ხვალ, 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე, საქართველოს ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება.
ეს შეხვედრა ერთა ლიგის მესამე დივიზიონის ეგიდით იქნება გამართული.
საქართველო და სომხეთი ერთმანეთს 5 ჯერ შეხვდნენ , ჩვენების ანგარიშზე 3 გამარჯვება გახლავთ, 1-ში დავმარცხდით, ხოლო 1-იც ფრედ დასრულდა.
პირველი შეხვედრა 1997 წლის 30 მარტს გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა დიდი ანგარიშით 7:0 იმარჯვა.
გოლები გაიტანეს: შოთა არველაძე(3), გიორგი ქინქლაძე, აჩი არველაძე(2), მიხეილ ყაველაშვილი.
მეორე შეხვედრა 2000 წლის 6 თებერვალს გაიმართა, სადაც ჩვენებმა მეტოქე 2:1 დაამარცხეს.
გოლები გაიტანეს: ზაზა ჯანაშია, ზურაბ მენთეშაშვილი, სომხეთიდან - ვარდან ხაჩატრიანი.
მესამე შეხვედრა, რომელიც 2000 წლის 26 აპრილს გაიმართა, უგოლო ფრით დასრულდა.
შემდეგი მატჩი 2004 წლის 21 თებერვალს შედგა და ჩვენმა ნაკრებმა დათმო ეს მატჩი, ანგარიშით 0:2.
გოლის ავტორები: არმან და ართავაზ კარამიანები.
ბოლო შეხვედრა 2011 წლის 9 თებერვალს შედგა, სადაც ჩვენმა ნაკრებმა 2:1 დაამარცხა მეტოქე.
ჩვენებიდან იაშვილმა და სირაძემ გამოიჩინეს თავი, ხოლო სომხეთის რიგებიდან - მანუჩარიანმა.
იმედი მაქვს ხვალ მეოთხე გამარჯვებას მოვიპოვებთ მეზობელ ქვეყანასთან.
ეს კი ურთიერთშეხვედრებში ჩვენი ნაკრების პირველი მატჩის გოლებია.