კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო დრიბლიორია!

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ჩემპიონატის პირველი მესამედი, ანუ 10 ტურია შეჯამებული და დრიბლინგის კომპონენტში ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ.

აი, რას წერს საიტი ქართველზე:

"ხვიჩა კვარაცხელია მეტოქეების მოსატყუებლად 168-ჯერ დაიძრა და აქედან 87 მცდელობა წარმატებული იყო - ეს ლიგის საუკეთესო მაჩვენებელია.

ამ სეზონში ხვიჩამ ორი გოლი გაიტანა. ორივე შემთხვევაში შედეგიანი შეტევა ქართველმა ართმევით დაიწყო, შემდეგ რამდენიმე მოწინააღმდეგე მოატყუა და ბურთი ბადეში გაახვია.

საშუალოდ, "რუბინის" ფეხბურთელები დრიბლინგზე 41-ჯერ მიდიან, მათგან 17-ში კი მთავარი მოქმედი პირი კვარაცხელიაა."

მკითხველის კომენტარები / 1 /
ორივე ქართველია ამ სურათზე. ის მეორე თუ არ ვცდები ცეესკას კოსნსტანტიე მარადიშვილია. მაგარი ბიჭია ძალიან, 20 წლის საყრდენი ნახერმცველი, გუნდის ძირითადში თამაშობს. ალბათ რუსეთს აირჩევს სამწუხაროდ.
არც ერთი იყო ეგვიპტელი და არც მეორე ვენეციელი :)
18:32 08-10-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული