ისაუბრა.
ის უკვე ვეტერანია, 32 წლის გახლავთ და სამშობლოში, კლუბ "ისლოჩში" ირჯება, ბელარუსის ნაკრებში კი სათადარიგოთა სტატუსი აქვს.
აი, რა უთხრა ვეტერანმა კიპერმა pressball.by-ს თბილისური მატჩის შესახებ:
"ეს ბელარუსული ფეხბურთისთვის უდიდესი ისტორიული შანსია. შევეცდებით, რომ ევროპის
ჩემპიონატის საგზური მოვიპოვოთ.
ამ ყველაფრისთვის კი საჭიროა, რომ ჯერ საქართველოს ნაკრების ბარიერი გადავლახოთ.
ვფიქრობ, რომ შანსები 50/50-ზეა.
ჩვენს მეტოქეს ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც რუსეთსა და ევროპის
სხვადასხვა ქვეყანაში თამაშობენ.
ძალიან რთული მატჩი გველის და დიდი შრომის გაღება მოგვიწევს იმისათვის, რომ ქართველები
დავამარცხოთ", - აღნიშნავს ხაცკევიჩი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების დაპირისპირება 8 ოქტომბერს გაიმართება.
ბელარუსთან მატჩზე მაყურებლების დასწრების საკითხზე სფფ განცხადებას ავრცელებს