ყველანი ჩამოვიდნენ - საქართველოს ნაკრები ისტორიული მატჩისთვის სამზადისს შეუდგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალისთვის მზადება დღეს ოფიციალურად დაიწყო.

ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ნაკრებმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ფეხბურთელები, რომლებმაც საკლუბო მატჩები კვირას გამართეს და ასევე ის მოთამაშეები, რომლებიც თბილისში დღეს ჩამოვიდნენ, ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად, ვარჯიშს 6 ოქტომბრიდან დაიწყებენ.
საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალისა და ერთა ლიგის უახლოეს ორ მატჩში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი უკვე თბილისში იმყოფება.

გიორგი მაკარიძე, ლაშა დვალი, დავით ხოჭოლავა, სოლომონ კვირკველია, თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო
გვილია, გიორგი ჩაკვეტაძე, ოთარ კიტეიშვილი და ნიკა კაჭარავა სავარჯიშო პროცესს ხვალიდან შეუერთდებიან.

ბელარუსთან მატჩამდე ეროვნული ნაკრები კიდევ ორ ვარჯიშს გამართავს. დღევანდელი დღის მსგავსად, 6 ოქტომბერს ვარჯიში თბილისის ზღვის ბაზაზე შედგება. ჩვენი გუნდი მატჩამდე ბოლო ვარჯიშს შეხვედრის მასპინძელ "დინამო არენაზე" ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბელარუსის, სომხეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები:
გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)

მატჩების განრიგი
8 ოქტომბერი - 20:00. საქართველო - ბელარუსი
11 ოქტომბერი - 20:00. სომხეთი - საქართველო
14 ოქტომბერი - 22:45. ჩრდილოეთი მაკედონია - საქართველო

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 27 /
ასეთი შემადგენლობა არც კი მახსენდება როდის შეიკრიბა ერთად, წარმატებები ბიჭებს და რათქმაუნდა ჩვენს ქვეყანას. მცირედი, მაგრამ რაღაცა ვაისის მეშინია თითქოს, რამე ისეთი არ მოიგონოს, ბელორუსი არ არის გადაულახავი ბარიერი. ჩვენ გავიმარჯვებთ.
ტარიელი
05 ოქტომბერი 2020 23:58
1
მეც ვაისი მაშინებს!
იაგო
06 ოქტომბერი 2020 08:21
3
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო!!!
ბათუმი
05 ოქტომბერი 2020 23:51
0
ისტორია უნდა დაწეროთ! ამ ომს ჩვენ ვიგებთ, ჩვენ თქვენთან ვართ ტელე ეკრანებთან მილიონობით ქართველი გულშემატკივარი, ბიჭებო მჯერა ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის თავს შეაკლავთ ბელორუსებს და ამ თამაშს მოვიგებთ! მე "სოხუმიდან" გიგულშემატკივრებთ, ქართულ დროშას გამოვფენ სულ რომ დამხვრიტონ მაინც! წარმატებები ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს!
სოხუმიდან ეს წერილი!
06 ოქტომბერი 2020 10:23
1
არც ისეთ შთამბეჭდავია უცხომ, რო გადახედოს ჩვენი ბიჭები რა გუნდებშიც თამაშობენ, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით მათი შესაძლებლობები, 5 6 ჩვენი ნაკრების ფეხბურთელი წამყვან ჩემპიონატების საშვალო გუნდებში,რო იყვნენ არცა გასაკვირი, აი კვარაცხელიას კი მალე ვიხილავთ ტოპ კლუბში თუ ასე გაგრძელა
გოგა
06 ოქტომბერი 2020 00:37
0
ღმერთი თქვენსკენ, ბიჭებო!
დიდგორელი!
06 ოქტომბერი 2020 00:18
0
სა-ქარ-თვე-ლო! სა-ქარ-თვე-ლო! სა-ქარ-თვე-ლო! სა-ქარ-თვე-ლო!

გაუმარჯოს! გაუმარჯოს! ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს!
აბა ყველამ ერთად
06 ოქტომბერი 2020 03:16
2
ანორთოსის ბოლო თამაშს ვუყურე, ქვილითაიამ გოლი კი გაიტანა, მაგრამ ძალიან არადამაჯერებლად მომეჩვენა, შენგელია დააყენოს ფორვარდად ან ვაკო აჯობებს მგონია, მიქაუტაძე თუ გადმოვიბირეთ, ჩათვალეთ, რომ 1-2 წელიწადში მსოფლიოში ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით! საქართველოსთვის ბიჭებო, სამშობლოსათვის, ჩვენი ტანჯული მიწა-წყლისათვის, ფარით ბიჭებო, ფარით!!! ბელორუსი ფარზე.
06 ოქტომბერი 2020 10:29
2
აბა ბიჩებო მიაწეკით.აბა თქვენ იცით.უნდა მოიგოთ ეს თამაში.ჯერ როგორ გახარებთ მთლიანად საქართველოს.და ისტორიაშიც ჩაეწერებით.აბა წარმატებები და თქვენი იმედი გვაქ!!!
თოკო
06 ოქტომბერი 2020 02:28
0
ყველანი სტადიონთან, გარედან წავიდა ფეიერვერკები
კლოპი
06 ოქტომბერი 2020 01:14
0
იქნებ ვინმემ უთხრას, რომ კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე უნდა ათამაშოს.
gio
06 ოქტომბერი 2020 09:43
1
და შენგელია მარჯვნიდან
ლაშა
06 ოქტომბერი 2020 11:38
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული