მიმართეთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უმნიშვნელოვანესი თამაშის წინ

AutoSharing Option
დაწერეთ თქვენი სათქმელი, თუ როგორ მიმართავდით ნაკრების ფეხბურთელებს. ჩვენ საუკეთესო კომენტარებს გამოვაქვეყნებთ და თამაშამდე ბიჭები წაიკითხავენ.

მკითხველის კომენტარები / 283 /
ჰიმნის შესრულებიდან საფინალო სასტვენამდე უნდა გეტყობოდეთ განწყობა რომ ჩვენ უფრო გვინდა მოგება. ფსიქოლოგიურად უნდა დავჩაგროთ პირველ რიგში მეტოქე. უმნიშვნელო სიტუაციებსაც მაქსიმალური ყურადღებით მიუდექით, კარგი მაგალითია ხვიჩას ბოლო გოლი ახმატის კარში. უდიდესი მნიშვნელობა ექნება განწყობას, ნუ იფიქრებთ ვაიმე რომ წავაგოთო?!დამარცხების შიში ერთადერთია რაც ადამიანს ხელს უშლის მიზნის მიღწევაში, იფიქრეთ და და საკუთარ თავსაც და გუნდელებსაც დააჯერეთ რომ ეს თამაში უნდა მოვიგოთ, რომ ამ თამაშს ჩვენ მოვიგებთ. ტატიშვილთან გადაცემაში ყოფილმა ბელარუსმა ფეხბურთელმაც თითონ აღნიშნა რომ უდიდესი როლი ექნება ფსიქოლოგიურ განწყობასო. ყველა სიტუაციაში გაამხნევეთ ერთმანეთი, ნებისმიერ ორთაბრძოლაში აგრძნობინეთ რომ უშანსოდ არიან
გიორგი
07 ოქტომბერი 2020 01:45
2
ეს თამაში ახლა ჩვენთვის დიდგორის ბრძოლაა, არც ერთი ნაბიჯი უკან. მე მჯერა თქვენი, თქვენს უკან ახლა მთელი საქართველოა. არავითარი ზედმეტი თავდაჯერება. პირველ რიგში უნდა ითამაშოთ მაქსიმალური კონცენტრაციით, მშვიდად, ერთმანეთის დაზღვევით, სწრაფად და ლაღად შეუტიოთ რაც არის ქართული ტექნიკური ფეხბურთისთვის დამახასიათებელი.
ზურა
07 ოქტომბერი 2020 00:03
1
უბრალოდ ითამაშეთ, ისე რომ თამაშის შემდეგ თქვენი თავით იამაყოთ. წარმატება აუცილებლად იქნება, ის გარდაუალია. შემდეგ თქვენი ოჯახი იამაყებს თქვენით, თქვენი ახლობლები, გულშემატკივრები, მთელი საქართველო იამაყებს თქვენით. წარმატებები!
მერაბ1970
06 ოქტომბერი 2020 21:29
0
პაიჭაძე, ჯეჯელავა, ღოღობერიძე, კოტრიკაძე, მესხი, მეტრეველი, ჩოხელი, ხურცილავა, ძოძუაშვილი, ახალკაცი, ყიფიანი, შენგელია, ჩივაძე, გაბელია, ქეცბაია, არველაძეები, ქინქლაძე, კობიაშვილი, კალაძე ...... ამ წერტილებს თქვენ შეავსებთ თუ საქართველოს ნაკრებს ასახელებთ!
ზვიად ბერეკაშვილი
06 ოქტომბერი 2020 20:01
4
სამშობლოდან დროებით დაშორებულებს,ყოველთვის ერთი ნატვრა გვაქს,ქართული ჯიშის და ჯილაგის აღორძინება,ქართველი ხალხის ბედნიერება და სიხარული.
ღმერთმა გაგაძლიეროთ ბიჭებო.დიდ მონდომებას მოაქვს დიდი გამარჯვებები.
სულ გამარჯვებული გატაროთ უფალმა
ემიგრანტი ქაქუცა
06 ოქტომბერი 2020 19:55
0
ეხლაც ჟრუანტელი მიმვლის ტანში როდესაც წარმოვიდგენ საქართველოს ჰიმნს და ქართულ დროშებს ევროპის ჩემპიონატზე!
06 ოქტომბერი 2020 18:41
4
რამდენი "თამადა" გვყოლია )))))))
vaxo
06 ოქტომბერი 2020 18:30
15
11 ჯაბა კანკავა გავა მოედანზე მჯერა!
აბრაგი
06 ოქტომბერი 2020 18:16
3
ჩვენს ნაკრებს ყოველთვის ორი მტერი ყავს- ზედმეტი ნერვიულობა და ზედმეტი თავდაჯერება. თუ აგებენ ფარხმალი არ უნდა დაყაროთ და თუ იგებთ ქუსლით პასები და აგდებული Yამაში არ უნდა დაიწყოთ. ნებისმიერ შემთხვევაში თავდაჯერებული და კონცენტრირებულები თუ ითამაშებთ ყოველთვის მოვა წარმატება
David
06 ოქტომბერი 2020 18:12
0
ჩვენ არ ვეთამაშებით ბელარუს,ჩვენ იქ უნდა დავბრუნდეთ სადაც ჩვენი ადგილი არის,ჩვენ მესხის,დარასელიას ყიფიანის და ვინ ჩამოთვლის რამდენი ლომების სახეს წრმოვადგენთ.დაუმტკიცეთ მსოფლიოს დაუმტკიცეთ ჩვენგან წასულ ლომებს რო ღირსნი ხართ ლომების ნაკვალევს ამაყად ფაფარ აწეულები გაყვეთ.
butxa jitchonaia
06 ოქტომბერი 2020 15:49
4

სიახლეები პოპულარული