ფეხბურთის ფედერაცია ბილეთების დაბრუნების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

AutoSharing Option
ფოტო: gff.ge

2 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და TKT.ge-მ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩის, საქართველო - ბელარუსის ანულირებული ბილეთების თანხის დაბრუნების პროცესი დაიწყო.

​გულშემატკივრებმა, რომლებმაც მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ შეიძინეს თანხა ავტომატურ რეჟიმში TKT.ge-ს ანგარიშზე დაუბრუნდებათ. ფიზიკურად შეძენილი ბილეთების თანხის დასაბრუნებლად კი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სპეციალური სალაროები 5 ოქტომბრიდან გაიხსნება.
სალაროების მუშაობის განრიგი:

5-12 ოქტომბერი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი

სამუშაო საათები: 10:00-20:00

​თანხის დაბრუნების მსურველმა გულშემატკივარმა სალაროში მატჩზე დასასწრები ბილეთები და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა წარადგინოს.

​შეგახსენებთ,
რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალური ეტაპის მატჩი, რომელიც 26 მარტს უნდა გამართულიყო, 8 ოქტომბერს ჩატარდება. შეხვედრას თბილისის "დინამო არენა" უმასპინძლებს და ის 20:00 საათზე დაიწყება.

წყარო:  gff.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ხალხნო, რა მაინტერესებს და იქნებ ვინმემ იცით, თიქეთ.ჯიზე ყველა ბილეთი გაყიდულიაო დაეს 8-ის თამაშს ეხება? ანუ დაიდო და გაიყიდა უკვე?
Fani
00:05 04-10-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული