი და ნაციონალური მოძრაობის პერიოდში ფეხბურთზე შესული და ნავარჯიშები ბიჭები, მანამდე არაფერი გვეშველება!!!
რომანა
09 სექტემბერი 2020 09:16
35
გასაგებია რომ მალის შეცდომას მოყვა გოლი...ნუ ხდება ყოველთვის ვიღაცის შეცდომის გამო გადის გოლი...მაგრამ ნუ გადაუვლით ამ ბიჭს სხვა დადებითიც გააკეთა თან პორველი თამაში იყო...თან ამაზე რო აქცნეტს აკეთებს კვეკვესკირი რა 1-0 მოგებას აპირებდნენ? მეორე გოლი არ უნდა გაიტანო? ერთ გოლს რო გაიტან უნდა დადგე მერე? ან რო გაუშვებ უნდა ჩამოყარო ყურები? ფეხბურთში შეგიძლია 5-4იც მოიგო ))) ტემპის მომატება რო არ იციან რა არის ეგეც მალის ბრალია? ( მალი არავინ არ არის ჩემი)
ოთო
09 სექტემბერი 2020 09:04
4
გასაგებია რომ მალის შეცდომას მოყვა გოლი...ნუ ხდება ყოველთვის ვიღაცის შეცდომის გამო გადის გოლი...მაგრამ ნუ გადაუვლით ამ ბიჭს სხვა დადებითიც გააკეთა თან პორველი თამაში იყო...თან ამაზე რო აქცნეტს აკეთებს კვეკვესკირი რა 1-0 მოგებას აპირებდნენ? მეორე გოლი არ უნდა გაიტანო? ერთ გოლს რო გაიტან უნდა დადგე მერე? ან რო გაუშვებ უნდა ჩამოყარო ყურები? ფეხბურთში შეგიძლია 5-4იც მოიგო ))) ტემპის მომატება რო არ იციან რა არის ეგეც მალის ბრალია? ( მალი არავინ არ არის ჩემი)
ოთო
09 სექტემბერი 2020 09:03
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული