არის, საქართველოს ნაკრები ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და გუნდს თამაში ნომინალური თავდამსხმელის გარეშე დააწყებინა. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ ფრთხილობდა და ზედმეტ რისკს ერიდებოდა, რაც მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბუნებრივი გახლდათ. როგორც ვივარაუდეთ, მარცხენა მცველისა და ცენტრფორვარდის პრობლემურ პოზიციაზე ცენტრალური მცველი ლაშა დვალი და გარემარბი ვაკო ყაზაიშვილი დააყენა.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ჯვაროსნებმა" თავიდანვე შეუტიეს და კვარაცხელიას გარღვევისა და პასის შემდეგ ხატკევიჩმა ოქრიაშვილს მახვილი კუთხიდან არ დაანება
გატანა. ამას უმალ ხვიჩას მორიგი გარღვევა და ოქრიაშვილის პასი მოჰყვა, რომელიც ზოლოტოვმა წააქცია. მსაჯმა ჩაქირმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა ჩვეულად უზადოდ შეასრულა.

ვერაფერს იტყვი, დასაწყისი მართლაც ჩინებული იყო

სწრაფი გოლი იმის გარანტი იყო, რომ მეტოქე ღრმა დაცვაში ვერ ჩადგებოდა, თამაში გახსნილი იქნებოდა და ჩვენს გუნდს იერიშების მიტანის მეტი შესაძლებლობა მიეცემოდა.

სტუმრებმა პირველი მომენტი მე-20 წუთზე შექმნეს, მაგრამ საჯარიმოს გარედან ბახარის დარტყმული არაზუსტი გამოდგა. 32-ე წუთზე, კვარაცხელიას დრიბლინგის შემდეგ ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგის შეტევა მოიგერია, სწრაფი შეტევისას კაკაბაძემ ხელსაყრელ პოზიციაზე ოქრიაშვილი მოძებნა, თუმცა მის მიერ დარტყმულ ბურთს მეკარე დაეუფლა. მერე შეცვლაზე შესულმა პოდსტრელოვმა ვერ გამოიყენა შანსი, ცოტა ხანში ოქრიაშვილმა ვერ უწია მიზანს.

აქტიურად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული გვილია, რომლის ჩაწოდება და დარტყმა მეკარემ გააუვნებელყო. ბოლოს ბალარუსებმა შემოგვიტიეს, ლორიამ მარტინოვიჩის დარტყმული ბურთი მოიგერია და მატჩიც დასრულდა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ბელარუსი 1:0
გოლი: ოქრიაშვილი (7, პენ)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ტაბიძე 81), კვირკველია, კაშია, დვალი, კანკავა, კვეკვესკირი, კვარაცხელია (ლობჟანიძე 89), კიტეიშვილი (გვილია 65), ოქრიაშვილი (ქვილითაია 89), ყაზაიშვილი (შენგელია 81)

ბელარუსი: ხატკევიჩი, ბორდაჩევი (პეჩენინი 73), ნაუმოვი, მარტინოვიჩი, ზოლოტოვი, ნეხაიჩიკი, ებონგი, იაბლონსკი (სკავიში 63), ბახარი (პოდსტრელოვი 63), ხაჩატურიანი (მაევსკი 46), ლისაკოვიჩი (ლაპტევი 70)

მკითხველის კომენტარები / 147 /
მადლობა ყველას. მაგრამ ამ თამაშით ვერც ოსოვოს და ვერც მაკედონიას მოუგებთ
გიორგი
08 ოქტომბერი 2020 22:19
17
მო ვ უგებთ, გიორგი, მოვუგებთ. თუ ვასია ხარ ჰო, სწორად დაგიწერია. და თუ მართლა გიორგი ხარ - ჩვეულებრივი ანტიქართველი ხარ (ეს მაქს. რბილად)
Alexandre
08 ოქტომბერი 2020 22:46
10
ღმერთს მადლობა რომ გავედით, თუმცა... უმეტეს შემთხვევაში ძალიან ცუდად ვთამაშობდით, ვერ ვიყენებდით მომენტებს შეტევაში, ვაგვიანებდით პასებს, სწორ პასებს და მეორე ტაიმში თუ კარგად დააკვირდებოდით სრულიად ქაოსი იყო ჩვენ განლაგებაში... თამაშიდან რომ ბელარუსს ვერ გაუტან გოლს და გააზრებული შეტევა მხოლოდ 3-4 ჯერ რომ გამოგივა და 30 წუთიდან უმეტესად ბურთის შენარჩუნებაზე დაიწყებ ფიქრს ეგ ძალიან ცუდია...
ზუზუ
08 ოქტომბერი 2020 22:15
4
ვინაიდან ქართველი გულშემატკივარი, ძალიან მომთხოვნია (ჩემი თამადობით), არ იქნებოდა ურიგო ასე დაგვეწერა: თამაშის შედეგით უზომოდ კმაყოფილები ვართ, ხოლო თამაშის ხარისხით არა. გენაცვალეთ ყველას.
ამასობაში მაკედონიამ, კოსოვო დაამარცხა და კარგადაც დაჯაბნა, უფრო მეტით უნდა მოეგო.
TanoLife
09 ოქტომბერი 2020 00:41
0
გილოცავთ!!! კვარა დააბრუნეთ თავის ფლანგზე....
912
08 ოქტომბერი 2020 22:37
1
წადით ბაბა და ითამაშეთ ჰოკეი!!!
კვარას და ჩაკვეს გარდა არარაობაა ეს ყველაფერი! მესხი საფლავში გადატრიალდება თქვენი თამაშით!!! ასეთი თამაშით თქვენ არაგაქვთ მომავალი!!!
Geo
08 ოქტომბერი 2020 22:13
36
ნერვებს მოუფრთხილდი
საქართველოს ნაკრების ფანი
08 ოქტომბერი 2020 22:52
3
გენაცვალოთ თედო პაპა ღვერებში!!!!
თეოდორ რუზველტი
08 ოქტომბერი 2020 22:11
1
სამარცხვინოზე სამარცხვინო ჭ-კლასის გუნდი გვყავა სამწუხაროდ
კაკო
08 ოქტომბერი 2020 23:00
41
ჭკაკო მაგდენი ლუდი არ უნდა დაგელია, ხომ ხედავ გააპათოლოგე
სიმართლე
08 ოქტომბერი 2020 23:10
3
შემდეგ ეტაპზე გასვლა დიდებულა, მაგრამ სწრაფმა გოლმა თამაშის ხარისხი გააფუჭა. გაუმართლებელია ასე ნაადრევად ანგარიშის შენარჩულებაზე თამაში, ანუ დაივიწყეს, რომ ბურთი მრგვალია. ასეთი თამაშით მაკიდონიასთან ნაკლები შანსი გვექნება, მაგრამ მანამდე დროა და ბიჭები ფორმაში შევლიან.
ჟორა გაბრიჭიძე
09 ოქტომბერი 2020 10:08
2
კიი, შევლიან :))))
XXX
09 ოქტომბერი 2020 11:30
1
ძალიან სამწუხაროა რომ ზოგიერთჳ ვაი გულშემატკივარი მილოცვის მაგივრაად აკრიტიკებს ნაკრებს. ჯერ 1 ეს არ ყოფილა რიგითი შეხვედრა ეს იყო უმნიშვნელოვანესი მატჩი ორივე ნაკრებისთვის ზემოტივირებული იყოო ორივე გუნდი.
რაც შეხება თამაშს საქართველოს ნაკრებმა ყველა კომპონეტში დაჯაბნა მეტოქე და დამსახურებულად მოუგოო ვისაც თამაშის ხარისხი არ მოეწონაა მათთან ბოდიში რომ საქართველოს ნაკრები ვერ თამაშობს ესპანეთის ნაკრებივით ლამაზად მაგრამ მოგება უნდა მივულოცოთ ბიჭებს და არაა ვაკრიტიკოთ უადგილოდ.
გელა
09 ოქტომბერი 2020 00:22
7
გელას! შენ კრიტიკა დედის გინება გგონია? იმიტიმ ვაკრიტიკებთ, რომ სხვა გუნდებთან არ შევრცხვეთ. ყველა ბელორუსის დონის ნაკრები კი არ არის. ასეთი თამაშით შეგვხდება საშუალო დონის გუნდი და ამოგვტენის. აი მერე როგორ ხასიათზე დადგები?
დავით 67
09 ოქტომბერი 2020 01:39
5
გილოცავთ ქართველებო! რაც შეეხება მატჩს: მთავარია მოვიგეთ! არ იყო ეს ფეერეული თამაში, ვერც იქნებოდა ბევრი მიზეზის გამო. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ მეტოქეც ჩვენსავით ნახევარფინალს თამაშობდა და ყველაფერი დადო მინდორზე. ფიზიკურად კარგად მომზადებული, ხისტად მოთამაშე და ორგანიზებული გუნდი, რომელთანაც თამაში დარწმუნებული ვარ არავისთვის არ იქნებოდა მარტივი. ვინერვიულეთ, მაგრამ მოვიგეთ, თან ისე, რომ მეტოქეს პრაქტიკულად კარში არ დაურტყია. მადლობა ბიჭებს და მწვრთნელებს! ახლა მთავარია დავაგვირგინოთ ნოემბერში ეს ყველაფერი.
გიორგი
08 ოქტომბერი 2020 23:16
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული