ვაისმა ბელარუსთან, სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი გამოიძახა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალისა და ერთა ლიგის ორი შეხვედრისთვის მზადებას იწყებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ოქტომბერში დაგეგმილი სამი მატჩისთვის 5 ოქტომბრიდან თბილისში შეიკრიბება. 8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება. შეხვედრა "დინამო არენაზე" შედგება.

11 ოქტომბერს, ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა სომხეთსა და საქართველოს შორის ერევანში გაიმართება. 14 ოქტომბერს, ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის სკოპიეში ჩატარდება. უახლოესი სამი თამაშისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 29 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების
შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები:
ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)

მატჩების განრიგი:

8 ოქტომბერი - 20:00
საქართველო-ბელარუსი

11 ოქტომბერი - 20:00
სომხეთი-საქართველო

14 ოქტომბერი - 22:45
ჩრდილოეთი მაკედონია-საქართველო

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 58 /
კალენდარი არ მომწონს, ჯობდა სომხებს თავიდან შევხვედროდით ან ბოლოს...
Vasili
28 სექტემბერი 2020 20:56
9
შეიძლება ყველა გამოიძახა ,მაგრამ დააყენებს ყველაზე სუსტებს, თან შეცვლებს გააკეთებს 82-ე წუთზე
თამაზი
28 სექტემბერი 2020 20:47
9
გამოიძახა თითქმის ყველა ვინც ასე თუ ისე თამაშობს და ფორმაშია, ერთს ვერ მივხვდი კუპატაძე რატომ? მაგას ისევ კვასხვაძე ჯობია და ორივეს მამარდაშვილი. მარცხენა ფლანგზე არ მგონია მალი ლაკვეხელიანს ჯობდეს და სადაც ყველას იძახებს ბარემ ზივზივაძეც ყოფილიყო, არ მგონია ლობჯანიძე, ქვილითაია, კაჭარავაზე ნაკლები იყოს რამით უბრალოდ არ სწყალობს. საერთო ჯამში საკამათო დიდი არაფერია, ვფიქრობ იმედებს არ გაგვიცრუებენ ბიჭები ასეთი წინათგრძნობაც მაქვს...
rezo
28 სექტემბერი 2020 20:44
3
ბიჯოს მოგცემ შენ ჯერ კორექტულად მომმართე თუ რამის თქმა გინდა და მეორეც, შენ რომ უყურებდე და ფეხბურთის აზრზე იყო მაგ კომენტარს საერთოდ არ დადებდი
rezo
29 სექტემბერი 2020 23:32
0
bijo rais kvasxvadze sad xart ra gindat an televizori ar gakvt an vapshe ra xalxi xart
!$!!!
29 სექტემბერი 2020 13:12
0
პირველ რიგში თავისი თავი არ უნდა გამოეძახებინა.ეს იქნებოდა ერდთადერთი სწორი გადაწყვეტილება.
ნიკო
28 სექტემბერი 2020 20:34
16
ის ხარ
ჯსჯდჯ
29 სექტემბერი 2020 11:32
0
რა ფორმაშია კაშია რამდენი ხანია ბურთი არ უნახია ან გრიგალავა რა ფორმაშია,ან ნინუას რას უწუნებს?მგონია მაინც მოუწევს ნინუას დამატება რადგან აჩვენებს ეს ბიჭი რომ იმსახურებს გამოძახებას
ბაჩი
28 სექტემბერი 2020 20:28
5
ლორია მაგარ ფორმაშია, დირკა
manuchari
28 სექტემბერი 2020 20:25
20
არ ვარ ამ ვაისის ფანი, მაგრამ გამოიძახა ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც ოპტიმალურ ფორმაშია. თავის თავის მტერი კი არ არის და არავის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს. ჩვენთან კიდევ ყველას თავისი აზრი აქვს და არაა საჭირო ყველაფერზე კომენტარების გაკეთება. ყველა ქართველი გულშემატკივრისადმი დიდი პატივისცემით.
ავთო
28 სექტემბერი 2020 20:23
1
მოკლედ ყველა გამოიძახა 3 თამაში გვიწევს ზედიზედ. მალის და ჯიღაურის გამოძახება არ მომეწონა მარტო.
გოგა
28 სექტემბერი 2020 19:57
4
ისე ვაისმა უყურა მამარდაშვილის თამაშებს ევროპა ლიგაზე?მესამე მეკარედ ყოფნა არ ეკუთვნის? თუ კუპატაძემ უფრო "საოცარი" მატჩი ჩაატარა აპოლონთან და მე არ მახსოვს? ან კობახიძეს გამოძახებას სანდოხაძე ან გურეშიძე რომ გამოეძახა არ შეიძლებოდა?
გიორგი-ბათუმი 97
28 სექტემბერი 2020 19:57
5
მამარდაშვილი მაგარი ბიჭია მაგრამ ალბათ დაუთმო ახალგაზრდულს. რად უნდა სამი მეკარე თუ ორსაც არ იყენებს. ნაკრებში სკამზე ჯდომას, მიეხმაროს ახალგაზრდულს
დაუთმო ალბათ ახალგაზრდულს
28 სექტემბერი 2020 21:19
0
დებილია ან სერიოზულ ზეწოლას განიცდის ფეხბურთელების შერჩევისას
კახა
28 სექტემბერი 2020 19:56
30
ვაჟკაცურად შენ გვითხარი ვინ უნდა გამოეძახა და არ გამოიძახა, ერთი ორ შემთხვევაში შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ და ისინიც დიდს ვერაფერს გადაწყვეტენ თავიანთი ყოფნით. მაგრამ ეს ზეწოლა და დებილია ნამდვილად ზედმეტი მოგივიდა
გულშემატკივარი
28 სექტემბერი 2020 21:06
4
მეტი ვინ უნდა გამოეძახა, რონალდუ და მესი გვყავს და არ ვიცით?
irakli81
28 სექტემბერი 2020 20:32
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული