გიორგი გახარია - "საქართველოს ნაკრების თამაშზე მეც ვიქნებოდი"

AutoSharing Option
სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრები ბევრად უფრო მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით არიან აღჭურვილნი, ვიდრე ბევრი პოლიტიკოსი, - ასე უპასუხა პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ შეიძლება ბელარუსი-საქართველოს მატჩზე დასწრება, მაშინ, როცა აქციების გამართვა დაშვებულია.

მისივე თქმით, გულშემატკივრების მსგავსად, თვითონაც გულგატეხილია ამ ფაქტის გამო.

„16 000 ადამიანის ერთ სივრცეში ყოფნა, თუნდაც ღია სივრცე იყოს, რამდენადაც მძიმე უნდა იყოს, მე მესმის მათი გულგატეხილობა - მეც ასე ვარ. თქვენ ხომ დარწმუნებული ხართ, დაშვებული რომ ყოფილიყო ამ თამაშზე, მეც ვიქნებოდი მათთან
ერთად. სამწუხარო რეალობაა, რომ ეს უნდა გავითვალისწინოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვების მოტივაცია კიდევ უფრო მეტი იქნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო მატჩი 8 ოქტომბერს გულშემატკივრის დასწრების გარეშე გაიმართება.
წყარო: IPN.ge
მკითხველის კომენტარები / 21 /
ისე გახარია თუ მივა სტადიონზე და უქომაგებს წინააღმდეგი არ ვარ. ოღონდ აქტიურად და ხმამაღალი შეძახილებით. მიდი გიორგი შენ ვერ გეტყვიან უარს შეშვებაზე.თუ ვინმემ რამე გითხრა უთხარი რომ შენ შენი ხალხის რჩეული ხარ და მათ მაგივრად კისრულობ ქომაგობას !
დავით 67
02:56 08-10-2020
0
აქ ხალხს არ ეშველება ნამდვილათ ვიცი მაგი ღმერთმა არქნას და რომ წავაგოთ და ეს ხალხი სტადიონზე იყოს ვიღაცას მოკლავენ ჯობს ტელევიზორები ამტვრიონ
3

სიახლეები პოპულარული