ყველანი ჩამოვიდნენ - საქართველოს ნაკრები ისტორიული მატჩისთვის სამზადისს შეუდგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალისთვის მზადება დღეს ოფიციალურად დაიწყო.

ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ნაკრებმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ფეხბურთელები, რომლებმაც საკლუბო მატჩები კვირას გამართეს და ასევე ის მოთამაშეები, რომლებიც თბილისში დღეს ჩამოვიდნენ, ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად, ვარჯიშს 6 ოქტომბრიდან დაიწყებენ.
საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალისა და ერთა ლიგის უახლოეს ორ მატჩში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი უკვე თბილისში იმყოფება.

გიორგი მაკარიძე, ლაშა დვალი, დავით ხოჭოლავა, სოლომონ კვირკველია, თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო
გვილია, გიორგი ჩაკვეტაძე, ოთარ კიტეიშვილი და ნიკა კაჭარავა სავარჯიშო პროცესს ხვალიდან შეუერთდებიან.

ბელარუსთან მატჩამდე ეროვნული ნაკრები კიდევ ორ ვარჯიშს გამართავს. დღევანდელი დღის მსგავსად, 6 ოქტომბერს ვარჯიში თბილისის ზღვის ბაზაზე შედგება. ჩვენი გუნდი მატჩამდე ბოლო ვარჯიშს შეხვედრის მასპინძელ "დინამო არენაზე" ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბელარუსის, სომხეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები:
გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)

მატჩების განრიგი
8 ოქტომბერი - 20:00. საქართველო - ბელარუსი
11 ოქტომბერი - 20:00. სომხეთი - საქართველო
14 ოქტომბერი - 22:45. ჩრდილოეთი მაკედონია - საქართველო

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 27 /
ამ ბიჭებს შეუძლიათ ნოემბერში საქართველო შოკში ჩააგდონ და უდიდესი ბედნიერება მიანიჭონ ერს. დარწმუნებული ვარ შესძლებენ. ფორმაში შედიან დღითიდღე უმჯობესდებიან და იხვეწებიან
იაგო
06 ოქტომბერი 2020 08:19
1
მეჩვენება თუ სერიოზული კონკურენციაა ნაკრებში? :) ვაისს გაუჭირდება ძირითადის დაყენება, დიდი არჩევანი აქვს. მიდით ბიჭებო, გაგვახარეთ,გაგვახარეთ გიჟივით ველოდებით ყველანი მომავალ თამაშებს
Giorgi
06 ოქტომბერი 2020 10:04
0
წარმატებები ბიჭებს და მთელ საქართველოს. თუმცა არა ნაკლებ პრინციპულად მიმაჩნია მატჩი სომხეთთან.
გიზოგ
06 ოქტომბერი 2020 07:29
4
ჩემი აზრით ამ გაჭირვების დროს ცენტრალურ თავდამსხმელად ოქრიც გამოდგება. ტექნიკურია,სიმაღლეც კარგი აქვს და საგოლე ალღოც. ფლანგიდან შესატევად სისწრაფე დაკარგული აქვს და აღარ არის იმდენად პროდუქტიული როგორც ადრე. მეთანხმებთ ვინმე თუ მაგრად ვცდები ? ))))
H
06 ოქტომბერი 2020 12:44
2
მგონი ოქრი სულ ფორვარდად უნდა გვყავდეს, ფლანგია მისი პოზიცია, მარა ფორვარდი გვჭირდება.
ჰმ
06 ოქტომბერი 2020 14:10
0
ყველანი შევიკრიბოთ ბელორუსების სასტუმროსთან და ერთი კარგი პერფორმანსი მოვუწყოთ თამაშის წინა ღამეს! ისეთი რომ კარგა ხანს არ დაავიწყდეთ! წარმატებები ეროვნულ ნაკრებს!
გულშემატკივრებს!
06 ოქტომბერი 2020 03:19
55
რაღაც არ მგონია ლამაზი მხატვრული შოუს დადგმა გქონდეს ჩაფიქრებული და მეტოქის შეურაცხყოფას თუ აპირებ, მაშინ ჯობია ჯერ ვაჟას სტუმარ მასპინძელი წაიკითხე რომ გაიხსენო ქართველი და კავკასიელი რომ ხარ და მერე ზოგადად გაითვალისწინე რომ შენი გუნდის გულშემატკოვრობა არ ნიშნავს სხვას მიაყენო შეურაცხყოფა.
რა პერფორმანსი?
06 ოქტომბერი 2020 05:14
5
მაგარი შემადგენლობააა, ერთი მჭედლიძე ყოფილიყო ფორმაში და ესე არ დაეტანჯა ტრამვებს:((( ძალიან აკლია მჭედლო ნაკრებს
გიგა
06 ოქტომბერი 2020 09:16
10
ამ შემადგენლობით ორი გუნდის გაკეთება შეიძლება რომლითაც შესაძლებელია ბელარუსების დამარცხება
ქუთაისი
06 ოქტომბერი 2020 12:12
1
მთავარია ვაისი არ აიჭრას თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე :@
giorgi4444
06 ოქტომბერი 2020 14:27
1
სხვათა შორის რუბინის წინააღმდეგ ითამაშა მელქაძემ, თუ თამაშ უყურებდით საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და არაა უყურადღებოდ დასატოვებელი ბიჭი.
semi
06 ოქტომბერი 2020 16:04
4
მაგ ბიჯმა გასაგებათ თქვარო მე დავიბადე რუსეთშიო და რუსეთIს ნაკრებში მინდა თამაშიო ჩვეულებრივი მოღალატეა როგორც ჯიქია და როგორც გოგია
qutaiseli
06 ოქტომბერი 2020 18:46
0
მეკარე-ლორია
დაცვა მარჯვნიდან: კაკაბაძე, კვერკველია, ტაბიძე, ნავალოვსკი
საყრდენები-კანკავა, კიტეიშვილი
ნახევარდაცვა მარჯვნიდან: შენგელია, ოქრიაშვილი, კვარაცხელია
ფორვარდი-ქვილითაია.
შეცვლა (არ ვიცი რამდენია დაშვებული), მაგრამ საბა ლობჟანიძე შეცვლიდა შენგელიას, ჩაკვეტაძე ოქრიაშვილს, ვაკო გვილია ან ვაკო ყაზაიშვილი ქვილითაიას ნაცვლად და გადაწყობა, ანუ ერთ-ერთი ცენტრ ფორვარდად. ფაქტია ყველა ამ შემცველს შეუძლია ჯოკერის როლი ითამაშოს.
ვლადიმერ ვაისი
06 ოქტომბერი 2020 13:06
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული