იმის გათვალისწინებით, რომ დღეს დილით სომხეთის ვარდენის რაიონში აზერბაიჯანმა საარტილერიო დარტყმები განახორციელა, უეფამ 1-ელ ოქტომბერს "არარატ-არმენიას" "ცრვენა ზვეზდასთან" ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩის ერევანში ჩატარების უფლება არ მისცა.
შეხვედრა კვიპროსში, ნიქოზიის სტადიონ GSP-ზე გაიმართება.
შეგახსენებთ, 11 ოქტომბერს ერთა ლიგის პირველ ტურში სომხეთის ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ გუნდს უნდა უმასპინძლოს, სავარაუდოდ, ამ მატჩის ერევანში გამართვა შეუძლებელი გახდება და ალბათ, ნეიტრალურ მოედანზე ჩაატარებენ.
სომხეთში სამხედრო მდგომარეობა შემოიღეს, საერთო მობილიზაცია გამოაცხადეს და 18-დან 55 წლის მამაკაცებს ქვეყნიდან გასვლა შეუზღუდეს.
ასევე ხშირად მხვდება საშვალო, არა და სწორია საშუალო.
ასევე თითეული, სწორია თითოეული.
და ბოლოს ბარემ ამ თემასთან დაკავშირებით. ბევრი ხმარობს სასომხეთს, არა და სწორია სომხეთი.