ყველანი ჩამოვიდნენ - საქართველოს ნაკრები ისტორიული მატჩისთვის სამზადისს შეუდგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალისთვის მზადება დღეს ოფიციალურად დაიწყო.

ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ნაკრებმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ფეხბურთელები, რომლებმაც საკლუბო მატჩები კვირას გამართეს და ასევე ის მოთამაშეები, რომლებიც თბილისში დღეს ჩამოვიდნენ, ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად, ვარჯიშს 6 ოქტომბრიდან დაიწყებენ.
საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალისა და ერთა ლიგის უახლოეს ორ მატჩში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი უკვე თბილისში იმყოფება.

გიორგი მაკარიძე, ლაშა დვალი, დავით ხოჭოლავა, სოლომონ კვირკველია, თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო
გვილია, გიორგი ჩაკვეტაძე, ოთარ კიტეიშვილი და ნიკა კაჭარავა სავარჯიშო პროცესს ხვალიდან შეუერთდებიან.

ბელარუსთან მატჩამდე ეროვნული ნაკრები კიდევ ორ ვარჯიშს გამართავს. დღევანდელი დღის მსგავსად, 6 ოქტომბერს ვარჯიში თბილისის ზღვის ბაზაზე შედგება. ჩვენი გუნდი მატჩამდე ბოლო ვარჯიშს შეხვედრის მასპინძელ "დინამო არენაზე" ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბელარუსის, სომხეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები:
გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)

მატჩების განრიგი
8 ოქტომბერი - 20:00. საქართველო - ბელარუსი
11 ოქტომბერი - 20:00. სომხეთი - საქართველო
14 ოქტომბერი - 22:45. ჩრდილოეთი მაკედონია - საქართველო

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 27 /
სხვათა შორის რუბინის წინააღმდეგ ითამაშა მელქაძემ, თუ თამაშ უყურებდით საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და არაა უყურადღებოდ დასატოვებელი ბიჭი.
semi
16:04 06-10-2020
4
მთავარია ვაისი არ აიჭრას თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე :@
giorgi4444
14:27 06-10-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული