სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

AutoSharing Option
უეფამ საქართველოს ნაკრების ბელარუსთან ერთა ლიგის D დივიზონის ნახევარფინალური შეხვედრისთვის დამატებითი ზომები მიიღო. მატჩი, რომელიც 8 ოქტომბერს თბილისში გაიმართება, შესაძლოა, იმ შემთხვევაში გადაიდოს, თუკი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო ერთ-ერთი გუნდი განაცხადში 13 ფეხბურთელს ვერ შეიყვანს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მატჩში გუნდებს 5 ცვლილების გაკეთების უფლება ექნებათ. უეფას გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ მატჩებში გუნდებს ერთ შეხვედრაში ამ რაოდენობის ცვლილების გაკეთება ექნებათ. წესი ასევე ერთა ლიგის სხვა მატჩებში, ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში გასამართ შეხვედრებში ამოქმედდება. ეს გადაწყვეტილება
უეფამ კორონავირუსის პაუზის შედეგად ფეხბურთელების დატვირთული გრაფიკის გამო მიიღო, რითიც ცდილობს ტრავმების მიღების რისკები შემცირდეს.


5 ცვლილების წესი ეროვნული ჩემპიონატების მხოლოდ ნაწილში მოქმედებს. მაგალითად, ინგლისის პრემიერ ლიგაში 5 ცვლილების წესზე კატეგორიული უარი განაცხადეს. მხოლოდ 3 ცვლილების უფლება აქვთ, საქართველოს ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბებსაც.

საქართველოს ნაკრებს ბელარუსთან D დივიზონის ნახევარფინალური ეტაპის მატჩი ჯერ კიდევ მარტში უნდა ეთამაშა, მაგრამ პანდემიის გამო შეხვედრის ჩატარების თარიღი შეიცვალა. 8 ოქტომბრის მატჩში გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო ევრო 2020-ს საგზურისთვის ერთა ლიგის ფინალურ მატჩში კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ ნააკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 28 /
კიმაგრამ, დასწრებაზე არაფერს არ ამბობენ?
Biankonneri
15:12 27-09-2020
0
ფარერებთან სამარცხვინო წაგების მერე ნაკრების იმედი არ მაქვს. კაი ახალგაზრდები არიან, მაგრამ ეს ვოლოდიმერი რას მოიფიქრებს გაფიქრებაც კი მაშინებს
ვანჩოპე
00:44 27-09-2020
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული