არის, საქართველოს ნაკრები ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და გუნდს თამაში ნომინალური თავდამსხმელის გარეშე დააწყებინა. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ ფრთხილობდა და ზედმეტ რისკს ერიდებოდა, რაც მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბუნებრივი გახლდათ. როგორც ვივარაუდეთ, მარცხენა მცველისა და ცენტრფორვარდის პრობლემურ პოზიციაზე ცენტრალური მცველი ლაშა დვალი და გარემარბი ვაკო ყაზაიშვილი დააყენა.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ჯვაროსნებმა" თავიდანვე შეუტიეს და კვარაცხელიას გარღვევისა და პასის შემდეგ ხატკევიჩმა ოქრიაშვილს მახვილი კუთხიდან არ დაანება
გატანა. ამას უმალ ხვიჩას მორიგი გარღვევა და ოქრიაშვილის პასი მოჰყვა, რომელიც ზოლოტოვმა წააქცია. მსაჯმა ჩაქირმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა ჩვეულად უზადოდ შეასრულა.

ვერაფერს იტყვი, დასაწყისი მართლაც ჩინებული იყო

სწრაფი გოლი იმის გარანტი იყო, რომ მეტოქე ღრმა დაცვაში ვერ ჩადგებოდა, თამაში გახსნილი იქნებოდა და ჩვენს გუნდს იერიშების მიტანის მეტი შესაძლებლობა მიეცემოდა.

სტუმრებმა პირველი მომენტი მე-20 წუთზე შექმნეს, მაგრამ საჯარიმოს გარედან ბახარის დარტყმული არაზუსტი გამოდგა. 32-ე წუთზე, კვარაცხელიას დრიბლინგის შემდეგ ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგის შეტევა მოიგერია, სწრაფი შეტევისას კაკაბაძემ ხელსაყრელ პოზიციაზე ოქრიაშვილი მოძებნა, თუმცა მის მიერ დარტყმულ ბურთს მეკარე დაეუფლა. მერე შეცვლაზე შესულმა პოდსტრელოვმა ვერ გამოიყენა შანსი, ცოტა ხანში ოქრიაშვილმა ვერ უწია მიზანს.

აქტიურად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული გვილია, რომლის ჩაწოდება და დარტყმა მეკარემ გააუვნებელყო. ბოლოს ბალარუსებმა შემოგვიტიეს, ლორიამ მარტინოვიჩის დარტყმული ბურთი მოიგერია და მატჩიც დასრულდა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ბელარუსი 1:0
გოლი: ოქრიაშვილი (7, პენ)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ტაბიძე 81), კვირკველია, კაშია, დვალი, კანკავა, კვეკვესკირი, კვარაცხელია (ლობჟანიძე 89), კიტეიშვილი (გვილია 65), ოქრიაშვილი (ქვილითაია 89), ყაზაიშვილი (შენგელია 81)

ბელარუსი: ხატკევიჩი, ბორდაჩევი (პეჩენინი 73), ნაუმოვი, მარტინოვიჩი, ზოლოტოვი, ნეხაიჩიკი, ებონგი, იაბლონსკი (სკავიში 63), ბახარი (პოდსტრელოვი 63), ხაჩატურიანი (მაევსკი 46), ლისაკოვიჩი (ლაპტევი 70)

მკითხველის კომენტარები / 147 /
გილოცავთ მეგობრებო!ვულოცავ ნაკრებს მძიმე გამარჯვებას.ამ ღამით ვიზეიმოთ და კრიტიკა,ხვალისათვის გადავდოთ.სალაპარაკო და გასაკრიტიკებელი,მართლაც ძალიან ბევრი გვაქვს.ხვალ,ცივ გულზე გავაკრიტიკოთ და შევაქოთ.
სოსო
08 ოქტომბერი 2020 23:54
0
გამაგიჟებს ეს ხალხი რომ პროფესორობენ.მიულოცეთ ბიჭებს ხომ გავიდნენ შედეგი დადეს?ეხლა ჩემთვის შედეგია მთავარი და არც ცალ კარა იყო შემოგიტევს და დაგირტყამს გუნდი აბა რას იზამს დარწმუნებული ვარ სულ სხვა ტაქტიკით ითამაშებს ნაკრები ფინალში და მოიგებს კიდეც დატკბით ამ სიამოვნებით გაამხნევეთ ბიჭები პოზიტივიც დაინახეთ ხალხო.გვილია კარგად შემოვიდა და ნოემბეში ჩაკვე გვინდა უეჭველი მიდი რა გიო შეუბერე რომ დაიწყე დააგვირგვინე რაა.მადლობა ყველას ამ სიამოვნებისთვის 30 წელია ველოდები ნაკრების რაღაც წარმატებას და ღმერთის წყალობით მოვიდა კიდეც.ოპტიმიზმი ყველგან.იხარეთ ბიჭებო.ემიგრანტი
თემური
08 ოქტომბერი 2020 22:32
2
მრავარწერტილი, ძმა, მოიხედე აქეთ.
თუ არ გიყურებია თამაშზე სირცხვილი კი არაა, საქმე გქონდა იქნებ. გადაახვიე რომ მოიცლი, უყურე და მერეც თუ იგივეს დაწერ არ ყოფილა შენი საშველი და ეგაა
საქართველოს ნაკრების ფანი
09 ოქტომბერი 2020 12:01
0
ბატონო თემურ,თქვენ არ გაგიჟდეთ და სულ ვაქებთ და ვადიდებთ დღევანდელ ქართულ ფეხბურთს! პროფესორობა აქ არაფერ შუაშია.პირდაპირ უნდა აღინიშნოს,რომ პენალტი უფრო არ იყო,ვიდრე იყო! დამატებულ 6 წუთზე,2 წუთიც არ იყო გასული რომ თურქმა მსაჯმა თამაში დაამთავრა???
....
09 ოქტომბერი 2020 08:48
4
მადლობა ბიჭებს!!! ვაისთან მეც მაქვს შეკითხვები შემადგენლობასთან და ცვლილებებთან დაკავშირებით• მაგრამ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ და კიდევ საინტერესო ისაა რო მოგებაზე ვიძახით არ მოგვეწონაო :) მანამდე ვამბობდით მაგრა ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთო უკვე სხვა დონეზე ვართ და ეს უკვე დიდი პლიუსია!
Bokinio
08 ოქტომბერი 2020 22:29
4
ვულოცავ სრულიად საქართველოს! ბიჭებო,პირველ რიგში მადლობა გამარჯვებისთვისა და თავდადებისთვის!საყვედურად ნუ მიიღებთ,მაგრამ აშკარად მოსამატებელი გაქვთ,წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შეგვექმნება!
Alex.F
08 ოქტომბერი 2020 22:23
1
სტადიონზე უფრო მეტ დისტანციას დაიცავდა ხალხი, ვიდრე ის რაც გარეთ ხდებოდა. ნიღბები უმეტესობას არ ეკეთა რაც ვიდეოში გამოჩნდა, დისტანცია 0. არ გჯერავთ კიდევ ამ ვირუსის?

გამარჯვებას რა ჯობია, მაგრამ ესე "ვი არ ზე ჩემპიონს" უსმინო, ჯერ კიდევ ერთი თამაში გაქვს დარჩენილი, ცოტა ზედმეტია მგონი. ვიზეიმოთ ჩრ.მაკედონიას რომ მოვუგებთ, მერე ! ჩამწიხლავენ ეხლა XD
giorgi gorgadze
09 ოქტომბერი 2020 04:59
3
შენ რომ გჯერა რა? სხვამ მასკა უნდა აიფაროს, იმუნური სისტემა გაინადგუროს, როგორც არმიაში მეტრ ნახევარი დისტანცია დაიცვას და მალე ალბათ უნდა ვიჯდეთ სახლში და რასაც ტელევიზიით მოგვაწვდიან სიმართლედ მივიღოთ,? ამ დაჯერებებს , ტელევიზორის მონობას მოეშვით და ცოტა გააზრებულად შესწავლეთ და შეხედეთ რეალობას. გახარიამ თქვა და პირი ამოვიქოლოთ მიდგომა თუ მოგწონთ კი ბატონო მაგრამ სხვას ნუ აძალებთ ამას. თქვენ არ გაქვთ ამის არანაირი უფლება და ვერც დააძალებთ
ნეო
09 ოქტომბერი 2020 09:40
10
რატომ არსებობენ დედამიწაზე ადამიანები რომლების სულ უარყოფითს ეძებენ? წავაგებთ და რად მინდა ლამაზი თამაში თუ წავაგეთო,მოვიგებთ და რათ მინდა ეგეთი მოგება თუ ლამაზად არ ვითამაშეთო :-) თვითონაც არ იციან რა უნდათ. ამიტომ ეგეთებმა ბოღმა ანთხიეთ და ვისაც გვიხარია საქართველოს და ქართული ფეხბურთის წარმატება გაგვატარეთ.ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ წარმატებას და იმედი 12 ნოემბერსაც გაგვახარებენ ჩვენი ბიჭები
საქართველო
08 ოქტომბერი 2020 22:31
8
თქვენ თუ კმაყოფილი ხართ ასეთ ბელარუსთან გუნდი ბოლო ნახევარი საათი რო ყოველ დაცემაზე ფეხებს იჭიმავს და ექიმს ეძახის რავიცი, გაგიმარჯოთ, წარმატებები :დდ 10ჯერ რო ძალიან უხეშ შეცდომას დაუშვებს მეტოქე და ვერცერთს ვერ გამოიყენებ...
nedved
08 ოქტომბერი 2020 22:46
12
შენ ან მარტო 10 წელია რაც ფეხბურთს უყურებ ან მანამდე სხვა ნაკრებს უყურებდი და ჩვენი გეგონა.
შენ რომ გკითხოს კაცმა 10 წლის წინ ლამაზ ფეხბურთს ვთამაშობდით და მუნდიალი არ გაგვიმაზავს კიდე
FIFA-ს
08 ოქტომბერი 2020 23:24
2
ყველა გამოხმაურება
გილოცავთ! რათქმაუნდა სასიამოვნოა მოვლენა, რომელსაც ასე მოუთმენლად ველოდით ყველა. არასოდეს ვყოფილვარ პესიმისტი და ცუდად განწყობილი ჩვენი გუნდისა და ფეხბურთელების მიმართ, მაგრამ მინდა გამოვხატო ჩემი შთაბეჭდილება თამაშზე ძალიან მოკლედ - ჩვენი ნაკრების თამაშის ხარისხი იყო ძალიან დაბალი, მოვიგეთ იმის ხარჯზე რომ გვყავდა ყველაზე სუსტი მეტოქე ამ ოთხეულიდან. ძალიან მინდა ფინალში გამარჯვება, მაგრამ...ასეთი თამაშით....ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე. p.s.ეს ჩემი პირადი აზრია და არავის არ ვახვევ თავს ჩემს მოსაზრებას, ვკითხულობ და ვეცნობი ყველას შეფასებას. წარმატებები ჩვებს გუნდს.
ტარიელი
08 ოქტომბერი 2020 22:10
8
ყველას გილოცავთ გამარჯვებას, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ჯგუფში გამარჯვება, პლეი ოფში გამარჯვება ბელორუსთან არავის ემახსოვრება თუკი ევროპაზე ვერ გავედით, ასე რომ მთავარი თამაში წინაა და ჯერ საზეიმო არაფერი გვაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ მალე გვექნება! წარმატებები ბიჭებს და საქართველოს!
Irakli
08 ოქტომბერი 2020 23:50
0
ცხადია თამაშის ხარისხი არ იყო კარგი, მაგრამ ამას თავისი გამართლება აქვს - ნერვიულობა და სტრესი ასეთი საპასუხისმგებლო მატჩის გამო...

ალბათ რამდენიმე წლის სიცოცხლე მომაკლდა ნერვიულობით და დარწმუნებული ვარ უფრო მეტი წნეხისა და ნერვიულობის ქვეშ იმყოფებოდნენ ჩვენი ბიჭები.

მოკლედ, ჩვენ ამ ეტაპზე გვჭირდება რეზულტატი და არა შოუ.

მადლობა ბიჭებს ჩვენი გახარებისათვის.
თამაზი
08 ოქტომბერი 2020 22:31
2
კაკაბაძე საუკეთესო იყო,კანკავასთან ერთად.ძალიან ნერვიულობდნენ,თორემ უფრო დამაჯერებლად მოიგებდნენ.ფინალი უფრო მძიმე იქნება.ნამდვილი ნერვების თამაში.ვაისი აშკარად ძალიან უკმაყოფილო,გაბრაზებული იყო.ალბათ მომენტების გამოუყენებლობის და სათამაშო დისციპლინის დარღვევის გამო.ღმერთმა არ ქნას და თუ წავაგეთ ფინალი ვაისის ბრალი არ იქნება,ნერვების ბრალი იქნება.წარმატება საქართველოვ...
Master
08 ოქტომბერი 2020 23:09
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული