"საქართველოს ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ..." - ბელარუსის ნაკრების მეკარემ ერთა ლიგის მატჩზე ისაუბრა

AutoSharing Option
ბელარუსის ნაკრების მეკარე იგორ ხაცკევიჩმა საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებაზე 
ისაუბრა. 

ის უკვე ვეტერანია, 32 წლის გახლავთ და სამშობლოში, კლუბ "ისლოჩში" ირჯება,  ბელარუსის ნაკრებში კი სათადარიგოთა სტატუსი აქვს. 

აი, რა უთხრა ვეტერანმა კიპერმა pressball.by-ს თბილისური მატჩის შესახებ:

"ეს ბელარუსული ფეხბურთისთვის უდიდესი ისტორიული შანსია. შევეცდებით, რომ ევროპის 
ჩემპიონატის საგზური მოვიპოვოთ. 

ამ ყველაფრისთვის კი საჭიროა, რომ ჯერ საქართველოს ნაკრების ბარიერი გადავლახოთ. 
ვფიქრობ, რომ შანსები 50/50-ზეა. 

ჩვენს მეტოქეს ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც რუსეთსა და ევროპის 
სხვადასხვა ქვეყანაში თამაშობენ.

ძალიან რთული მატჩი გველის და დიდი შრომის გაღება მოგვიწევს იმისათვის, რომ ქართველები 
დავამარცხოთ", - აღნიშნავს ხაცკევიჩი. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების დაპირისპირება 8 ოქტომბერს გაიმართება. 

altბელარუსთან მატჩზე მაყურებლების დასწრების საკითხზე სფფ განცხადებას ავრცელებს


მკითხველის კომენტარები / 2 /
საოცარი სიტყვებია! ;)
ვვვ
17:58 02-10-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული