გულშემატკივრები 8 ოქტომბერს "დინამო არენასთან" შეკრებას აანონსებენ

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტრომ უფლება არ მისცა ქართველ გულშემატკივრებს საქართველო-ბელარუსის მატჩზე დასწრების. ამიტომ ქომაგებმა ალტერნატიული გზა გამონახეს და საკმაოდ საინტერესო "წვეულება" დაგეგმეს.

წვეულების მიზეზად კი წერენ, რომ: "იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობამ აგვიკრძალა 8 ოქტომბერს საქართველო-ბელარუსის მატჩზე დასწრება, გულშემატკივრები ვიკრიბებით "დინამოსთან" ჩვენი ნაკრების საგულშემატკივროდ!!!!
გეგმა ასეთია: "დინამოს"  შესასვლელთან დავხვდებით და მხურვალედ გავამხნევებთ სტადიონზე მოსულ ქართველ ფეხბურთელებს. მატჩის დაწყების შემდეგ გადავინაცვლებთ "მუშტაიდის ბაღში", სადაც მატჩის საყურებლად დაგხვდებათ "გირჩის" მიერ დამონტაჟებული დიდი ეკრანი, ლუდი და მისთანები."
მკითხველის კომენტარები / 39 /
შეკვეთაა ესეთი მსოფლიოს მმართველებისგან, რომ ხალხზე ვითომ ზრუნავ, ვითომ, ვითომ რა..............
სტალინი
07 ოქტომბერი 2020 18:13
0
ისე მგონი ნაკრებისთვის უკეთესია უმაყურებლოდ თამაში. უმეტესობა ისეთ ჩემპიონატში და გუნდებში თამაშობს 100 კაცი, რომ ესწრება ხოლმე თამაშს და აქ გადაჭედილი სტადიონი მგონი ცოტა აშინებთ და ასე შეიძლება ნაკლები ფსიქოლოგიური ზეწოლა ქონდეთ. )))) ეს ნახევრად ხუმრობით და მგონი შეიძლებოდა ორგანიზება 16 ათასი კაცი ისე გაენაწილებინათ სტადიონზე, რომ არ მომხდარიყო ვირუსის გავრცელება და ბიჭები გაემხნევებინათ. მაინც ყველა ერთმანეთის სახლებში და პაბებში ვიქნებით შეკრებილნი საყურებლად და იქ უფრო დიდი რისკია.
H
07 ოქტომბერი 2020 15:16
0
ძალიან, ძალიან საწყენი გადაწყვეტილებაა. რა, მეტრო არავის უნახავს? რა, პატრიოტთა ალიანსის მიტინგი არ გაუგონიათ? მე ასე ვთვლი. არ არსებობს არავითარი შეწყნარებლობა ნაცების მიმართ! ის, რომ ნაცები არ გაასამართლეს - ეს არის რუსეთის დაკვეთა (ჩემთვის ნაცები 90%-ით კგბ-ს აგენტები არიან). ეხლა ოცნების ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რომ ოცნებას ხმა არ მივცეთ! სულ ხმალამოღებული ვიცავდი მათ! ეხლა კი ვხვდები, რომ ვცდებოდი! ამიტომ აღარც ვაპირებ ხმის მიცემას. მთავარია ბიჭებს გული არ გაუტყდეთ! შეუტიონ და მოიგებენ! და მე, რიგით შეურაცყოფილ, დაჩაჩანაკებულ გულშემატკივარს ბედნიერებას მომიტანენ! ისევე, როგორც მთელ საქართველოს! ვიცი, არ დაბეჭდავთ. მაგრამ 1 მაინც ხომ წაიკითხავს და თუ დაფიქრდება - ესეც საწმეა!
alexandre
07 ოქტომბერი 2020 12:25
3
მართალია, მეტროში ნახეთ რა ხდება.... სტადიონზე, ღია სივრცეში, დისტანციით რა უნდა მომხდარიყო? არც არაფერი. ხალხის ჯანმრთელობაზე თუ გაქვთ აქცენტი, მაშინ ამდენი ნარკორიალიზატორი რატომ არის ქვეყანაში? რატომ უშვებთ ამდენი ნარკოტიკის შემოტანას? რატომ არის ამდენი ნარკო მომხმარებელი და რატომ არ უფრთხილდებით მომავალ თაობას? უეჭველი მოგცემთ ხმას.. ეგ გირჩი გჯობიათ თქვენ...
ლუკა
07 ოქტომბერი 2020 09:18
0
დადგინდეს მოწინააღმდეგე გუნდის სასტუმროს მისამართი , მთელი თამაშის წინა ღამე ჯოჯოხეთად უნდა უქციონ წესით ქომაგებმა. მშვიდობიანი სიმღერა, ხმაური , შეძახილები....( მსოფლიო ქომაგთა გამოცდილი მეთოდია)., დილიდან, სასრუმროდან სტადიონამდე გზაზე აგრესიული შეტევები, კვერცხები, მათ მშობლიურ ენაზე ლანძღვა, შეურაცხტოფის მიყენება, კანონის ზრღვრამდე აგრესია...მეტოქის სრული დემორალიზება.
საკუთარ ნაკრებს , მთელს გზაზე და სტადიონთან "დიდების კორიდორის" მოწყობა.
ამას ყველაფერს ორგანიზატორი სჭირდება, მე 1.5 თვის წინ მივწერე " ქომაგებს" მათ საიტზე მითითებულ საკონტაქტოზე, აღუთქვი შესაძლებლობის მიხედვით დახმარება, მაგრამ არავინ შემომეხმიანა.
მონავარდე
07 ოქტომბერი 2020 07:36
16
წასვლა მინდოდა ამ შეკრებაზე, მაგრამ გირჩის მოწყობილს ასი წელი არ დავესწრები! ვის უნდიან ეგ ნარკომანები და ანარქისტები, ოღონდაც ხმები მოიპოვონ და ყველაფერზე მიდიან
salome
06 ოქტომბერი 2020 20:17
29
ნეტავ ცოტა ფიქრი შეგეძლოთ
semi
07 ოქტომბერი 2020 13:47
0
ეს მთავრობა მიჩვეულია უაზრო და ქვეყნის საზიანო გადაწყვეტილების მიღებაში. მეტროში ჩახუტებული ხალხი უფრო უარესია ვიდრე დაშორებით მჯდომი ხალხი სტადიოზე.
D
06 ოქტომბერი 2020 20:00
3
წესით თბილისის ზღვის ბაზაზეც მაგრად გაუსწორდებოდათ რომ მივიდეთ ვარჯიშზე.
გულშ
06 ოქტომბერი 2020 17:01
1
მივესალმები სფფ-ს გადაწყვეტილებას რომ არ დაიშვება გულშემატკივარი. ამით ხალხს უფრთხილდებიან მესმის. რაც შეეხება გულშემატკივრების შეკრებას, ეს დიდი იდიოტობა არის და არაფერი საერთო არ მინდა მქონდეს ამ უპასუხისმგებლობასთან! ისევე როგორც რუსეთის პატრიოტთა ალიანსის სამარცხვინო და დანაშაულებრივ მიტინგებთან! ჩვენს ბიჭებს და საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს და ნამდვილ პატრიოტებს მხოლოდ გამარჯვებას და ჯანმრთელობას გისურვებთ!
ლუკა
06 ოქტომბერი 2020 16:06
80
უკაცრავად, ტქვენ რომელ საარჩევნო ბლოკში ხართ გაწევრიანებული?
ოზუზი
06 ოქტომბერი 2020 18:53
3
რომ დაერთოთ ნება 30% დასწრების, ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა? დახოცავდით ერთმანეთს იმ 18000 ბილეთისათვის. წავიდოდა ჩალიჩი და გადამყიდველთა მაიმუნობა, ბილეთის ათმაგფასში გაყიდვები და სხვა არაკაცობები. ვინც ნაღდი გულშემატკივარია, მაინც უბილეთოდ დარჩებოდა. ასე, რომ დამშვიდდით,დასხედით ტელევიზორებთან, ლოცვა თქვით ბიჭებზე და მაინც მოვიგებთ
გია
06 ოქტომბერი 2020 15:45
51

სიახლეები პოპულარული